x
4 ზეთი, რომელიც თმას სიჯანსაღეს დაუბრუნებს

1. ქოქოსის ზეთი



მისი უნიკალური შესაძლებლობების შესახებ ალბათ ყველას გვსმენია, მაგრამ რა დადებითი ეფექტი აქვს ქოქოსის ზეთს ჩვენი თმისთვის?

ქიმიური დანამატებისგან სუფთა და ბუნებრივი ცხიმოვანი მჟავებით სავდე ქოქოსის ზეთი თმას იცავს დაზიანებისაგან და უზრუნველყოფს, რომ თმა იყოს ჯანსაღი, რბილი და მბზინვარე.


გამოყენების წესი : აუცილებელია დავინამოთ თმა, იმისათვის რომ ზეთი თანაბრად და კარგად გადანაწილდეს.

⭐️3-4 კოვზი ქოქოსის ზეთი მოათავსეთ ჯამში (რაოდენობა შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ თმის სიგრძიდან გამომდინარე)


⭐️შეათბეთ სანამ ბოლომდე არ გადნება

⭐️ გადაინაწილეთ თმის სიგრძეზე

⭐️ შემოიკარით სახვევი, გაიჩერეთ რამდენიმე საათით ან მთელი ღამით, ამის შემდეგ კი ჩამოიბანეთ შამპუნით

image

2. ზეითუნის ზეთი



ზეითუნის ზეთი მდიდარია E ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით. განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი თმისთვის, ასევე მის უნიკალურ თვისებებს ემატება თმის ცვენის პრევენცია და მკურნალობა.

image


3. აბუსალათინის ზეთი



აბუსალათინის ზეთის მთავარი და დამახასიათებელი ფუნქცია თმის სწრაფი ზრდისთვის ხელის შეწყობაა. იგი ძალიან ეფექტური საშუალებაა მშრალი, მტვრევადი და დაზიანებული თმის სამკურნალოდ. მას გააჩნია თმისა და თავის კანის დატენიანებისა და აღდგენის ფუნქციაც.

მისი გამოყენება ზეითუნის ზეთთან ერთად უფრო ეფექტური იქნება.

⭐️ 3-5 ს/კ ზეითუნის ზეთი გადაინაწილეთ თმის სიგრძეზე, ხოლო აბუსალათინის ზეთი შეიზილეთ თმის ძირებში და თითის ბალიშების დახმარებით გაიკეთეთ მასაჟი ფაქიზი მოძრაობებით. მასაჟი უზრუნველყოფს თმის ძირების კვებას, ამის შედეგად უმჯობესდება თავის კანში სისხლის მიმოქცევა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას. ამის შემდეგ შემოიკარით სახვევი და 1-2 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ, თქვენი თმა ნამდვილად იგრძნობს შვებას. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ და დაახლოებით ერთ თვეშ თმის სიგრძე საგრძნობლად მოიმატებს.

image


4. ჟოჟობას ზეთი




ჟოჟობას ზეთი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც თმის კვებას უზრუნველყოფს, იგი შეიცავს C, B და E ვიტამინებს.
ზეთი არა თუ აძლიერებს, არამედ თმის ცვენის პრევენციაცაა . იგი ატენიანებს თმის ფოლიკულებს, რაც უზრუნველყოფს თმის სიმშრალის პრევენციას.

⭐️ ჟოჟობას ზეთი თითქმის იდენტურია ადამიანის თმის მიერ გამოყოფილ ბუნებრივ ცხიმთან, ზეთის გამოყენების შემდეგ თმა დატენიანებულია და სკალპი ინარჩუნებს ბუნებრივ pH ბალანსს.

⭐️ ჟოჟობას ზეთი ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს

⭐️ უზრუნველყოფს თმის სწრაფ ზრდას

⭐️ აღადგენს დაზიანებულ თმას

• ჟოჟობას ზეთის გამოყენება შეგვიძლია როგორც ცალკე ასევე სხვა ზეთთან ერთად

• ასევე რამდენიმე წვეთი ჟოჟობას ზეთი შეგვიძლია დავამატოთ შამპუნს


0
127
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ბუხრაშვილი
ანი ბუხრაშვილი
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0