ასტროლოგია ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, მოსალოდნელი მნიშვნელოვანი მოვლენები და "მილიონერების ასპექტი", რომელიც სურპრიზს გპირდებათ 2020, 4 ნოემბერი, 18:46 წლის ყველაზე მისტიკური თვე დაიწყო და მოვლენებიც საკმაოდ შთამბეჭდავი გველოდება. მიმოვიხილოთ თითოეული, რათა შეძლოთ თვის დაგეგმვა და სასურველის მიღწევა ნაკლები სირთულით.
მზე ახლა მორიელის ნიშანშია (23 ოქტომბერი 22 ნოემბერი). მორიელი არის ზოდიაქოს მერვე ნიშანი. ის არის მისტიციზმის, ტრანსფორმაციის, ევოლუციის, კრიზისის სიმბოლო. აგრეთვე განაგებს ბიზნეს და სასიყვარულო პარტნიორების ფულს. კრედიტებსა და საბანკო ანგარიშებს. მემკვიდრეობას, გადასახადებს. მორიელი არის ღრმა ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური. და რა თქმა უნდა, მორიელი ზოდიაქოს ყველაზე სექსუალური ნიშანია. ეს მოკლედ, ახლა კი ცოტა უფრო ვრცლად განვიხილოთ თითოეული მოვლენა. მაშ ასე, სულ ცოტაღა დარჩა და მერკური გაასწორებს თავის სვლას. მორიელში მერკური გვაძლებს საშუალებას ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, ჩვენს შინაგან სამყაროს. რათა კარგად დავინახოთ ჩვენი შეცდომები, რომ მერე გავაგრძელოთ სვლა სწორი მიმართულებით. თუ რამეს სწავლობთ (გასაკუთრებით ეზოტერიკას), ჩაუღრმავდით მას. გაერკვიეთ ფინანსებში, საბანკო სფეროში. ვენერა 21 ნოემბრამდე სასწორის ნიშანში იქნება. ეს მისი საუკეთესო მდგომარეობაა და მიჩნეულია, რომ სწორედ ეს პერიოდია კარგი ქორწინებებისთვის, საქორწინო კონტრაქტის შესადგენად, თანაცხოვრების დასაწყებად. მაგრამ არის დღეები, რომლებშიც არ გირჩევთ ქორწინებასთან დაკავშირებული საქმეების წარმოებას. ესენია: 3, 7 და 14 ნოემბერი. აგრეთვე საფრთხილოა 9 ნოემბერი. ამ დღეს (მის გავლენას იგრძნობთ 6-13 ნოემბრის შუალედში) ორი გენდერული პლანეტა - მარსი და ვენერა ერთმანეთს უპირისპირდება. გაუფრთხილდით პარტნიორს, მასთან ურთიერთობას. ნუ დაადანაშაულებთ ყველაფერ ცუდში, იქნებ თქვენც მიგიძღვით ბრალი?.. ჯერ საკუთარ თავში გაერკვიეთ, იპოვეთ შინაგანი ჰარმონია და მერე დაელაპარაკეთ პარტნიორს, რათა კონსტრუქციულად მოაგვაროთ რთული საკითხები. მოერიდეთ იმპულსურობას, დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას (როგორც ზოგადად მარსს ახასიათებს ჯერ გადახტომა და მერე დაფიქრება). ეს ეხება სიყვარულსაც და ფულსაც. 13 ნოემბერს იუპიტერისა და პლუტონის (ამჯერად უკვე დირექტულის) მესამე შეერთება გველოდება. მას მილიონერების ასპექტსაც ეძახიან. ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, 12-13 წელიწადში ერთხელ ხდება, მაგრამ წელს ასეთი ასპექტები უკვე ორჯერ გვქონდა 5 აპრილს და 30 ივნისს. საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებთ ფინანსურ სფეროსთან დაკავშირებით. იყავით დაკვირვებული. როგორც ცნობილია, "კრიზისის დროს ზოგი ფულს კარგავს, ზოგი პოულობს". 14 ნოემბერს პლანეტა მარსი გაასწორებს სვლას და პირდაპირ დაიწყებს სიარულს. ადამიანებში მოიმატებს მოქმედების, აქტიურობის სურვილი. იყავით მობილიზებული კეთილი საქმეების კეთებაზე, ჩანიშნულის და მოფიქრებულის განხორციელებაზე. ახალმთვარეობას მორიელში ველოდებით 15 ნოემბერს. ახალმთვარეობა ეს არის მზისა და მთვარის შეერთება და ახალი მთვარის თვის დასაწყისი. ნოემბერში სიყვარულის პლანეტა ვენერას არასასიამოვნო ასპექტები აქვს სამ პლანეტასთან - პლუტონი, სატურნი და იუპიტერი - და ეცადეთ, ნაკლებად გაირთულოთ პირადი ცხოვრება. მორიელი კი, როგორც ემოციური ნიშანი კიდევ უფრო გაამძაფრებს