x
image
intermedia.ge
Mediator image
"გიას ნახვა იშვიათობა გახდა... ვცდილობ მაქსიმალურად შევითავსო საოჯახო საქმეები" - რა დაუმალა ოჯახს თაკო ტაბატაძემ და რა სიახლეა მის კარიერულ ცხოვრებაში?
image


თაკო ტა­ბა­ტა­ძე ოთხი გო­გო­ნას დე­დაა, მაგ­რამ იდე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ას­წრებს ყვე­ლა­ფერს, თა­ვის მოვ­ლას, სწავ­ლას, გა­და­ღე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. წარ­სულ­ში მო­ცეკ­ვა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გია ბა­ღაშ­ვილ­ზე და­ო­ჯა­ხე­ბით გახ­და, თუმ­ცა ახლა მის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი სი­ახ­ლეა. გახ­დეს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი - ამ ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბას­თან უკვე ძა­ლი­ან ახ­ლოს დგას. იღე­ბენ სე­რი­ა­ლებ­ში, ჩა­ა­ბა­რა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და რაც მთა­ვა­რია, წინ დიდი გეგ­მე­ბი აქვს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია რომ მი­ზანს აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს...


- თაკო, გუ­შინ უმ­ცროსკლა­სე­ლე­ბის­თვის სწავ­ლა გუ­შინ და­ი­წყო, თქვე­ნი გო­გო­ნე­ბის ემო­ცი­ებ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით...


- ჩვე­ნი დილა დიდი მხი­ა­რუ­ლე­ბით და­ი­წყო. ჩემი ორი უფ­რო­სი გო­გო­ნა სკო­ლა­ში წა­ვიყ­ვა­ნე, თუმ­ცა ოთხი­ვე ჩარ­თუ­ლი იყო მზა­დე­ბა­ში. ვი­ნა­ი­დან გია თბი­ლის­ში არ არის, მე ვი­კის­რე ეს მი­სია ჩემს უმ­ცროს შვი­ლებ­თან ერ­თად. ძა­ლი­ან მო­ე­ნატ­რათ მე­გობ­რე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი. პა­ტა­რე­ბი გულ­და­წყვე­ტი­ლე­ბი წა­მო­ვიყ­ვა­ნე ჩვენ რა­ტომ არ გვაქვს ბა­ღიო. აი, ასე შე­აყ­ვა­რა პან­დე­მი­ამ ჩემს შვი­ლებს სკო­ლა და ბაღი. (იცი­ნის)



image


image


- თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით, რო­ოგრც ვიცი, ბევ­რი სი­ახ­ლე გაქვთ...


- მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა და გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა ეს წელი მა­ინც და­დე­ბი­თად და­მა­მახ­სოვ­რდე­ბა, რად­გან ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბა მოხ­და. გავ­ხდი კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრი და პან­დე­მი­ის გამო დღემ­დე ვე­ლო­დე­ბი ჩემს ნა­ნატრ წი­თელ დიპ­ლომს (იცი­ნის). გარ­და ამი­სა, ჩა­ვა­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლოს შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, დრა­მის ფა­კულ­ტეტ­ზე, სა­შემ­სრუ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამის შე­სა­ხებ ჩემ­მა მშობ­ლებ­მაც კი არ იცოდ­ნენ, მხო­ლოდ შვი­ლებს გა­ვან­დე სა­ი­დუმ­ლო. ჩემი გო­გო­ნე­ბი დიდი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდნენ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და სა­ოც­რად მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ გა­მოც­დის­თვის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში. პა­ტა­რე­ბის მოვ­ლა­ში აქ­ტი­უ­რად იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მე რომ მშვი­დად მე­მე­ცა­დი­ნა.

image
- სე­რი­ალ­შიც გა­მოჩ­ნდით, რო­გორ მოხ­ვდით "დიდი ოჯახ­ში"?


- ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და რო­დე­საც შე­მომ­თა­ვა­ზეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო ამ სე­რი­ალ­ში. ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბაა, რო­დე­საც ასე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გვერ­დზე გი­წევს მუ­შა­ო­ბა. ამას წინ უძღვო­და უცხო­ურ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლის მე­ო­რე სე­ზო­ნის გა­და­ღე­ბა ამ ეტაპ­ზე პან­დე­მი­ის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა, დიდი იმე­დი მაქვს, რომ გა­და­ღე­ბე­ბი მალე გა­ნახ­ლდე­ბა.


image


image


- შე­გიძ­ლი­ათ დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვიყ­ვეთ ამ გა­და­ღე­ბებ­ზე?


- ეს იყო უცხო­უ­რი პრო­ექ­ტი, მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი სე­რი­ა­ლი. გა­და­ღე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. იგეგ­მე­ბო­და Neflix ზე მისი გაშ­ვე­ბა და მე­ო­რე სე­ზო­ნის გა­და­ღე­ბა, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გამო შე­ფერ­ხდა.


- ინფლუ­ენ­სე­რიც ხართ და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­სტაგ­რამ გვერ­დი გაქვთ...


- დიდი მად­ლო­ბა, მი­ხა­რია თქვე­ნი შე­ფა­სე­ბა. ვი­ნა­ი­დან მუდ­მი­ვად მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­დავ­წყვი­ტე ეს აქ­ტი­ვო­ბაც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­მე­თავ­სე­ბი­ნა. ამ ეტაპ­ზე ვე­ლო­დე­ბი სა­ზღვე­ბის გახ­სნას, რად­გან, რა­მო­დე­ნი­მე უცხო­უ­რი ბრენ­დის­გან მი­ვი­ღე სა­რეკ­ლა­მო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლის გა­და­ღე­ბე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ ერთ კვი­რას გას­ტანს.


- ვიცი, რომ მე­უღ­ლე ძა­ლი­ან გეხ­მა­რე­ბათ, თუმ­ცა მა­ინც რო­გორ ას­წრებთ ამ­დე­ნი შვი­ლით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რით, მუდ­მი­ვად კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ?


- დიდი მად­ლო­ბა. ჩემ­თვის ის ფაქ­ტი, რომ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა შვი­ლე­ბის­თვის სა­სი­ხა­რუ­ლოა უდი­დეს სტი­მულს მაძ­ლევს. რო­დე­საც მათი საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ა­ლი­დან და­მი­რე­კეს, არა­ფე­რი ვუ­თხა­რი. ერ­თად ვის­ხე­დით და ვუ­ყუ­რებ­დით. ჩემ­მა გა­მო­ჩე­ნა მათ­თვის ისე­თი სი­ურპრი­ზი იყო სი­ხა­რუ­ლის­გან ხტუ­ნავ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ზი­კურ ფორ­მას, მე და ჩემი გო­გო­ნე­ბი ვცეკ­ვავთ, რაც ჩემ­თვის უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან ერ­თად ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­ცაა... განაგრძეთ კითხვა <<<



0
625
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
625
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0