საზოგადოება ნარკომანია, ისევე როგორც ,,კოვიდი" და ,,პირბადის ტარება” სავალდებულო გახდა?!- ყოფილი ძალოვანი 2020, 27 ოქტომბერი, 13:37 "არც ვიცი როგორ მოგმართო, რომელიმე “გენდერს” რომ არ ეწყინოს, -“ქალბატონო”...? -თუ “ბატონო” სახელმწიფოვ...! თორემ, “ქვეყანა” ვინ არის და რა საზღვრების ფარგლებში, ეს შენზე კარგად ვიცი!
-რა არის ეს! -ნარკომანია, ისევე როგორც “კოვიდი" და “პირბადის ტარება” სავალდებულო გახდა?!
-ქალაქის არაერთ უბანში, “დინამო სტადიონთანაც”, ყოველდღე, “სამსახურებრივი განრიგის” მსგავსად, დილიდან იწყება და დაღამებამდე გრძელდება ნარკომომხმარებელთა შეკრებები, ნარკოტიკების “აღება” და მთელი უბნის მცხოვრებთა, -ქალების, ბავშვების თვალწინ, ჯგუფურად მოხმარება...
გუშინ საღამოსაც, -ცაბაძის, წინამძღვრიშვილის და აბასთუმნის ქუჩის ეზოში, ელექტროკიოსკის წინ, საათზე მეტი ხნის მანძილზე, მორიგი “ნარკოფართი” გაიმართა.
-“კოკაკოლას” ბოთლებით “ათრიაქებდა” და “ბოლაობდა”, უბნის არამაცხოვრებელი, “ბაზარ-ვაგზალ-სტადიონიდან” შემოხეტებული სხვა და სხვა ასაკის, 23 “ქეში”...
-ქალბატონო თუ ბატონო სახელმწიფოვ! -ნუ წამლავ ჩემი შვილების ცნობიერებას და სიცოცხლეს! -მიხედე საქმეს!
შენი დანიშნულება მხოლოდ ჯარიმების და ხარკის აკრება... -არ არის!
მიხედე საქმეს! -თორემ, სანამ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, მივხედავ მე..." - წერს ყოფილი ძალოვანი მიშა იოსელიანი
399 შეფასება არ არის
|