საზოგადოება იტალიელმა მილიონერმა სამშობიაროდან გამოწერილ შეყვარებულს მდიდრული სიურპრიზი მოუწყო 2020, 3 ნოემბერი, 17:19 მიმდინარე წლის მაისში 53 წლის იტალიელმა მილიონერმა ჯანლუკა ვაკიმ აღიარა, რომ პირველად ემზადებოდა მამობისთვის. 25 წლის ლამაზმანთან შერონ ფონსეკასთან ურთიერთობის დასაწყისში მოცეკვავე მილიონერი ირწმუნებოდა, რომ ის ჯერ კიდევ არ იყო მზად გვარის გაგრძელებისთვის. როგორც ჩანს, მოდელმა მას აიძულა გადაეხედა ცხოვრებისეული შეხედულებებისთვის. ახლადგამომცხვარი მამა დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა საყვარელი ბავშვის სამშობიარო სახლიდან გამოწერას. ქალიშვილის გაჩენისთანავე, ჯანლუკამ, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში შარონის გვერდით იყო, სიურპრიზის მომზადება გადაწყვიტა. ვაკიმ თავისი უზარმაზარი ქონების მთელი ტერიტორიაზე განათავსა ფიგურები და ვარდისფერი ბუშტები. სახლის შესასვლელთან დამსწრეთა რიგი უკვე ელოდა წყვილს. სხვათა შორის, ბედნიერი მშობლების შინაური ცხოველებიც კი იმპროვიზირებულ ფორმაში იყვნენ ჩაცმულები - საყვარელ ლაბრადორებს ვარდისფერი შარფები ჰქონდათ ყელზე გაკეთებული უმცირეს დეტალებამდე იყო გააზრებული ყველაფერი სასახლეში, სადაც ჯანლუკა ფონსეკას და ახალშობილ ბავშვთან ერთად შევიდა. ყველაფერ ამის დანახვაზე, ახალგაზრდა დედამ ცრემლები ვერ შეიკავა. "კეთილი იყოს შენი მობრძანება, პრინცესა. ჩვენ გვიყვარხარ" - დააწერა ვიდეოს ვაკიმ. 2509 შეფასება არ არის
|