x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ჰოლივუდის ყველაზე სკანდალური და პრობლემური კინოვარსკვლავები

image

ხშირ შემთხვევაში, კინოვარსკვლავები განსხვავდებიან იმ პიროვნებებისგან, რომლებსაც ეკრანებზე ვხედავთ. ხშირად ისინი უმიზეზოდ აწყობენ სკანდალს, არააადეკვატურები არიან და გადასაღებ მოედანზე მათ უბრალოდ ვერ იტანენ. აი იმ კინოვარსკვლავების მცირე ჩამონათვალიც, რომლებიც საკმაოდ პრობლემურები არიან:

ლინდსი ლოჰანი- გოგონა ნამდვილად ჰოლივუდის კოშმარია. ის პოპულარული ადრეული ასაკიდან გახდა და ვერ შეძლო გამკლავებოდა პოპულარობას მან დაიწყო სმა, ნარკოტიკების მიღება, კლუბში ხელჩართული ჩხუბები. ასევე გავრცელდა მისი საყვარლების სია, (რომელიც თვითონვე შეადგინა და დაკარგა) სადაც ისეთი ცნობილი მსახიობები იყვნენ, როგორებიც არიან ლეონარდი დიკაპრიო, ტობი მაგუაერი, ჩარლი შინი, ჩენინგ ტატუმი და სხვები.image

ჩარლი შინი- მსახიობი გადასაღებ მოედანზე არავის იყვარს, საქმე კი მისი ალკოჰოლისადმი მიდრეკილებაა. ასევე ხშირად აცდენდა გადაღებებს, აწყობდა სცენებს, სწორედ ამიტომ დაითხოვეს სერიალიდან “ორნახევარი ადამიანი“. მას შემდეგ, როდესაც მსახიობს შიდსი აღმოაჩნდა, ყველანაირად ცდილობს ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ახალ გადაღებებზე მაინც აღარ ეპატიჟებიან.image

რასელ ქროუ- მსახიობი ცნობილია თავისი ფეთქებადი ხასიატით. ის წყობიდან ადვილად გამოდის და მუშტებით ჩხუბსაც არ ერიდება. იყო შემთხვევა, როდესაც სასტუმროს თანამშრომელს სახე დაუკაწრა და ტელეფონი ესროლა იმის გამო, რომ ავსტრალიაში დარეკვა ვერ შეძლო. South Park ის შემქმნელებმა მას მთლიანი ეპიზოდიც კი მიუძრვნეს მულტფილმში, რომელსაც “ჩხუბი მსოფლიოს გარშემო“ დაარქვეს.image

ჯენიფერ ლოპესი- მომღერალს და მსახიობს ჰოლივუდში ხსირად უწოდებენ ყველაზე კაპრიზულ პოპ დივას. სამქ იმაშია, რომ ჯეი ლო ძალიან მომთხოვნია თავისი კონცერტების ან გადაღებების დროს მას მოთხოვნების მთელი სია აქვს, რომელიც ორგანიზატორებმა აუცილებლად უნდა შეასრულონ, ხშირად კი ეს მოთხოვნები გადამეტებულიც კია. რაც შეეცება ფილმის გადაღებებს, ლოპესი მასთან დალაპარაკებას ყველას უკრძალავს და გადამღებ ჯგუფთან მხოლოდ ასისტენტის მეშვეობით უკავშირდება.image

