x
image
ლანა92
იქნება წვიმა მოალერსე..

image



იქნება წვიმა მოალერსე და მიწის სუნი,

მერცხალთა ქროლვა და მათივე ჟივჟივის ზუმი;

კვლავ გაისმება ბაყაყების სიმღერა ღამით

და აყვავებულ ალუბლების მთრთოლვარე ჩქამი.

ფუმფულა ცეცხლით კვლავ იფრენენ გულწითელები,

სტვენას მორთავენ დაუცხრომლად, უწინდელივით,

მაგრამ არავინ მოიგონებს არარა ნდომით,

უკანასკნელად როდის იყო, ან რაა ომი.

არც ხე, არც ჩიტი არ იტირებს იმ განკითხვის ჟამს,

როს კაცთა მოდგმა აღიგვება მიწის პირისგან

და გაზაფხული შემართული მწვანე კარავად,

ვერც კი შეამჩნევს, რომ ამქვეყნად ჩვენ აღარა ვართ.



სარა ტისდეილი (თარგმანი: თამაზ ჩხენკელი)

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0