x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
დისნეის 5 საშინელი საიდუმლო, რომელიც თქვენს სამყაროს თავდაყირა დააყენებს

image


უოლტ დისნეის კომპანია - გასართობ ინდუსტრიაში ერთ - ერთი ყველაზე მსხვილი და ცნობადია მთელ მსოფლიოში. მრავალი სფერო, რომელშიც უოლტ დისნეი ეთრპიროვნული ლიდერი გახდა, დამფუძნებლის გენიალობაში ეჭვს არ იწვევს, თუმცა რა ფასის გადახდა მოუწი მას ამისათვის? წარმოგიდგენთ 5 ყველაზე საშინელ საიდუმლოს, რომელსაც მსოფლიოში ყველზე "კეთილი" კომპანია წლების განმავლობაში საგანგებოდ მალავდა.




"America Sings"


image


თეატრი - ატრაქციონი "America Sings" (სხვა წყაროებში "ამერიკის სიმბოლოები") 1974 წელს გაიხსნა. ატრაქციონმა 1988 წლამდე იმუშვა, თუმცა, დისნეის ერთი საშინელი ფაქტი რომ არ დაემალა ის მხოლოდ 9 დღე იმუშავებდა. ატრაქციონის გახსნიდან ზუსტად 9 დღის შემდეგ საშინელი ტრაგედია დატრიალდა: კერძოდ, "დისნეილენდის" ახალგაზრდა თანამშრომელი დებორა სტოუნი, წარმოდგენის დროს, ბეტონის კედელსა და მოძრავ სცენას შორის მოყვა, გოგონას განწირული ყვირილი სერიოზულად არავინ მიიღო, ვინაიდან ჩათვალეს რომ ესეც შოუს ნაწილი იყო, 20 წუთის შემდეგ კი უკვე ყველაფერი გვიან იყო. სტოუნი საშინელი ტანჯვით გარდაიცვალა. მისი სისხლისგან პრაქტიკულად დაცლილი სხეული სულ დანაწევრებული იყო. ამ ხმაურიანი საქმის დამალვა უოლტ დისნეიმ 9 წელი შეძლო, ატრაქციონი მხოლოდ ამის შემდეგ დახურეს.



"ნეგლერია ფოულერი"


image


ეს უდიდესი იმპერია კიდევ ერთ საშინელ საიდუმლოებას მალავს. 1965 წელს დისნეიმ პატარა კუნძული შეიძინა, რომელიც დასვენებისა და გართობის მოყვარულთა ერთ - ერთ საყვარელ ადგილად იქცა, თუმცა მას დიდხანს არ იმუშავია. ამერიკელ ბიზნესმაგნატს 1999 წელს მისი დაკეტვა მოუწია. რა შეიძლება რომ მომხდარიყო? ალბათ იკითხავთ თქვენ. პასუხი ვფიქრობ ყველას გააოცებს. საქმე მიკროსკოპულ ამება - "ნეგლერია ფოულერშია", რომელიც კუნძულის მიმდებარე წყლებში აღმოჩნდა. ამ მომაკვდინებელი პარაზიტით ინფიცირებულთა უმეტესობის გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია. მხოლოდ იმის ვარაუდი შეგვიძლია, თუ რამდენი გარდაცვლილი ადამიანის შემდეგ ჩათვალა "ღირსად" საშიში ატრაქციონის დახურვა გასართობი იმპერიის დამფუძნებელმა.



დამსმენი დისნეი


image


უოლტ დისნეი ჰოლივუდის ელიტის წარმომადგენლების - რეჟისორების, მსახიობების, მწერლებისა თუ სხვათა "ჩაშვებას" არ ერიდებოდა. მრავალი წლის განმავლობაში ის "FBI"- ს ინფორმატორი იყო. ასეა თუ ისე, ალბათ ვერასდროს გავიგებთ, რა დოზით არის ამ ჭორებში სიმართლე, რადგან ეს დოკუმენტები ჯერ კიდევ მკაცრად გასაიდუმლოებულია.




ფერფლი ფერფლისთვის


image


ახლა ეს შეიძლება ველურადაც კი მოგეჩვენოთ, თუმცა ჯერ კიდევ 90-იან წლებში ამერიკაში ერთი საკმაოდ უცნაური "რიტუალი" არსებობდა. ბევრი ადამიანი ანდერძის თანახმად ითხოვდა, რომ გარდაცვალების შემდეგ მათი ფერფლი სწორედ "დისნეილენდში" მიმოეფანტათ. გარდაცვლილის ნათესავები თავიანთი ახლობლების ამ უკანასკნელ სურვილს რაღა თქმა უნდა, ზედმიწევნით ასრულებდნენ, რაც იმას ნიშნავს რომ მსოფლიოში ყველაზე ზღაპრული გასართობი პარკის ჰაერში დღემდე გარდაცვლილი ადამიანების ფერფლის ნაწილაკებია შემორჩენილი.





ლემინგების თვითმკვლელობა


image

რაზე არ წავლენ სტუდიები აუდიტორიის მიზიდვის მიზნით. ერთ - ერთი ყველაზე საშინელი მეთოდი სტუდია დისნეიმ მოიფიქრა. მათ საყვარელი მღრღნელების - ლემინგების შესახებ, დოკუმენტური ფილმის - "თეთრი უდაბნოს" გადაღება გადაწყვიტეს, ალბათ იკითხავთ და რა არის აქ კრიმინალი? თუმცა, კინემატოგრაფიული მეთოდებითა და უდანაშაულო ცხოველების ფაქტობრივი განადგურებით, როდესაც ისინი კლდიდან წყალში უმიზეზოდ ხტებოდნენ და იღუპებოდნენ, სტუდიის წარმომადგენლები მაყურებლებს არწმუნებდნენ რომ ლემინგებს თვითმკვლელობის პერიოდი ჰქონდათ.






0
237
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
237