x
image
ლანა92
"წელს სულ სხვანაირ დეკემბერს ველი, უფრო ცივსა და უფრო თოვლიანს.."

image

=====



წელს ველოდები სხვანაირ ზამთარს,

უფრო ცივსა და უფრო თოვლიანს,

როცა ფიფქები ღამეებს ართავს,

გადაათეთრებს ეზოს ყორიანს.

მოირთვებიან მერე ხიდები,

მთლად დედამიწა თეთრია ამ დროს,

ზამთარში როგორ ადრე ბინდდება,

ზამთარში გულიც სხვაგვარად ავდრობს.

დაუგრძელდებათ ღამეებს ყელი,

ქარი სარკმელთან ასტეხს ფორიაქს,

წელს სულ სხვანაირ დეკემბერს ველი,

უფრო ცივსა და უფრო თოვლიანს.

ავტორი: ნანა მეფარიშვილი


0
233
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0