ვარსკვლავები XX საუკუნის ცნობილი მალაზმანები, რომლებმაც პლასტიკური ოპერაციები გაიკეთეს 2020, 26 ოქტომბერი, 12:39 23 ოქტომბერს პლასტიკური ქირურგიის დღე აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 1814 წელს ლონდონში ქირურგმა ჯოზეფ კარპიუმ ვეროპაში პირველი პლასტიკური ოპერაცია ჩაატარა. სწორედ ამასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ XX საუკუნის ცნობილ ლამაზმანებს, რომლებსაც პლასტიკური ოპერაციები ჰქონდათ გაკეთებული.
ჰედი ლამარი ჰედი ლამარი ჰოლივუდის ოქროს ხანის ნამდვილი ქალღმერთია. სწორედ ის იყო დისნეის ფიფქიას ერთ-ერთი პროტოტიპი და ასევე რეჟისორ მელ ბრუკსის მუზა, რომელმაც DC სტუდიისთვის ქალი-კატა შექმნა. ასევე ის იყო პირველი მსახიობი ქალი, რომელმაც პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა და აღიარა ეს. მსახიობმა გაიკეთა სახის პლასტიკა, შეიცვალა ცხვირის ფორმა, გაიდიდა ტუჩემი და “შეჯდა" ბოტოქსზე. ქალს იმდენად უნდოდა ახალგაზრდობის შენარჩუნება, რომ ბუნებრიობა სრულიად დაკარგა.
მერილინ მონრო დღესაც კი აქტიურად განიხილავენ მერილინ მონროს პლასტიკურ ოპერაციებს, მართალია თვითონ მსახიობს არ უღიარებია, მაგრამ მისი გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ გაირკვა, რომ პლასტიკურ ოპერაციას მაინც მიმართა. 2010 წელს Julien's ის აუქციონმა გასაყიდად გამოიტანა მონროს რენტგენის ფოტოსურათები და სხვადასხვა სამედიცინო დოკუმენტაცია, საიდანაც გაირკვა, რომ მსახიობს ნიკაპში იმპლანტი ჰქონდა ჩადგმული ფორმის შესაცვლელად. ასევე გაირკვა ისიც, რომ ქალმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ქირურგს ისევ მიმარტა იმპლანტის შესაცვლელად, რადგან თვლიდა რომ მან ფორმა დაკარგა და განახლებას საჭიროებდა.
ელიზაბეტ ტეილორი ელიზაბეტ ტეილორმა თავისი პირველი პლასტიკური ოპერაცია 20 წლის ასაკში გაიკეთა, იმავე ქირურგთან, რომელსაც თაის დროზე მერილინ მონრომ და ნატალი ვუდმა მიმართეს. ბიოგრაფმა რენდი ტარაბორელიმ თავის წიგნში ახსენა ტეილორის ოპერაციები, მათ შორის იყო სახის ოვალურობის პლასტიკა, ლიპოსაქცია, ქუთუთოების პლასტიკა იოგების გაახალგაზრდავებაც კი.
მარლენ დიტრიხი ამბობენ, რომ მსახიობმა რამდენიმე კბილი ამოიღო ფესვებიანად, რათა ჩავარდნილი ლოყების ვიზუალი მიეღო. მართალია მსახიობს ეს ფაქტი არასოდეს უღიარებია, მაგრამ ცვლილებები სახეზეა.
რიტა ჰეივორტი 1940 იანი წლების ჰოლივუდის სექს-სიმბოლომ პლასტიკურ ოპერაციებს მიმართა. თავიდან ქალს მუქი ფერის თმა, დაბალი შუბლი და მუქი ფერის კანი ჰქონდა ესპანური წარმომავლობის გამო. მსახიობი მთელი წლის განმავლობაში იკეთებდა ელექტროლიზის საშუალებით შუბლის ხაზს, რატა ოდნავ ზევით აეწია ის. პროცესი კი საკმაოდ მტკივნეული იყო. ამის სემდეგ თმა შეიღება ჟღალად და კანი გაითეთრა.
კარმენ მირანდა
ქალმა პლასტიკური ოპერაცია ირველად 1943 წელს გაიკეთა, როცა უკვე საკმაოდ ცნობილი იყო. მას არასოდეს მოსწონდა თავისი ფარტო ცხვირი, ამიტომაც მის შესაცვლელად ქირურგს მიმართა მაგრამ შედეგიტ უკმაყოფილო დარჩა, ამიტომ 1 წლის შემდეგ მეორე ოპერაცია გაიკეთა სენტ-ლუისში, ოპერაციის შემდგომმა ინფექციამ მისი სიცოცხლე კინაღამ შეიწირა. მსახიობი მ გამოცდილებამ არ შეაშინა და შემდეგ უკვე სახის პლასტიკა გაიკეთა. ექიმის შეცდომის გამო მას სახეზე მუდმივად გაოცებული გამომეტყველება შერჩა.
ლანა ტერნერი როგორც ამბობენ, ლანამ 60 წლის ასაკში მიიტანა თავისი ფოტოსურათი პლასტიკურ ქირურგთან, სადაც 27 წლის იყო და თქვა, რომ ოპერაციის შემდეგ სწორედ ასე უნდოდა რომ ყოფილიყო. ოპერაციის შემდეგ ქალი რა თქმა უნდა ისევ 27 წლისას არ დაემსგავსა, მაგრამ შესამჩნევად გაახალგაზრდავდა.
მერი პიკფორდი ახალგაზრდა მსახიობს ჰოლივუდში საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა, მაგრამ ტრაგიკულად დასრულდა. 35 წლის ასაკში მიმართა პლასტიკურ ქირურგს სახეზე ნაოჭების გასასწორებლად. ოპერაციის შემდეგ მართალია ნაოჭები გაქრა, მაგრამ სამაგიეროდ მიმიკა “გაიყინა". ქალს აღარ შეეძლო გაეღიმა, ან სხვა ემოცია გადმოეცა, რადგან პროცესის დროს ექიმმა მისი სახის ნერვი დააზიანა. სწორედ აქ დასრულდა მისი სამსახიობო კარიერაც. 100 შეფასება არ არის
|