პოეზია "უნდა დაგიბრალო ხამი მოტრფიალის გაგიჟებით.." 2020, 3 ნოემბერი, 19:20
უნდა დაგიბრალო..უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებითსული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ,სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.უნდა დაგიბრალო, სანამ მოგონებით მთვრალი ვარ დასანამ თვალები მაქვს ალის ათინათით შენაფერი,ვიდრე მარტოობა თავში თრიაქივით ამივარდა,ვიდრე წავედი და ყულფის თავშესაფარს შევეფარე.უნდა დაგიბრალო ხამი მოტრფიალის გაგიჟებით,ისევ ჩაქნეული ხელის ალიყურის შემოკვრამდე;სადღაც ცხრამთას იქით ციხემიუვალი აგიშენო,მერე მოგძებნო და სისხლის მძებნელივით შემოგადგე.უნდა გადმომძახო, ისევ უიმედო მოალყე ხარ,გამოეკიდეო ქარებს, ოცნებათა ამირბარო!ყველაგზამოჭრილმა მეტი ვერაფერი მოვახერხო -შენი სიყვარული დანაშაულივით დავიბრალო.ლექსი - უშენობის თეთრი ღამეებით ნაწამები,ლექსიც არ მიუშვა შენი სიმხურვალის სამოთხემდე!ჩემგან დაზიდული, ძირში მოიკვეცო, ნაწნავები,მერე წახვიდე და სადმე ცხრამთას იქით გამითხოვდე!უნდა დაგიბრალო, თორემ წლები ვეღარ მომათრევენ,თორემ უპატრონო სულში მაცილები ქირქილებენ.უნდა დაგიბრალო, სანამ დაღლილ მაჯებს მომამტვრევენყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.92 შეფასება არ არის
|