x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩინელმა ქალმა მოუცლელ ქმარს 300 საყვარელთან უღალატა
image

ქალს, რომლის ქმარიც მუდმივად სამსახურში იყო, გართობა სურდა და მამაკაცებთან შეხვედრა დაიწყო. მათთან მას არა მხოლოდ სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა, არამედ სძალავდა ფულს, რომელსაც შემდეგ ონლაინ კაზინოებში ხარჯავდა.იუწყება World of Buzz.


ჩინეთის დედაქალაქ პეკინის მკვიდრმა, სახელად ჩჟანგმა, ქმარს 300 კაცთან დაადგა რქები, რომელიც მუდმივად მუშაობდა. ორი შვილის დედა, აცხადებს, რომ მისი ქმარი მუდმივად სამსახურში იყო და მას სურდა გარკვეულწილად გართობა.

სამი წლის წინ მან აქტიურად დაიწყო მამაკაცების გაცნობა, რომელთანაც არა მხოლოდ სექსი ჰქონდა, არამედ მათ თანხასაც სთხოვდა. ასე რომ, ჩჟანგს მთელი ამ დროის განმავლობაში ჰყავდა 300 სექს-პარტნიორი, რომლებსაც მთლიანად მან 400 ათასი იუანი (დაახლოებით 60 ათასი დოლარი) გამოართნა.


ქალი მამაკაცებს ატყუებდა, რომ ის მარტოხელა დედა იყო, ბინის გადასახდელი თანხა არ ჰქონდა და ფული სჭირდებოდა შვილებისთვის.


ამ ზაფხულს ერთ-ერთმა მამაკაცმა გადაწყვიტა მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა ჩჟანგის შესახებ და ტყუილში გამოიჭირა. საქმე პოლიციას გადაეცა. აღმოჩნდა, რომ არც ქალის ქმარს და არც მის ახლობლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ სინამდვილეში რას აკეთებდა იგი.


ჩჟანგის თქმით, მთელი ფული, რომელიც მან საყვარლებისგან მიიღო, დახარჯა ონლაინ-კაზიონებში. ჩინელ ქალს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 40 ათასი იუანის ჯარიმის გადახდა ემუქრება (დაახლოებით ექვსი ათასი დოლარი).

0
684
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
684
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0