x
4 მიზეზი თუ რატომ გვჭირდება აბრეშუმის თეთრეული
image

"დაბანის შემდეგ ჩემი თმა ძალიან კარგად გამოიყურება, ბალიშზე თავის დადების შემდეგ კი, დილით დაშლილი და აბურდული მხვდება" - ალბათ ძალიან ბევრისგან მოგისმენიათ ეს წინადადება ან თავადვე იცანით საკუთარი თავი.

თვეებსა და წლებს ვხარჯავთ საუკეთესო სახისა და თმის მოვლის პროდუქტების ძიებაში, თუმცა ყურადღების მიღმა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს ვტოვებთ.

დილით დაშლილ თმა რომელიმე შამპუნს, კონდინციონერს ან ნებისმიერი თმის მოვლის პროდუქტს მივაწერთ ხოლმე, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ პრობლემის საიდუმლო ჩვენს თეთრეულში იმალება.


ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 8 საათს ატარებს ძილში. ამ პროცესში კი სახით და თმით ბალიშის პირს ეკვრის. შესაბამისად ძალიან მნიშნელოვანია თეთრეულის სწორად შერჩევა.

ქვემოთ კი აბრეშუმის თეთრეულის 4 სასარგებლო თვისების შესახებ მინდა გესაუბროთ, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ სწორედ ეს ქსოვილი და არა სხვა



1. აბრეშუმი ეხმარება კანს შეინარჩუნოს ტენიანობა

ბამბის ბალიშისპირი სუპერშთანთქმელია. ისინი იღებენ ჭუჭყს და ზეთს თქვენი კანიდან, ხოლო ღამით იმავე ბალიშისპირზე ძილმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ფორების ჩაკეტვა და სახეზე ან ტანზე გამონაყარიც კი.

ბუნებრივი აბრეშუმის ბალიშისპირი კი თქვენი კანიდან არ იწოვს ბუნებრივ ზეთსა და დამატენიანებელ საშუალებებს, შესაბამისად მისი გამოყენების დროს სახის კანი უცვლელად დატენიანებული რჩება.

აბრეშუმი ერთადერთი ქსოვილია, რომელიც სახის კანს არ აშრობს და ნაოჭების პრევენციასაც უზრუნველყოფს.


2. აბრეშუმი იცავს თქვენს თმას დაზიანებისაგან

ბამბის ბალიშის პირზე თავის დადებისას ჩვენი თმა იკვრება, იბურდება და უფრო უხეში ხდება, ასევე ზიანდება თმის ბოლოები. ყველაფერს რასაც თმისთვის ვიყენებთ, იმ მიზნით რომ დაგვირბილდეს, ეს ყოველივე ბამბის თეთრეულმა ძალიან მარტივად შეიძლება შეიწოვოს და თმა უფრო გამოაშროს. აბრეშუმი კი იცავს ჩვენს თმას დაზიანებისაგან . ასევე აბრეშუმის ბოჭკოები სტრუქტურით ჰგავს თქვენს თმას, რაც ხელს უწყობს თმის სიგლუვის და სიჯანსაღის შენარჩუნებას .


3. აბრეშუმი ინარჩუნებს ტემპერატურას

აბრეშუმი ბუნებრივად არეგულირებს სითბოს, რაც სხეულის სწორი ტემპერატურის შენარჩუნებაში გეხმარებათ, აბრეშუმი დაგეხმარებათ ცხელ დღეებში
სიგრილის, ხოლო ზამთარში სითბოს შენარჩუნებაში.


4. აბრეშუმის ქსოვილი არის ჰიპოალერგიული

ალერგიული ადამიანებისათვის აბრეშუმის თეთრეულის გამოყენება ნამდვილად კარგი არჩევანია. აბრეშუმის ქსოვილის ბოჭკოებს აქვთ ბუნებრივი წინააღმდეგობა მტვრის ტკიპების, ობის და სხვა ალერგენების მიმართ, აბრეშუმის ქსოვილის სუნთქვისუნარიანობა ხელს უშლის საერთო საყოფაცხოვრებო ალერგენების შეგროვებას.


0
122
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ბუხრაშვილი
ანი ბუხრაშვილი
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0