კალათბურთი ბოსნია გადალახულია. წინ ლატვიაა. ბოსნია - საქართველო 95-96 2012, 22 აგვისტო, 20:05 საქართველოს ნაკრებმა ბოსნიის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველები მთელი შეხვედრის განმავლობაში სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. პირველ პერიოდში მათმა უპირატესობამ 21 ქულას მიაღწია, მაგრამ არ დანებდნენ ბოსნიელები და გულშემატკივრების შეგულიანებით ეს უპირატესობა მინიმუმამდე დაიყვანეს. ამ დროს საქმეში ჩაერთო ჩვენი გუნდის ნამდვილი ლიდერი ზაზა ფაჩულია, რომელმაც ჯერ ზედიზედ 4 ქულა ჩააგდო, ხოლო შემდეგ შედეგიანი გადაცემა გაუკეთა ვიქტორ სანიკიძეს, რომელმაც იოლი 2 ქულა მოათავსა კალათში. ბოლოს კი გაუვალი ზღუდესავით დადგა დაცვაში და მათ გამარჯვება არ დაანება. აღსანიშნავია რომ საქართველოს ნაკრებმა გუნდური კალათბურთი ითამაშა, ერთბაშად 6 კალათბურთელმა გადალახა 10 ქულიანი ზღვარი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომავალ შეხვედრას 24 აგვისტოს გამართავს. წარმატება ვუსურვოთ ჩვენს ნაკრებს. 20 3-ს მოსწონს
|