x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
კოვიდ-19-მა მუტაცია განიცადა – მსოფლიოს ყურადღება დანიისკენა მიმართული
image
ძალზედ საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება დანიიდან: კორონავირუსი ცხოველებზე გადავიდა და მუტაცია განიცადა. ქვეყანაში უკვე 12 ადამიანია დაინფიცირებული მუტაცია განცდილი ვირუსით. ცხოველი, რომელშიც მუტაცია მოხდა, გახლავთ წაულასი, რომლის ბეწვსაც ფართოდ გამოიყენებენ მოდის ინდუსტრიაში.დანია არის ლიდერი ქვეყანა წაულასის ბეწვის წარნოებაში.ქვეყანაში ამ ცხოველის 1139 სანაშენო მეურნეობაა, რომლებშიც 15-დან 17 მილიონამდე წაულასი ბინადრობს.image

დანიის ხელისუფლებამ უკვე გადადგა მკაცრი ნაბიჯები შემთხვევების მატების თავიდან ასარიდებლად, კერძოდ, 67 ფერმაში უკვე დახოცეს ინფიცირებული ცხოველები. დანიის პრემიერ მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია მილიონობით ცხოველის განადგურება, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი გართულებები. მისი თქმით, მუტირებული ვირუსის წინააღმდეგ შესაძლოა არ გამოდგეს ის ვაქცინა, რომელზეც ახლა მთელი მსოფლიო მუშაობს. მან ასევე მოუწოდა საზოგადოებას, რომ გაფრთხილდნენ, რადგან არაა გამორიცხული მუტაციაგანცდილი ვირუსი არა მხოლოდ მთელს დანიას, არამედ მსოფლიოს მოედოს.image

უნდა აღინიშნოს, რომ იგივე მიზეზის გამო ივნისის დასაწყისში ნიდერლანდებში ბეწვის წარმოებაში გამოყენებული ყველა ცხოველი დახოცეს.

რამდენად საშიშია მუტირებული ვირუსი, ან უარესია თუ არა ის უკვე არსებულზე, ჯერ-ჯერობით უცნობია და ამაზე პასუხს მეცნიერები დაინფიცირებულ 12 ადამიანზე დაკვირვებით მიიღებენ.



კოვიდ-19-ის ახალი სიმპტომი – აჩლუნგებს თუ არა კორონავირუსი?!


უცხოელი ექსპერტები უახლოეს მომავალში კორონავირუსით გამოწვეულ კატასტროფულ შედეგებს ვარაუდობენ

დაიწყება თუ არა მოქალაქეებზე მსოფლიოს მასშტაბით იმუნიტეტის მოწმობების გაცემა


0
642
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
642
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0