სხვა
ჯასტინ ფლომი, ბიჭი რომელმაც ცოლი მოხერხებულად გააცურა გახდა ბლოგერი მილიონზე მეტი ხელმომწერით
2020, 28 ოქტომბერი, 19:13
ყველას გვქონია ცხოვრების მანძილზე თუნდაც ერთი შემთხვევა, როცა ან ოკახის წევრი ან სამეგობრო ან თანამშრომლები გაგვიცრუებია, რასაც მერე საერთო მხიარულება მოჰყოლია.
სწორედ ასეთი შემთხვევის წყალობით გახდა ჯასტინ ფლომი ცნობილი და პოპულარული, მის მიერ საკუთარი ცოლის მოტყუების ფოტო და ვიდეო მასალამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და ფლომს, რომელიც ბლოგერია მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ფლომის "ინსტაგრამ" გვერდზე აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეოს 3 დღის მანძილზე რეკორდული 49 მილიონი ნახვა დაუგროვდა.
ახლა კი გაგაცნობთ თანმიმდევრულად სურათების დახმარებით თუ როგორ გააცურა ჯასტინმა მეუღლე.
ჯასტინმა აიღო ხის ნაჭერი, აიღო სამშენებლო პისტოლეტი, რომელიც გამოიყენება ხის და მუყაოს სამაგრის დასაჭედებლად ("სკობი").
აღნიშნულ ხის ნაჭერზე სანახევროდ ჩაარჭო სამაგრი, რომელსაც მეორე მხარეს სამაგრის ნაწილი მოაშორა რათა თითის დასადებად ადგილი თავისუფალი ჰქონოდა.
სამაგრს წაუსვა წითელი ფერის საწებელი.
თვალების უპესთან ახლოს წაისვა გელი, რომელიც მენთოლს შეიცავს და ცრემლდენას იწვევს.
წითელი საწებლით შეღბილი თითი ამოუდო სამაგრს, ყველაფერი მზადაა მეუღლის გასაცურებლად.
დადგა დრო როცა ჯასტინმა მეუღლეს უხმო დასახმარებლად მოსულიყო და მოეტანა მკვნეტარა.
მეუღლეც მოვიდა, მოიკრიფა მთელი ძალა რათა დახმარებოდა ქმარს.
ცოლი ისეთი მოწადინებულია ქმარს დაეხმაროს, რომ ვერც კი ამჩნევს თუ როგორ გაინთავისუფლა ქმარმა თითი და გულმოდგინეთ ცდილობს სამაგრის გადაჭრას.
დადგა დრო როცა აფორიაქებული მეუღლის დასამშვიდებლად.