საზოგადოება "არჩევნებს არეულობა მოყვება" - ვალერი კვარაცხელია 2020, 27 ოქტომბერი, 19:56 "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!" შედარებით მშვიდი ცხოვრების სამი დღე დაგვრჩა, არჩევნების დღეს კი ყველაფერი აირევა.
წუხელ "მთავარ არხზე" გამოვიდა ბ-ნი ელდარ გოგოლაძე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობაში ამხილა.
ელდარ გოგოლაძე საბჭოთა უშიშროების კადრია, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ (როგორც თითქმის ყველა დანარჩენი) ცრუ-ს კლანჭებში მოექცა.
იგი, არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, რა თქმა უნდა, საკუთარი ინიციატივით არ გამოჩენილა ეთერში. მისი ხელით ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ივანიშვილს მძიმე დარტყმა მიაყენეს, რათა მან იგრძნოს, რომ საქართველოში ცვლილებების დროა, თუ არადა, რევოლუცია და მისი ჯანი - აი, ბიძინას რომ ძალიან მოსწონდა "ვარდების რევოლუცია", რომელიც თვითონ დააფინანსა, იმისი მსგავსი, ოღონდ ახლა უკვე მის წინააღმდეგ.
ამერიკელები რუსეთის ირგვლივ ერთიმეორის მიყოლებით აფეთქებენ სიტუაციას - ბელარუსი, ყირგიზეთი, ყარაბახი... ახლა, აგერ საქართველოს ჯერი დადგა.
ამიტომ, არჩევნებს არეულობა მოჰყვება.
ეს გარდაუვალია!
ამისთვის შეანახინეს ბიძინას ეს დამნაშავე ნაცხროვა მთელი რვა წელიწადი.
ბიძინას დასაკლავი დანა ბიძინასვე გაალესინეს.
ჭირსაც წაუღია მათი თავი, მაგრამ აქ ძალიან დიდი საშიშროებაა გლობალური სამოქალაქო დაპირისპირებისა.
საქართველო პოლიტიკურ კლანებად და სექტებადაა დაყოფილი - ზვიადისტები, მიშისტები, ბიძინისტები და სხვა ათასი უბედურება;
ცალკე პრობლემაა საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით დაყოფა - პროამერიკელები და პრორუსები;
არის მენტალური დაყოფაც - დასავლური ღირებულებების მოტრფიალენი და ეროვნული ღირებულებების დამცველები;
არის რელიგიური დაყოფაც - მართლმადიდებლობის მტრები და მისი დამცველები.
ერთი სიტყვით, საზოგადოება მრავალი ნიშნითაა გახლეჩილი და დაქსაქსული.
ამიტომ, აქ თუ ვითარება აირია, არ არის გამორიცხული, რომ სიტუაცია მთლიანად აფეთქდეს..
ასე, რომ წინ შედარებითი სიმშვიდის სამი დღე გვაქვს. მერე კი... მერე, ვნახოთ, "სიკვდილამდე ვის მოუკლავს, თავი კაცსა მეცნიერსა, რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!" (შოთა).
"რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!" (ილია).
ვ. კვარაცხელია
27.10.2020
368 1-ს არ მოსწონს
|