გრძნობებს. ეცადეთ, პარტნიორის სურვილების გათვალისწინებით იმოქმედოთ. გაამხნევოთ ტკბილი სიტყვით. ახალმთვარეობისას ახლებურად უნდა გადახედოთ თქვენს მისწრაფებებს. შეიძლება მოგიწიოთ ახალი გადაწყვეტილებების მიღებამაც, ოღონდ აუცილებლად წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოთ. მორიელისებური ახალმთვარეობა ტრანსფორმაციასა და ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს. ან თავად ხართ ინიციატორი, ან სისტემა გაიძულებთ, რომ ცვლილებებს დაემორჩილოთ. რას ნიშნავს via combusta? ანუ "დამწვარი გზა" - ასტროლოგიაში ასე ჰქვია პერიოდს, როცა მზე გადის მორიელის ბოლო გრადუსებს, დაახლოებით 16-22 ნოემბრის შუალედს (ზოგიერთი ასტროლოგი via combusta-ს პერიოდს განიხილავს სასწორის 15 გრადუსიდან მორიელის 15 გრადუსის შუალედში). მზე იმყოფება გველმჭერის ზონაში. ეს არის უმაღლესი ნიშანი, მესაზღვრე მორიელსა და მშვილდოსანს შორის. მითოლოგიაში კი იგი ფაეტონის მითს უკავშირდება. სახელმა არ შეგაშინოთ, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით. ნუ შეეჭიდებით იმას, რისი ძალაც არ გაქვთ. 21 ნოემბერს სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა მორიელის ზოდიაქოში გადადის. მოიმატებს ვნება, გრძნობებში თავით გადავარდის სურვილი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ პარტნიორი კი არ უნდა დაიმონოთ, თავისუფლება უნდა მიანიჭოთ. ერთად უნდა განვითარდეთ. როგორც წესი, მორიელს სურს, სრულად აკონტროლებდეს თავის პარტნიორს. იმასაც კი, რა ფიქრები უტრიალებს თავში. მორიელში ვენერა თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ადამიანს გრძნობა ისე იპყრობს, რომ გონება ებინდება და ვნებას ვეღარ უმკლავდება. ვენერა მორიელში ხშირად ამბობს: "მე უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია, მე უშენოდ მოვკვდები". იყავით გააზრებული, გახსოვდეთ, რომ სიყვარულმა სიამოვნება უნდა მოგიტანოთ და არა ტანჯვა. 29 ნოემბერს პლანეტა ნეპტუნი გაასწორებს სვლას. ადამიანები აღარ მოტყუვდებიან და უკეთ გაერკვევიან თავიანთ სურვილებში. აქედან დაიწყება "ცურვის და არა ჩაძირვის" პერიოდი. და ნოემბრის ბოლო, მაგრამ მნიშვნელობით პირველი მოვლენა - მთვარის დაბნელება. ამჯერად, ის სავსემთვარეობას ემთხვევა და აქედანვე მოგიწოდებთ, რომ ამ დღეს, 30 ნოემბერს იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. გაანალიზეთ სიტუაცია და ლოგიკურად იმოქმედეთ. ეცადეთ, რომ ცუდი სიტუაციაც კი თქვენთვის სასარგებლოდ შემოატრიალოთ. შეგიძლიათ მიმართოთ ორიგინალურ, მაგრამ უსაფრთხო გადაწყვეტილებებს. გადახედეთ თქვენს ურთიერთობას გარშემო მყოფებთან, ნუ გაირთულებთ მათთან დამოკიდებულებას. და კიდევ ერთი, გაუფრთხილდით პარტნიორულ ურთიერთობებს. უმეტესობას მოუნდება კავშირების გაწყვეტა, განქორწინება. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, ეცადეთ, გააზრებულად იმოქმედოთ. ისევ იმიტომ, რომ თქვენ არ დაზარალდეთ. ბედნიერ, მშვიდ და თბილ ნოემბერს გისურვებთ! ასევე ნახეთ:რაში გადეხმარებათ ვერძი, ლომი ან მორიელი საუკეთესოდ - ანუ ის, რაც ზოდიაქოს ნიშნებს, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე მაგრად გამოსდითროგორი ბოსები არიან ზოდიაქოს ნიშნები (+ სახალისო GIF-ები)როგორი დედამთილები არიან ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითზოდიაქოს ნიშნები მეტროში - სასაცილო GIF-ებიზოდიაქოს ნიშნის გოგოები სიბერეში - სასაცილო GIF-ებიროგორ გამოიყურებიან ნაწყენი ზოდიაქოს ნიშნები - GIF-ები1329 შეფასება არ არის
|