კახეთი კორონას ექვსი ახალი შემთხვევა დედოფლისწყაროში - დაიხურა არხილოსკალოს სკოლა 2020, 4 ნოემბერი, 23:33 კორონავირუსის ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევაა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის ცენტრში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, 4 ნოემბერს გამოვლენილი ახალი შემთხვევების არეალი ასე გამოიყურება: . ქ. დედოფლისწყარო - 1სოფ. გამარჯვება - 1,სოფ. არხილოსკალო - 2,სოფ. ხორნაბუჯი-1,სოფ. სამრეკლო - 1,ოფიციალური ინფორმაციით, სოფელ არხილოსკალოში გამოვლენილი ორი ახალი შემთხვევიდან ერთი სკოლის მოსწავლეა. ამის გამო არხილოსკალოს საჯარო სკოლას მიეცა რეკომენდაცია სასწავლო პროცესი შეწყვიტოს და ონლაინ სწავლებაზე გადავიდეს. არხილოსკალოს საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ უკვე გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება და აღნიშნა, რომ 5-დან 15 ნოემბრის ჩათვლით არხილოსკალოს სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. „გაცნობებთ, რომ დედოფლისწყაროში covid -19 -ით ინფიცირების სულ 31 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა, 3 - ამ დროისთვის თბილისის სტაციონარშია მოთავსებული, 18 კი დედოფლისწყაროში ბინაზე მკურნალობს. თვითიზოლაციაშია დაავადებულებთან კონტაქტირებული 102 მოქალაქე, რომლებიც დღეის მდგომარეობით კლინიკურად ჯანმრთელები არიან. მათთან სპეციალისტები ყოველდღიურ სატელეფონო კონსულტაციებს და კონტროლს აწარმოებენ, “ - აღნიშნავენ დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრში.
.
მსუბუქად მიმდინარე პაციენტები არანაირ მედიკამენტურ მკურნალობას არ გადიან. ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გარდაცვალების შემთხვევა არ გვაქვს.
.
2 ნოემბრის მონაცემები ნახეთ აქ>>
161 შეფასება არ არის
|