ფოტოგრაფია
მგრძნობელობა ეროტიზმის ზღვარზე: ლეგენდარული ფოტოგრაფის ქეით ბარის შთამბეჭდავი ფოტონამუშევრები
2020, 30 ოქტომბერი, 14:59
1967 წელს ლონდონში, მსახიობისა და მომღერლის ჯეინ ბირკინისა და კომპოზიტორ ჯონ ბარის ბოჰემურ ოჯახში დაბადებული პატარა გოგონა თავიდანვე წარმატებისთვის იყო განწირული.
საოცრად ნიჭიერი ფოტოგრაფი ქეით ბარი ისეთ ცნობილ და პრესტიჟულ მსოფლიოს წამყვან გამოცემებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა - "Vogue", "Elle", "Cosmopolitan", "Madame Figaro", თუმცა პოპულარობამ და წარმატებამ ქალს ბედნიერება ვერ მოუტანა.
2013 წლის 11 დეკემბერს ცნობილმა ფოტოგრაფმა სიცოცხლე თვითმკვლეობით დაასრულა, ხელოვანი საკუთარი საცხოვრებელი ბინის მეოთხე სართულიდან გადახტა. ოჯახთან დაახლოებულ პირთა ცნობით, ის დეპრესიაში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, რომელიც საბოლოოდ, მაინც ვერ დაამარცხა. თავად ხელოვანს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ფოტოგრაფია მისთვის ნამდვილი ხსნა იყო: "დიდი ხნის განმავლობაში ჩემი ფოტოკამერა ჩემთვის მელანქოლიისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება იყო", - განაცხადა ერთ - ერთ ინტერვიუში ქეითმა.
ცნობილ ქალბატონებს შორის კი, რომლებიც ამ ლეგენდარულ ფოტოგრაფს ბოლომდე ენდობოდნენ და მის განსაკუთრებულ, ყველასგან გამორჩეულ ხედვას აღმერთებდნენ იყვნენ - კატრინ დენევი, იზაბელ იუპერი, სოფი მარსო, მონიკა ბელუჩი, ტილდა სუინტონი, ჰელენა ბონემ კარტერი, კარლა ბრუნი, სოფია კოპოლა, შარლოტა გინსბურგი (ქეით ბარის ნახევარ და) და სხვა. ცნობილი სელებრითების გარდა ქეით ბარი ასევე განსაცვიფრებელ პეიზაჟებსაც იღებდა, ხოლო ერთხელ, როდესაც მას საკუთარი თავის ლანდშაფტთან შედარება სთხოვეს, მან ჟურნალისტს ასეთი განსაზღვრება მისცა: "მშვენიერი პატარა ბუჩქი ვარ, რომელიც სადღაც შოტლანდიის ან უელსის ტორფნარებში ცახცახებს". გთავაზობთ ნიჭიერი ხელოვანის ქეით ბარის ყველაზე ექსპრესიულ და შთამბეჭდავ ფოტონამუშევრებს, რომლებიც ისტორიას მისი ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლის შემდეგ შემორჩა.
სოფი მარსო
მონიკა ბელუჩი
კატრინ დენევი
ლეტიცია კასტა
ჰელენა ბონემ კარტერი
კარლა ბრუნი
სოფია კოპოლა
შარლოტა გინსბურგი
იზაბელ იუპერი და ემანუელ ბეარი
ვანესა პარადი
ბეატრის დალი
დაიანა კრუგერი
ქეით ბარი, ავტოპორტრეტი