სიახლეები პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება – რა ახალი შეზღუდვები წესდება ქვეყანაში?! 2020, 3 ნოემბერი, 17:15 საკოორდინაციო საბჭოს 3 ნოემბრის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდეს. კერძოდ, 4ნოემბრიდან პირბადის ტარება დახურული სივრცის გარდა, სავალდებულო ხდება ღია სივრცეშიც. კანონის დამრღვევი ფიზიკური პირი 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, თბილისში, მცხეთასა და ბათუმში რესტორნებისათვის დაწესებული შეზღუდვები, რაც 22:00 საათის შემდეგ მუშაობის აკრძალვას გულისხმობდა, გავრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჯიმში იქნება შემდეგ დიდ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, აჭარის რეგიონი, ფოთი, მარნეული, გარდაბანი. კერძო და საჯარო სკოლები 1-დან 12-კლასის ჩათვლით დისტანციურ სწავლებაზე იქნებიან. საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ამ ეტაპზე ლოქდაუნზე საუბარი არ მიმდინარეობს და მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვებით იმოქმედებენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა 20 ადამიანი. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 44 522-ს შეადგეენს, სულ გარდაცვლილია 362 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი. ჯანმრთელობას გისურვებთ! ასევე იხილეთ: პირბადის ტარებისას სათვალე გეორთქლებათ?! – ეს სტატია თქვენთვისაა როგორ დავიზღვიოთ თავი კორონავირუსისგან ავტომობილით მგზავრობისას? – ეს უნდა იცოდეთ! კოვიდ-19-ის ახალი სიმპტომი – აჩლუნგებს თუ არა კორონავირუსი?! 133 3-ს მოსწონს
|