პოეზია "ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია.." 2020, 26 ოქტომბერი, 13:52 რომელი საათია?ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა,გულში მწუხარებამ ღამე გაათია...მაინც არ მასვენებს მწარე სინანული -რომელი საათია? რომელი საათია?ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,მთელი შემოდგომა თავზე დამათია.ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება?რომელი საათია? რომელი საათია?სამის, შეიძლება, არის მესამედი,მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე-რომელი საათია? რომელი საათია?ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -რომელი საათია? რომელი საათია?ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარითითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!რომელი საათია? რომელი საათია?იყო შარლ ბოდლერი: "მწარე და ძვირფასითრობის საათია, ღვინის საათია!"ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე -რომელი საათია?გალაკტიონ ტაბიძე 138 შეფასება არ არის
|