x
image
_K_
როგორ ჩავიცვათ მდიდრულად და გემოვნებიანად - ეს 9 ხერხი ყველამ უნდა იცოდეს
image

ყველა გოგოს სურს, გამოიყურებოდეს მოდურად. ზოგი ადამიანი გამიზნულად ყიდულობს ძვირიან სამოსს და ჰგონია, რომ მაღალი ფასი კარგი სტილის პირდაპირპროპორციულია. სხვები მოდის ბლოგერების რჩევებს მიჰყვებიან და ყიდულობენ ტანისამოსს ისე, რომ საკუთარი სხეულის ფორმას არ ითვალისწინებენ. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ცნება, როგორიცაა უნივერსალური მოდა. ამიტომაც სამოსის არჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ საკუთარი გემოვნება, შეუთავსოთ ის ფუნქციონალობას და სწორად შეუხამოთ აქსესუარებს. სტატიაში გასწავლით, როგორ შეიმოსოთ მდიდრულად და გემოვნებიანად ზედმეტი ფულის დახარჯვის გარეშე.




შეცვალეთ ღილები.

ცუდმა ღილებმა შეიძლება მთელი ლუქი გაგიფუჭოთ, მაშინაც კი, თუ ქსოვილი მაღალი ხარისხისაა და მოდურად გამოიყურება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღილების გამო ის არ უნდა იყიდოთ. მოსაწონი სამოსის პოვნა ხშირად უფრო რთულია, ვიდრე ღილების გამოცვლა. ამიტომ ნუ დაგეზარებათ დეტალებისთვის ყურადღების მიქცევა, მიიტანეთ ახალშეძენილი ნივთი მკერავთან ან თავად შეცვალეთ ღილები, ეს რთული საქმე ნამდვილად არ არის.

image






კარგად დააკვირდით კომპლექსურ ფერებს.


ფერებს ბევრის თქმა შეუძლია ქსოვილის ხარისხზე. მაგალითისთვის შეადარეთ ჩვეულებრივი მწვანე და ნეონის მწვანე ფერები. თუმცა, ყურადღება უნდა მიაქციოთ ნიუანსებსაც. ალბათ, ქვედა ფოტოზე მარტივად შეამჩნევთ, რომ მარჯვენა ქსოვილი უფრო მდიდრულად გამოიყურება, ვიდრე მარცხენა. რადგანაც ქსოვილზე მონოქრომული ფერების ნარევია, ამას კომპლექსურ ფერებს ეძახიან. ამ შემთხვევაში კომპლექსური ფერი შედგება თეთრი, ნაცრისფერი და შავი ფერებისგან.

image






ყურადღება მიაქციეთ ქსოვილს.

თხელი, ნაქსოვი ზედები, რომელზეც ძაფები მჭიდროდ არაა ერთმანეთთან დაკავშირებული, შესაძლოა გარკვეულ სიტუაციებში მისაღები იყოს, თუმცა, უმეტესად ის უსარგებლოა და გასათბობად ზევიდან კარგი ტექსტურის მქონე ჯემპრის ჩაცმა მოგიწევთ. ამას გარდა, ის იაფფასიანადაც გამოიყურება.

image






დაივიწყეთ პატენტი დიზაინები.

ქარხნული, ხარისხიანი ჩანთა, დიზაინერების ლოგოების გარეშე უფრო ელეგანტურია, ვიდრე აშკარად ყალბი გუჩისა და მაიკლ კორსის ჩანთები. აჯობებს, ტრენდებს არ აყვეთ. უფრო ჭკვიანურია, დიზაინერების სამოსიდან მთავარი დეტალები აიღოთ და მსგავსები იყიდოთ მარკეტზე. გაითვალისწინეთ, რომ მოდის სამყაროში ყალბი ნივთები ძალიან მარტივი შესამჩნევია.

image






სწორად შეარჩიეთ საცვალი.

დაასკვნეს, რომ საცვალი მეორე ადგილზეა, როცა საქმე ქალის ლამაზი სილუეტის წარმოჩენას ეხება. ეს კი სწორი თეთრეულის არჩევაზეა დამოკიდებული. ექსპერტების მიხედვით, ყველაზე შესაფერისი კარგი ქსოვილისგან დამზადებული უნაკერო ტრუსია, რომელიც კაბაზე ხაზებს არ ატყობს, უკანალს მაღლა წევვს და კომფორტული სატარებელიცაა.

image






ნუ შეიძენთ გარდერობისთვის შეუფერებელ ნივთებს.

