შოუბიზნესი ცნობილი ადამიანების სკანდალური ფოტოსურათები, რომელთა გადაღებითაც პაპარაცემა ნამდვილი ჯეკპოტი მოიგეს (ნაწილი 2) 2020, 5 ნოემბერი, 13:12 მაიკლ ჯეკსონი, რომელმაც ახალშობილი აივნიდან “გადმოფინა"- პოპ ვარსკვლავის ეს საქციელი საზოგადოებამ სულელურად და სასტილადაც შერაცხა. მომღერალმა ახალშობილი შვილი ხალხისთვის საჩვენებლად აივნიდან გადმოფინა და სახე პირსახოცით დაუმალა.
ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის პირველი საერთო ფოტო- სწორედ ამ კადრით დამტკიცდა, რომ მსახიობები ურთიერთობაში იყვნენ. გამომცემლობამ ფოტო ნახევარ მილიონ დოლარად შეისყიდა.
“რეპუტაციაშელახული" ვიქტორია ბეკჰემი- თავისი პირველი ბუტიკის Victoria Beckham გახსნის წვეულებაზე ქალს ალკოჰოლი ზედმეტი მოუვიდა.
პერის ჰილტონის საცვლები- გოგონა სან ტროპეში იმდენად დათვრა, რომ ვერც გაიგო პაპარაცების თვალწინ როგორ გაშიშვლდა.
ნასვამი პამელა ანდერსონი- ფოტო მაშინ გადაიღეს, როდესაც პირად დაცვას ძალიან მთვრალი კინოვარსკვლავი კლუბიდან გამოჰყავდა.
თუფაქის უკანასკნელი ფოტო- ფოტო რეპერის სიკვდილიდან რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული, ის 1996 წლის 13 სექტემბერს მანქანაში ჩაცხრილეს.
ჯესიკა სიმპსონი, რომელმაც საქმროს ქორწილის წინა დღეს უღალატა- პაპარაცები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ დანიშნული ჯესიკა მომღერალ ადამ ლევინთან ღალატის დროს დაეფიქსირებინათ, თუმცა ამაოდ. სამაგიეროდ ერთხელ ლოს ანჯელესიდან გამოსული მსახიობი დააფიქსირეს, რომელსაც ლევინის პერანგი ეცვა, ეს ამბავი კი მისი ქორწილის წინა დღეს მოხდა. ქორწილი რა თქმა უნდა გაუქმდა.
ეშტონ კუტჩერი საყვარელთან ერთად- 2011 წელს გაირკვა, რომ ეშტონ კუტჩერი დემი მურს ღალატობდა. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, აი მსახიობს კი 2 წლის განმავლობაში როლებს არ სთავაზობდნენ.
ღამის კლუბიდან გამოსული მღვდელი დონ გუსონი- მღვდელი ფაქტზე ცნობილმა პაპარაციმ ჯეპეტიმ გამოიჭირა. ფოტოზე მღვდელი ცდილობს მამაკაცს ფოტოაპარატი წაართვას.
შიშველი ორლანდო ბლუმი- ფოტო სიცილიაშია გადაღებული, მართალია მსახიობმა პაპარაცები შენიშნა, მაგრამ დასაფარად არაფერი მოიმოქმედა.
ჯულია რობერტსი გასაპარსი იღლიებით- მსახიობი წითელ ხალიჩაზე გასაპარსი იღლიებით გამოჩნდა. უცნობია გაპარსვა დაავიწყდა თუ სპეციალურად გამოვიდა.
მარლენ დიტრიხი პაპარაცის ესხმის თავს- ალბათ მამაკაცი მსახიობისგან ამგვარ ქცევას არ მოელოდა.
გამოფიტული მადონა- შეიძლება რაკურსის ბრალია, შეიძლება ანორექსიის, მაგრამ ფაქტია, რომ სურატისთვის ფოტოგრაფს კარგად გადაუხადეს.
501 შეფასება არ არის
|