ედვარდ ნორტონი-ედვარდ ნორტონი იმ ადამიანთა ჯგუფს განეკუთვნება, რომლებსაც პერფექციონისტებს და კონტროლის გიჟებს ეძახიან. ის ყოველთვის ამოწმებს გადაღებულ კადრებს, ეს მოთხოვნა მის კონტრაქტშიც შედის. ასევე იტოვებს უფლებას რომ დამდგმელი რეჟისორი დაითხოვონ თუკი რამე არ მოეწონება. მას ხშირად მოსდის უთანხმოებები რეჟისორებთან. ნორტონი ეჩხუბა “წარმოუდგენელი ჰალკი"-ს რეჟისორს, სწორედ ამიტომ დაითხოვეს ფილმიდან. მოითხოვდა “ამერიკული ისტორია იქს"-ის ფინალის შეცვლას, რდგან ის სულელურად მიაჩნდა. გაათავისუფლეს “შურისმაძიებლების" გადაღებებიდან, რადგან გუნდში ვერ მუშაობდა. პასუხად მსახიობმა შეუთვალა, რომ ისინი უბრალოდ სულელი, აგრესიული იდიოტების ბრბო იყვნენ. ნორტონმა ფილმში “ქურდობა იტალიურად" მხოლოდ იმიტომ მიიღო მონაწილეობა, რომ ამას სტუდია ავალდებულებდა (გარკვეული პროექტების რაოდენობა წელიწადში). იმისათვის, რომ მსახიობი “მოერბილებინათ" სტუდიამ მას ახალი MINI Cooper გაუგზავნა. ნორტონმა კი ის უკან გაუშვა წერილით: “გთხოვთ, აჩუქეთ მანქანა იმას, ვინც ნამდვილად მოგწონთ და ვისაც ნამდვილად მოსწონხართ". ძნელია მასთან ინტერვიუს ჩაწერაც, ის მომენტალურად ადგენს თანამოსაუბრის ინტელექტის დონეს და თუ ეს დონე არ მოეწონება მათ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ მაშინ, როდესაც ნორტონი ღრმა და ინტელექტუალურ ფილმში ღებულობს მონაწილეობას, პრობლემები მასთან არავის აქვს.image

ჯულია რობერტსი- კიდევ ერთი კაპრიზული დივაა და საკმაოდ ცუდი რეპუტაცია აქვს. გადასაღებ მოედანზე ხშირად აქსვ კაპრიზული სენიშვნები და მოთხოვნები, ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილოა და რეჟისორებთანაც კამატობს. ამ ხასიათის გამო მას “ფერია ჯოჯოხეთიდან" შეარქვეს. მსახიობისთვის რთულია სტივენ სპირბერგთან ურთიერტობის გაფუჭება, მაგრამ რობერტსმა ამაშიც იყოჩაღა. გადაღებებზე ხშირად ისმოდა “მომიტანეთ წყალი.. არა ის ძალიან ცივია... ცუდი ჭიქაა... მე ლიმონატი მინდოდა, წყალი საიდან მოიტანეთ?" დასასჯელად სპილბერგმა მისი სცენები ფილმიდან თითქმის სრულიად ამოჭრა.image

შაია ლაბაფი- კიდევ ერთი ჩხუბის მოყვარული ჰოლივუდში. 2013 წელს შაია ბროდვეის სპექტაკლიდან გაათავისუფლეს, რადგან მას ჩხუბი თავის ორ კოლეგასთან დენიელ სალივანთან და ალეკ ბოლდუინთან მოუვიდა. მოგვიანებით ლაბაფმა საბოდიშო წერილი გაუგზავნა ბოლდუინს, ხოლო სალივანს არა. ხშირად ის არაადეკვატურია, ამბობს, რომ ჯორჯ კლუნივით სურს ყოფნა, მეორე წამს კი ეროტიული ჟანრის ფილმში იღებს მონაწილეობას სრულიან შიშველი.image

კეტრინ ჰეიგლი- მიხედავად იმისა, რომ ჰოლივუდში დიდად წარმატებული არ არის, კაპრიზებით ბევრს უსწრებს წინ. ის ხშირად აკრიტიკებს იმ ფილმებს, რომელშიც მონაწილეობა მიუღია. უარი განაცხადა ემის აღებაზე “გრეის ანატომია"-ს როლისთვის, რადგან მისი თქმით“ სცენარი ემის ღირსი არ იყო".image

0
246
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0