ზოგი ქალი იმას ყიდულობს, რაც ტრენდულია და ყურადღებას არ აქცევს გარდერობის სხვა ნივთებს. უნდა გახსოვდეთ, რომ მოდა ყოველთვის რაციონალური არ არის. აუცილებელი არაა, ყველა ახალი ტრენდი საკუთარ თავზე დატესტოთ. აირჩიეთ სამოსი თქვენი სტილისა და სხეულის ტიპის მიხედვით და ნუ იყიდით ისეთ რამეს, რაც არ შეგეფერებათ; ასე ყოველთვის ლამაზი და მიმზიდველი იქნებით.

image






შეარჩიეთ კონტრასტული აქსესუარები.

მონოქრომული ლუქი ნამდვილად მოდურია, მაგრამ როცა ასე გაცვიათ, აქსესუარები მაინც უნდა გამოირჩეოდეს. თუ აქსესუარებიც ტანსაცმელს ერწყმიან და მასში "იკარგებიან", ისინი წყვეტენ მთავარი ფუნქციის შესრულებას, რაც ლუქის გალამაზება და პიროვნების გემოვნების ხაზგასმაა. გაითვალისწინეთ ზომებიც - ძალიან პატარა ჩანთა არ უხდება მრავალფენიანი ტანსაცმლის ლუქს, მინიმალისტურ სტილთან კი დიდი ზომის ჩანთა არ გამოდგება.

image






ააწყვეთ გარდერობი ძირითად ნივთებზე.

ჰარმონიული ე.წ. კაფსულის გარდერობის ასაწყობად მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ, თქვენთვის რა არის ძირითადი ნივთები გარდერობში. იქნება ეს კაბა, ბლუზი, ჯინსი, პულოვერი თუ ჩექმა, დარწმუნდით, რომ ის მაღალი ხარისხისაა. დანარჩენი ნივთები შეუხამეთ მას. იყიდეთ ისეთი ტანსაცმელი, რაც თქვენს კარადაში ორ ნივთს მაინც მოუხდება. თუ სამოსს ამ ტექნიკით აირჩევთ, მალევე შეეჩვევით ასე შოპინგს, თქვენს გარდერობში კი თითქმის ყველა ნივთი ერთმანეთს მოუხდება.

image






დაამატეთ აქცენტები 2×2 წესის გამოყენებით.

იმის გარდა, რომ აქსესუარები ხაზს უნდა უსვამდეს ლუქს და არ "იდღაბნებოდეს" მასში, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, როგორ ვამყოფოთ ის ჰარმონიაში სამოსთან. ჩაცმის დროს შეცდომების თავიდან არიდების ყველაზე მარტივი გზა 2×2 წესია. ის ასე მუშაობს: ლუქში აქცენტი უნდა იყოს ფერზე, ტექსტურაზე, ფორმაზე, მეტალის ტიპზე და ა.შ.

ქვედა პირველ ფოტოზე მარტივ მაგალითს ხედავთ - ჩანთის ფერი და ქსოვილი კარგად მიდის ქამართან და ფეხსაცმლის ტყავის ნაწილებთან. მეორე ფოტოზე სქემა უფრო კომპლექსურია - სათვალე ეხამება ქამრის ელემენტებს, სათვალის ფერი - კაბასა და მანიკურს, მეტალის ფერი კი - საათის ფერს. ქუდის ქსოვილი და ტექსტურა, აშკარაა, კარგად მიდის ჩანთასთან. საბოლოო ჯამში, ყველა ეს ელემენტი ერთად გემოვნებიან ლუქს ქმნის.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image


2. როგორ გავარჩიოთ ორიგინალი ტანსაცმელი ყალბისგან - 10 მარტივი ხერხი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image


3. 12 თანამედროვე ეტიკეტის წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image


4. რამდენჯერ შეიძლება ტანსაცმლის ჩაცმა, სანამ გარეცხავთ - ეს უნდა იცოდეთ!

image


5. 15 მაგალითი იმისა, რომ მოდა წრეზე ბრუნავს

image

1
1332
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1332
  
2020, 11 დეკემბერი, 2:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1