საზოგადოება „ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლამდე ვერ შევძლებთ!“, „პანდემია მხოლოდ ახლა იწყება“ 2020, 29 ოქტომბერი, 1:19 აშშ-ის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ვაქცინის შექმნის მიუხედვად მსოფლიო, ცხოვრების ჩვეულ რიტმს კიდევ 2 წელი ვერ დაუბრუნდება. „დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე თვეში გვექნება. თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ, ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას მომავალი წლის ბოლომდე ან 2022 წლამდე სავარაუდოდ, ვერ შევძლებთ“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ. ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 8 778 680 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 226 711 ადამიანი. . „თუკი ქვეყნები ხელთ არსებულ საშუალებებს სწორად გამოიყენებენ, კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო მალე დაძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის დიდხანს იარსებებს“, – ამის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. .
მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში გახდება. ცნობისთვის, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.
.
„შარიტეს“ საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის განყოფილების დირექტორიs, პროფესორ ქრისტიან დროსტენის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია მხოლოდ ახლა იწყება. დროსტენის მოსაზრებით, გერმანია მომავალი თვეებისთვის უნდა მოემზადოს. აუცილებელია პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება.
.
„ჩვენ სწორედ იგივე გავაკეთეთ, რაც სხვა ქვეყნებმა, იგივე მეთოდებით მოვახდინეთ რეაგირება და არაფერი უკეთესად არ გაგვიკეთებია. ჩვენ უბრლოდ ადრე მოვემზადეთ. ეხლაც ასევე უნდა მოვიქცეთ და სხვა ქვეყნებს დავაკვირდეთ“, - ამბობს დროსტენი.180 შეფასება არ არის
|