x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
კორონავირუსით ინფიცირებული დედოფლისწყაროელების მდგომარეობა და 8 გამოჯანმრთელებული
image


დედოფლისწყაროს ტელევიზია დაინტერესდა გაერკვია, როგორია ადგილობრივი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდათ. მითუმეტეს, რომ მათი უმრავლესობა მკურნალობას ადგილზე, საკუთარ სახლებში გადის. მსუბუქად მიმდინარე პაციენტები არანაირ მედიკამენტურ მკურნალობას არ გადიან.


ექსკლუზიური ინფორმაციით, 8 კოვიდ დადებითი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. 13 მათგანი კი კვლავაც აგრძელებს მკურნალობას და თვითიზოლაციაში ყოფნას.


ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გარდაცვალების შემთხვევა არ გვაქვს.



„დედოფლიწყაროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში გამოკვლეული და დადასტურებული 23, ასევე სხვა ლაბორატორიებიდან მიღებული ინფორმაციით covid-19-ით ინფიცირებული 2 დედოფლისწყაროს მოქალაქიდან დღეის მდგომარეობით 8 უკვე გამოჯანმრთელდა. 13 - ისევ აგრძელებს მკურნალობას ბინაზე. აღინიშნება მსუბუქი სიმპტომატიკა. 2 რისკ ჯგუფის პაციენტი იმყოფება დედაქალაქში სტაციონარში. ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პაციენტებში, ასევე შემოსული ოფიციალური შეტყობინებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში covid-19 -ით გარდაცვალების შემთხვევა არ გვაქვს.


ზემო მაჩხაანში დაფიქსირდა ერთი შემთხვევა. თბილისში ჩაიტარა გამოკვლევა, დაუფიქსირდა covid-19. ამჟამად დაავადება მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით და პაციენტი იმყოფება ბინაზე, “ - აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 1 ნოემბერს კორონავირუსის გამოვლენის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ინფიცირებულთა მაჩვენებელი ჩვენს მუნიციპალიტეტში 23-მდე გაიზარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამი შემთხვევა სოფელ სამრეკლოშია, ერთი კი ქალაქ დედოფლისწყაროში. სამრეკლოში მანამდეც იყო პედაგოგისა და მისი მეუღლის (სატვირთოს მძღოლის) ინფიცირების შემთხვევები. ამის გამო სამრეკლოს საჯარო სკოლა ერთი კვირით დახურული იყო. იქ სწავლებას 4 ნოემბრიდან აღადგენენ.


დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, ორი კოვიდ ინფიცირებული გადაყვანილია კლინიკაში, დანარჩენები ბინაზე მკურნალობენ და მათ ონლაინ კონსულტაცია უტარდებათ.



ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარიეტა გონაშვილი დედოფლისწყაროს ტელევიზიას უყვება, რომ იზოლაციის წესების დარღვევის გამო ერთი პირი იძულებით გადაიყვანეს კარანტინში.

.


გასულ კვირას covid 19 დაუდასტურდა დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ორ თანამშრომელს. გონაშვილი განმარტავს, რომ ერთი მედიკოსია, მეორე კი ტექნიკური თანამშრომელი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ისინი პაციენტისგან არ დასნებოვნებულან და მათ სავარაუდოდ, ვირუსი თელავში გადაედოთ.


0
124
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0