x
image
ლანა92
რომელია ძაღლის განსაკუთრებით საყვარელი ჯიშები
image



ძაღლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახლის ცხოველია მთელ მსოფლიოში. სხვადასხვა მახასიათებლიდან გამომდინარე, არსებობს მისი მრავალი ჯიში. მთავარი პრინციპი, რის მიხედვითაც სახლისათვის ძაღლს არჩევენ, ერთგულება და დასწავლის უნარია. ასევე, დიდი ყურადღება ექცევა ძაღლის შესახედაობასაც. გარეგნულად განსაკუთრებით საყვარელი და ლამაზია ძაღლის შემდგომი ჯიშები:

1. პუდელი




image


პუდელი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ძაღლის ჯიშია. ერთ დროს მას იყენებდნენ სანადიროდ. დღეს პუდელი პოპულარულია, როგორც ოთახის ცხოველი. მისი საუკეთესო თვისება ისაა, რომ, ძაღლის ზოგი სხვა ჯიშისაგან განსხვავებით, პუდელს არ ცვივა ხშირად ბეწვი. პუდელის ჯიშის ძაღლი სხვადასხვა ზომისაა: სტანდარტული, მინიატურული და სათამაშო. სტანდარტული ზომის პუდელი 35-45 სმ. სიმაღლის და 15-19 კგ.-მდე მასის იზრდება, მინიატურული - 28-35 სმ. და 8-15 კგ.-მდე, სათამაშო - 26-28 სმ. და დაახლოებით 3 კგ.მდე.



2. პომერანელი


image


ძაღლის ეს ჯიში ძალიან აქტიური და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახლის ცხოველია, რამდენადაც აქვს უსაყვარლესი, თვალწარმტაცი შესახედაობა. პომერანელი ძალიან პატარა ძაღლია, რომელიც იწონის 3 კგ.-მდე. იგი ყველაზე საყვარელი მინიატურული ძაღლია, სიამოვნებით თამაშობს დიდ ბავშვებთან და ღონისძიებებშიც კი დიდი ენთუზიაზმით იღებს მონაწილეობას.



3. აკიტა-ინუ


image


აკიტა-ინუს ძაღლის ჯიში პირველად გამოიყვანეს იაპონიაში, თუმცა დღეისათვის გამოყოფენ მის 2 ტიპს: ამერიკულსა და იაპონურს. ორივე ტიპის აკიტა-ინუ ხასიათდება ხშირი, სქელი ბუმბულა, ფაფუკი ბეწვით, თუმცა იაპონურ ტიპს შემორჩა ფერის 5 ვარიაცია. აკიტა-ინუ დიდი ძაღლია, შეიძლება, 50 კგ.ზე მეტსაც იწონიდეს. ის კარგი დამცველია, თუმცა აუცილებელია, თავიდანვე გაწრთვნათ და ასწავლოთ თავისი საქმე, რათა მერე გამოგადგეთ. აკიტა-ინუ მეგობრულია ბავშვებთან და სხვა ცხოველებთან ურთიერთობისას.



4. ჩაუ-ჩაუ



image


ჩაუ-ჩაუ ცნობილია სხეულის დიდი ზომითა და ლომის სახით. მისი განმასხვავებელი, განსაკუთრებული ნიშანია სქელი, იშვიათი ბეწვი, რომელიც ჩაუ-ჩაუს სახეს უფარავს. იგი მოგაგონებთ ლომის ფაფარს და აქვს მოოქროსფრო-მოყავისფრო შეფერილობა. ჩაუ-ჩაუ თავდაპირველად ჩინური ჯიში იყო, თუმცა შემდგომ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. კარგი სანადირო და სადარაჯო ძაღლია. ჩაუ-ჩაუ შეიძლება, იწონიდეს 30 კგ.-მდე და აქვს სახასიათო მოლურჯო-მოშავო ენა.



5.ავსტრალიური ნაგაზი



image


ავსტრალიელები ძაღლის ამ სახეობას ხშირად უწოდებენ "ძაღლებს ცერებზე", რამდენადაც ისინი სულ ცდილობენ, იყვნენ პატრონის გვერდით. ცუდი ისაა, რომ ავსტრალიური ნაგაზი მიდრეკილია სხვადასხვა დაავადებისადმი (თვალის ინფექცია, ეპილეფსია, თეძოს დისპლაზია). ძაღლის ეს ჯიში კარგად ხტის, შეუძლია, 1 მეტრი სიმაღლემდე აიწიოს ჰაერში.



6. სამოიდი


image



სამოიდი ერთ-ერთი ძველი და ყველაზე ლამაზი ძაღლის ჯიშია. გამოირჩევა ფაფუკი თეთრი ბეწვით და ყოველთვის ბედნიერად გამოიყურება. სამოიდს აქვს განსაკუთრებული ღიმილი. ამასთანავე, თუ სახლში სამოიდის დაბინავებას აპირებთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. იგი განეკუთვნება ძაღლების უძველეს 14 ჯიშს, რომლებიც ყველაზე ახლო ნათესაობას ავლენენ მგელთან. სამოიდი შედის შპიცების ოჯახში, არის აზიური წარმოშობის, თავდაპირველად გამოიყენებოდა სანადიროდ.


7.ბიგლი

image



ბიგლი მიიჩნევა მონადირე ძაღლის ტიპად. იგი საშუალო ზომისაა, გრძელი ყურებით და მკვირცხლი თვალებით. ბიგლი ძალიან ჭკვიანი, კეთილი და ოჯახის ერთგულია.


0
645
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
645
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0