სალათები "მძივები თოვლში" - უგემრიელესი სალათი, ულამაზესი გაფორმებით - იდეა ახალი წლისათვის 2020, 2 ნოემბერი, 14:43 წითელ და თეთრ ფერებში მორთული სალათი "მძივები თოვლში" გამოირჩევა ნათელი, გემრიელი და ლამაზი ფანტელებით, მარცვლებით. განსაკუთრებით უხდება თოვლიანი ზამთრის განწყობას, საახალწლო დღესასწაულს. სალათის შემადგენლობა მარტივია, მაგრამ საინტერესო და ადვილად მზადდება.ინგრედიენტები:200 გრ. მოხარშული ღორის ხორცი (შეიძლება, ლორი, მოხარშული, ან შებოლილი ქათამიც);2 ც. დამარინადებული (მჟავე, დამწნილებული) კიტრი;1-2 მოხარშული სტაფილო;3 მოხარშული კვერცხი;80 გრ. მაგარი ყველი;მარილი - გემოვნებით;შავი ახლადდაფქული წიწაკა - გემოვნებით;მაიონეზი - გემოვნებით;0.5 (ნახევარი ც.) ბროწეულიმომზადების წესი და ეტაპები:1.მოხარშეთ ღორის ხორცი მარილიან წყალში 1-1.5 საათის განმავლობაში, გააცივეთ, შემდგომ დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად, დადეთ თეფშზე პირველ ფენად, ზემოდან წაუსვით მაიონეზისა და წიწაკის ბადე.2. მეორე ფენად გაუშვით პატარა კუბებად დაჭრილი დამარინადებული კიტრი;3.კიტრის ფენას დააყარეთ მოხარშული და გახეხილი სტაფილო, ცოტა მარილი მოაყარეთ, წაუსვით მაიონეზის ბადე;4.მოხარშული კვერცხები გაყავით ცალკე- ცილად, ცალკე - გულებად. გახეხეთ ყველი და კვერცხის გული, აურიეთ, დაამატეთ ცოტა მარილი, მოათავსეთ კვერცხის გულის ფენა სალათის თეფშზე, დახაზეთ მაიონეზის ბადე, ქსელი;5.ბოლო ფენად გაუშვით დახეხილი ცილა ისე, რომ სალათის ზედაპირი მთლიანად დაიფაროს თეთრი ფანტელებით. არ წაუსვათ მაიონეზი.6. ნაზად მორთეთ ბროწეულის მარცვლებით სალათის ზედაპირი, რომ მიიღოთ წითელი მძივების იმიტირებული ვარიანტი.7. ულამაზესი სალათი "მძივები თოვლში" განათავსეთ გრილ ადგილას, 1 საათის განმავლობაში..და შეგიძლიათ, მიირთვათ გემრიელად. :).82 შეფასება არ არის
|