ტენდენციები როგორ დავუბრუნოთ სიცოცხლე მოდიდან გასულ ტანისამოსს - 10 მარტივი ხერხი 2020, 6 დეკემბერი, 10:35
მოდა სინათლის სიჩქარით იცვლება და ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს მის მიყოლას. ეს რთულია როგროც მენტალურად, ასევე ფინანსურად. თუმცა, ფაქტი ერთია: თუ საყვარელი სამოსის ტარებას განაგრძობთ, რომელიც მოდაში აღარ არის, 5 ან 10 წლით უფროსი გამოჩნდებით. ამიტომაც გამოსადეგი იქნება ისწავლოთ, როგორ ატაროთ ძველი სამოსი ახლებურად. სტატიაში დაგიმტკიცებთ, რომ ეს შესაძლებელია და მოდიდან გასული სამოსის თანამედროვედ ქცევის 10 ხერხს გასწავლით.
1. მოკლე ქურთუკითხელი, მოკლე ქურთუკის გარედან ჩაცმა მოდიდან გავიდა, თუმცა, თუ მას მოსაცმელს შეუხამებთ, თქვენი ზამთრის ლუქი ნამდვილად მიმზიდველი იქნება.2. მოდიდან გასული მთლიანი კაბაბევრი ადამიანი ინახავს გარდერობში მოდიდან გასულ კაბას და იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ის ისევ პოპულარული გახდება. თუმცა, მისი ჩაცმა უკვე შეგიძლიათ დიდი ზომის სვიტრთან ან შალის ჯემპრთან ერთად. ეს ერთ-ერთი ყველაზე მოდური ლუქია და საშუალო ზომის კაბებისთვის იდეალური ვარიანტია. 3. პანდორას სამაჯურებისულ რამდენიმე წლის წინ პანდორას სამაჯურები ძალიან პოპულარული იყო. თითქმის ყველა მოდური გოგოს ხელზე შენიშნავდით მას. თუმცა, სწორედ იმიტომ, რომ უნიკალურად აღარ მიიჩნეოდა, გავიდა მოდიდან ასეთი სამაჯურები. დიდი ალბათობით, ყოველი ჩარმი ვიღაცის ნაჩუქარია და რაღაც მნიშვნელოვანის სიმბოლოა, ამიტომაც გვესმის, რომ მასთან გამომშვიდობება რთულია. გთავაზობთ ასეთ გამოსავალს: გამოიყენეთ სამაჯურის ჩარმები ყელსაბამად!4. თხელი ყელიანი სვიტერიმოტკეცილი სვიტერი დიდი ზომის ტანსაცმლის თანამედროვე სამყაროში არც ისე მოდურია. თუმცა, თუ მას ლუქის ერთ-ერთ ელემენტად გამოიყენებთ, როგორც ქვემოთ მოცემულ ფოტოზეა, მას სულ სხვანაირი იერი ექნება. ზამთარში ზაფხულის კაბის მორგებასაც კი შეძლებთ, თუ მის შიგნით სვიტრს ჩაიცმევთ. გარდა იმისა, რომ თბილია, ასეთი ლუქი მოდურიც არის.5. თხელი პერანგითანამედროვე სამყაროში თხელი პერანგებიც აღარ არის მოდური, თუმცა, თუ მას სვიტერის შიგნით ჩაიცმევთ, იერს შეიცვლის. შეგიძლიათ, მარტივად შექმნათ მოდური "მრავალფენიანი" ლუქი იმ ტანსაცმლით, რომელიც უკვე გაქვთ გარდერობში.6. თხელი ჟაკეტითხელი ჟაკეტების ნაცვლად, ახლა მოდაში დიდი ზომის სამოსია. თუმცა, თუ ჟაკეტს ქამარს დაუმატებთ, მას სულ სხვანაირი შესახედაობა ექნება. არ დაგავიწყდეთ მკლავების აწევაც უფრო მოდური იერისთვის.7. მოდიდან გასული ჯინსის ჟაკეტიროგორც სხვა ჟაკეტები, ჯინსის თანამედროვე ჟაკეტსაც დიდის შესახედაობა უნდა ჰქონდეს. თუ მას სხვა რამის შიგნით ჩაიცმევთ, ის კვლავ მოდური იქნება. ჯინსის თხელ ქურთუკს უხდება ჯინსის შარვალი, ჩვეულებრივი მოსაცმელი ან ბეწვის მოსასხამი.8. მოტკეცილი ჯინსებიჯინსის ყველაზე პოპულარული მოდელიც კი გავიდა მოდიდან. პირველ რიგში, მოტკეცილი შარვალი ყველას არ უხდებოდა; გარდა ამისა, ის ზედმეტად პოპულარული გახდა და ადამიანები დაიღალნენ მისით. თუმცა, ფაქტია, რომ დღეს ჯინსის მოტკეცილი შარვალი უამრავ ადამიანს აქვს გარდერობში. სწორედ ამიტომ გთავაზობთ მის ჩაცმას სხვანაირად - მოირგეთ ის დიდი კაბის ქვეშ. ეს ერთ-ერთი უკანასკნელი მოდური ტრენდია.9. მოდიდან გასული ფეხსაცმელითუ თქვენს ფეხსაცმელს პატარა ცხვირი და ქუსლი აქვს, მისი "გადარჩენა" შესაძლებელია შლაქსებში დამალვით. ამ ხერხით შეძლებთ მოდიდან გასული ფეხსაცმლის გამოყენებას, თანაც გამოჩნდებით უფრო მაღალი და გრძელფეხება.10. მოკლე თრენჩის პალტოდღეს საშუალო სიგრძის მოსაცმელებია პოპულარული და არა - მოკლე თრენჩის პალტო. თუმცა, თუ მას დიდ კაბებთან ატარებთ, კაბა პალტოს ლოგიკურ გაგრძელებად გამოჩნდება და დღევანდელ მოდის სტანდარტებს მოერგება.ასევე დაგაინტერესებთ:1. 12 მოდური სამოსი, რომელიც სინამდვილეში ძალიან არაკომფორტულია 2. შუა საუკუნეების ტრენდები, რომელთა დაბრუნებას არავინ ელოდა 3. ცნობილები, რომლებმაც ძველი კაბები გააცოცხლეს - 18 ფოტო 4. 14 მოდური სამოსი, რაც ნებისმიერი ასაკის ქალს მიმზიდველს გახდის 5. რომელს უფრო უხდება? - ცნობილი დიზაინერების კაბები მოდელებსა და სელებრითებზე 279 2-ს მოსწონს
|