x
მეტი
  • 27.06.2024
  • სტატია:135615
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509971
მნიშვნელოვანი ფაქტები ჰიპნოზის შესახებ
ჰიპნოზი-ეს არის ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება, ღრმა მოდუნებით(რელაქსაციით), შთაგონებისადმი მიმღებლობით, აღქმის, მეხსიერების, მოტივაციისა და თვითკონტროლის ცვლილებებით.ის ადამიანები რომლებიც ჰიპნოზის ქვეშ იმყოფებიან, ხშირად გრძნობენ, რომ მათი ქცევა ყოველგვარი განზრახვისა და ცნობიერი ძალისხმევის გარეშე ხორციელდება.

უძველესი დროიდან მიმდინარეობდა დავა ჰიპნოზის შესახებ, ადრე თვლიდნენ რომ ადამიანები ჰიპნოზის ზემოქმედების შედეგად გადადიოდნენ ტრანსის მდგომარეობაში, თუმცა ეს მოსაზრება მცდარი აღმოჩნდა, ჰიპნოზის დროს ადამიანი არის ფხიზელ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე ჰიპნოზი არ იმოქმედებს.

ჰიპნოზის საწყისი ფაზა ეს არის ჰიპნოტური სტიმულაცია ანუ მოსამზადებელი ეტაპი, რომლის დროსაც მინიმუმამდე დაჰყავთ გარემო გამღიზიანებლები, და მონაწილეებს მხოლოდ შეთავაზებულ სტიმულზე ამახვილებინებენ ყურადღებას, მათ შთააგონებენ რომ ისინი ცნობიერების განსაკუთრებულ მდგომარეობაში გადასასვლელად ემზადებიან. ცნობილია ისიც რომ თუ ადამიანი ხშირად იმყოფება ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ, მას უვითარდება დასწავლის უნარი და შემდგომში სწრაფად გადადის ჰიპნოტურ მდგომარეობაში.ზოგიერთი ადამიანი ხასიათდება ისეთი აქტიური ქმედითი სტიმულაციით როგორიცააა ველოსიპედით სიარული.

სწორედ ჰიპნობილურობა აჩვენებს თუ რა ხარისხით ექვემდებარება ინდივიდი სტანდარტულ ჰიპნოტურ შთაგონებას, მაგ:ზოგიერთი ინდივიდი მოტორულ შესაძლებლობებს ვერ ავითარებს იმდენად ჰიპნობილურია, ( როდესაც ჰიპნოზიტიორი ცდის პირს ეუბნება რომ მისი ხელები გაკეთებულია ხისგან, ან რკინისგან, ის რწმუნდება ამ სიტყვების სისწორეში და ხელებს ვერ ხრის)


ზოგიერთი ინდივიდი კი ავითარებს პერცეპტულ უნარებს(ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ ამბობს რომ მის გარშემო ბუზები დაფრინავენ)

ჰიპნოზის ერთ ერთ ღირებულებას წარმოადგენს ჰიპნოტური ანალგეზია-ეს არის ტკივილის შემცირების უნარი, რომელიც სხვადასხვა ჰიპნოტური შთაგონებით მიიღწევა(მაგ:სხეულის მტკივნეული ადგილის აღქმა არაორგანულად ან მთლიანი სხეულის განცალკევებულად წარმოდგენა , გონების გათავისუფლება სხეულისგან)ჰიპნოტური ანალგეზია გაცილებით ღირებულია მისთვის ვინც დაავადებასთან ან მკურნალობასთან დაკავშირებულ ტკივილთან გამკლავებას ცდილობს.

ჰიპნოზიაუტოჰიპნოზი-იგივეა რაც თვითჰიპნოზი, ტკივილის კონტროლისადმი საკუთარი მიდგომა, რადგან პაციენტს ტკივილის აღმოჩენისთანავე შეუძლია კონტროლის გაძლიერება, ჩაატარეს ექსპერიმენტი რომელშიც მონაწილეობდნენ მეტასტაზური სიმსივნის მქონე ქალები, საკვლევი ჯგუფიდან 86 ქალი ტკივილს თვითჰიპნოზის გზით უმკლავდებოდა, აღმოჩნდა რომ ამ 86 ქალში ტკივილი ორჯერ ნაკლები იყო ვიდრე დანარჩენებში, ამიტომ მკვლევრები ამბობენ რომ ჰიპნოზის ეფექტები სცილდება ექსპერიმენტატორისა და მონაწილეების მოლოდინებს, ტკივილის შემცირება ჰიპნოტური შთაგონებით უფრო სწრაფად მიიღწევა ვიდრე ტკივილის შემამცირებელი სხვა ტექნიკებით.

ჰიპნოზი არ ნიშნავს კონტროლის დაკარგავას ეს არის კონტროლის გავარჯიშების, ახალი გზების დასწავლის საშუალება, ჰიპნოტიზიორი კი შეგვიძლია შევადაროთ მწრთვნელს რომელიც წრთვნის სუბიექტს და ახორციელებინებს ქცევას.

image


0
101
შეფასება არ არის
ავტორი:ელისო ლელაძე
ელისო ლელაძე
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0