კაბები რომელს უფრო უხდება? - ცნობილი დიზაინერების კაბები მოდელებსა და სელებრითებზე 2019, 27 ნოემბერი, 11:16 ![]() სტატიაში წარმოგიდგენთ 20+ პოდიუმის კაბას, რომელიც ცნობილმა მომღერლებმა და მსახიობებმა ჩაიცვეს. ბოლოს კი თქვენ თავად გადაწყვიტეთ, რომელს უფრო უხდება ის - იდეალური სხეულის ფორმების მქონე მოდელს თუ ჩვეულებრივი ფორმების მქონე სელებრითს? 1. კრისტიან დიორი / ჯენიფერ ლოურენსიმსახიობმა (და მისმა სტილისტმა) კარგად იცის, რა არის მოდა. ბიუსჰალტერის ადგილის ოდნავ შეცვლამ და ქამრის დამატებამ კაბა უფრო გლამურული გახადა.![]() 2. კრისტიან დიორი / ჯენიფერ ლოურენსიცნობილი კაბა, რომელსაც მსახიობი ოსკარის აღების დროს ატარებდა, მოდელზე უფრო უღიმღამოდ გამოიყურება. ასევე, კარგია, რომ ჯენიფერმა გადაწყვიტა, მსგავსი თავსაბურავი არ გაეკეთებინა. ![]() 3. რალფ & რუსო / პენელოპე კრუზიპენელოპე კრუზი ერთ-ერთი იმ სელებრითთაგანია, რომელსაც წარსულში მოდასთან დაკავშირებული "ჩავარდნები" არ ჰქონია. ეს თამამი კაბა მსახიობზეც ისევე კარგად გამოიყურება, როგორც მოდელზე.![]() 4. თიერი მაგლერი / კიმ კარდაშიანიკიმი ცნობილია თავისი სავსე ფორმებით, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაბის ზედა ნაწილი მასზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე გამხდარ მოდელზე.![]() 5. ჟან-პოლ გოტიე / კიმ კარდაშიანითითქოს ეს კაბაც მეტად ეროტიკულად გამოიყურება კიმის ტანზე. თქვენ რომელი უფრო მოგწონთ?![]() 6. მარკიზ ალმეიდა / რიანამომღერალი ცნობილია მოდისადმი სიყვარულით. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ერთი შეხედვით უცნაური სამოსი მასზე საკმაოდ მოდურად გამოიყურება. თქვენ ჩაიცმევდით ამ იასამნისფერ ბეწვის პალტოს?![]() 7. კრისტიან დიორი / რიანაეს ექსტრავაგანტული მოსაცმელი მომღერალზე უფრო მიმზიდველად გამოიყურება. გვეთანხმებით?![]() 8. ჯამბატისტა ვალი / რიანარიანას ეს ცნობილი კაბა მოდელზე რთულად საცნობია. თქვენი აზრით, რომელს უფრო უხდება?![]() 9. რალფ & რუსო / ჯენიფერ ლოპესიმიმზიდველი ჯეილო არასდროს ყოფილა ცნობილი სიგამხდრით. ქვევით მოცემული ლუქი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კაბები გამხდარ მოდელებზე ყოველთვის უკეთესად არ გამოიყურება.![]() 10. გუჩი / სელმა ჰაიეკიეს მიმზიდველი მექსიკელი მსახიობიც არასდროს გამოირჩეოდა სიგამხდრით და თავისი ფორმებით ამაყობს კიდეც. ის განსხვავებული დიზაინის ტანსაცმელს ირჩევს და გაბედულად იცმევს კაბებს, რომლებიც პირველად გამხდარ მოდელებზე გამოჩნდა.![]() 11. ზუჰეირ მურადი / ქრისი თეიგენიქრისი სხეულის ფორმებით გამორჩეულია ჰოლივუდში. შეხედეთ, როგორ უხდება მას ეს თეთრი კაბა.![]() 12. ჯულიენ მაკდონალდი / კრისტენ რიტერიამ შემთხვევაში მსახიობის ფორმები ახლოსაა მოდელისასთან, მაგრამ განსხვავებული პომადის ფერითა და ფეხსაცმლით, კრისტენზე კაბა მაინც სხვანაირად გამოიყურება.![]() 13. ზუჰეირ მურადი / ნიკოლ კიდმანინიკოლი მაღალია და მოდელთან ახლოს მყოფი ფორმები აქვს, მისი წელი მოდელისაზე წვრილიც კი არის. თქვენი აზრით, ეს კაბა ვის უფრო უხდება?![]() 14. მარკ ჯეიკობსი / რიტა ორამომღერალს კაშკაშა და მოულოდნელი ტანსაცმელი მოსწონს. ეს ბუმბულებიც კი მას განსაკუთრებულ იერს სძენს.![]() 15. ზუჰეირ მურადი / კეტრინ ზეტა-ჯონსიმსახიობი ყოველთვის ამაყობდა საკუთარი ქალური ფორმებით. 50 წლის ასაკშიც კი ის ისევ იცმევს გახსნილ კაბებს და მოდელზე უკეთესადაც გამოიყურება.![]() 16. ოსკარ დე ლა რენტა / მარგო რობიამ ლამაზმა მსახიობმა მოახერხა, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი კაბა ნამდვილ ჰიტად გადაექცია.![]() 17. შანელი / მარგო რობიმარგოს თამამი და "მყვირალა" კაბების არჩევაში ნამდვილად კარგი გემოვნება აქვს.![]() 18. ალექსანდრე ვატიე / ლუსი ლიუმსახიობმა კაბას მეტი შარმი შესძინა. თქვენი აზრით, რომელს უფრო უხდება?![]() 19. ბალმეინი / ქეითი პერიქეითის ძალიან მოსწონს უცნაური კაბები. თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ ეს ერთი შეხედვით სასაცილო კაბა წითელ ხალიჩაზე ასეთი ეფექტური იქნებოდა?![]() 20. ბალმეინი / ბიონსებიონსე საკმაოდ თავდაჯერებულია და ექსტრავაგანტული კაბების არჩევას არ ერიდება.![]() 21. ბალმეინი / ბიონსემართალია, მომღერლის ფიგურა მოდელისგან რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მას ეს კაბა ნაკლებად უხდება.![]() თქვენი აზრით, ეს კაბები მოდელებს უფრო უხდებათ თუ სელებრითებს? გაგვიზიარეთ♥ ასევე დაგაინტერესებთ:1. რომელ სუნამოებს ირჩევენ ყველაზე წარმატებული ქალები 2. ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 3. არასტანდარტული გარეგნობის მოდელები, რომლებმაც სტერეოტიპები დაამსხვრიეს ![]() 1694 4-ს მოსწონს
|