x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
როგორ ერთობოდნენ ბრუნეის მმართველი და მისი ძმა (ჰარამხანა, აუქციონი, სასამართლო) გაგრძელება

image(გაგრძელება)

ქალები ვალდებული არიან ძმების ნებიმიერი სურვილი შეასრულონ

ბრუნეის სულთანმა, ჰასანალ ბოლკიაჰმა, რომელიც დიდი მორწმუნეობით არ გამოირჩევა, მოულოდნელად სულთანათში ისლამური სიწმინდეების განმტკიცება დაიწყო: მან ქრისტიანებს აუკრძალა სახალხოდ რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა. მსოფლიოში ამან დიდი გაკვირვება გამოიწვია, რადგან თვითონ სულთანი გამუდმებით არღვევს ისლამის მოთხოვნებს. ცხრა წლის წინ ჟურნალმა Vanity Fair ჰასანალს და მის უმცროს ძმას, ჯეფრის, "სიამოვნებებზე მუდმივი მონადირეები" უწოდა.

იმაზე, თუ რიგორ ცხოვრობენ და ერთობიან ბრუნეის მმართველი და მისი ძმა, მსოფლიომ 1992 წელს, ყოფილი მის აშშ, შენონ მარკეტიგისგან შეიტყო.

imageშენონ მარკეტიგი

ამერიკელის მონაყოლით, დასაქმების სააგენტოში მას შესთავაზეს ბრუნეის ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობა, დღეში 3 ათასი დოლარის ანაზღაურებით. თუმცა ბრუნეიში ჩასულს, ამის ნაცვლად მას აიძულებდნენ საღამოს ათი საათიდან ღამის 3 საათამდე კერძო დისკოთეკაზე ეცეკვა, აიძულებდნენ აგრეთვე ნარკოტიკების მიღებას და ექცეოდნენ როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს. სხვათაშორის, შენონის თქმით, ბოლკიაჰების ჰარემზე წელიწადში 100 მილიონი დოლარი იხარჯებოდა.

1997 წელს მან სასამართლოს მიმართა და ძმებისგან 90 მილიონი მოითხოვა, დაადანაშაულა რა ისინი იმაში, რომ ქალს სექსუალურ მონობაში ამყოფებდნენ.

ძმების ცხოვრების სხვა დეტალების შესახებ ვიგებთ მოდელ, ჯილიან ლოურენისგან.

imageჯილიან ლოურენი

წიგნში მან ბრუნეიში გატარებული სამი წელი აღწერა. თვითონ სულთანთან, ჯილიანმა მხოლოდ ერთი ღამე გაატარა, დანარჩენი დრო კი პრინც ჯეფრის ჰარემში ცხოვრობდა. მას არ აკლდა არც ძვირფასეულობა, არც ბრენდული სამოსი და ჩანთაც ყოველთვის დოლარებით ჰქონდა სავსე. ბრუნეიში იგი 18 წლის მოხვდა, სადაც მოტყუებით ჩაიყვანეს და ჩასვლისთანავე პასპორტი ჩამოართვეს.

ჰარემში გარდა ჯილიანისა, 40-მდე ხარჭა იყო, ძირითადად არასრულწლოვანი ფილიპინელი და ტაილანდელი გოგონები. ისინი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, მათგან სრულ მორჩილებას ითხოვდნენ და აიძულებდნენ მკაცრ დიეტაზე ყოფნას. გოგონები კვირაში 20 ათას დოლარამდე იღებდნენ. როგორც წესი, მათ რამდენიმე კვირით ქირაობდნენ, მაგრამ ზოგჯერ კონტრაქტს უგრძელებდნენ რამდენიმე წლამდე. მხევლები ვალდებული იყვნენ ძმების ნებისმიერი სურვილი შეესრულებინათ.

ლოურენის სიტყვებით, ღამეებს შემდეგნაირად ატარებდნენ: გოგონები პრინცებისთვის და მათი მეგობრებისთვის მაგიდებზე ცეკვავდნენ სასახლეში ან იახტაზე სახელწოდებით Tits (იახტის სახელწოდება სიგრძე 46 მეტრი).

imageიახტა Tits

ყოველ მათგანს იმედი ჰქონდა, რომ პრინცი ღამეს მასთან გაატარებდა. ეს იყო შანსი, გამხდარიყო ერთ-ერთი ფავორიტი, რომელსაც, როგორც წესი, უამრავი თანხით და ძვირფასეულობით ასაჩუქრებდნენ. ხანდახან პრინცი ჯეფრი გოგონას პირდაპირ ოფისში უკვეთავდა, სამუშაო დღის განმავლობაში. ჯეფრის "პლანეტის მთავარი ფლეიბოი" შეარქვეს.

როცა ცნობილი გახდა, რომ პრინცმა ჯეფრიმ თავის გართობების გამო სახელმწიფოს ხაზინა ნახევრამდე დაიყვანა, სულთანმა ჰასანალ ბოლკიაჰმა იგი ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან და ბრუნეის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელობიდან გადააყენა, აგრეთვე მოითხოვა ძმისგან 10 მხიარული წლის განმავლობაში შეძენილი ქონების დაბრუნება. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ჯეფრი დღეში საშუალოდ 500-დან 700 ათას დოლარამდე ხარჯავდა.

ოქროთი იყო გაწყობილი უნიტაზის საწმენდი ჯაგრისებიც კი

იმისთვის, რომ ხაზინაში ფული დაებრუნებინა, ჯეფრიმ აუქციონზე გამოიტანა ქონება და პირადი ნივთები. ჟურნალისტებმა ამ ღონისძიებას, გაზვიადების გარეშე, საუკუნის აუქციონი უწოდეს. აუქციონზე წარმოდგენილი იყო 10 000 ლოტი, რომელთა განსათავსებლად 20 საწყობი გახდა საჭირო. ლოტებს შორის იყო 200 მოოქროვილი განათების ბოძი (ვიქტორიანული ეპოქის სტილში შესრულებული), ასობით იტალიური ჭაღი, ათასი ოქროთი გაწყობილი დივანი, ტახტი და სავარძელი (შესრულებული ლუდოვიგო XIV ეპოქის სტილში), აგრეთვე 8, 5 ათასი საუკეთესო იტალიური მარმარილოს ფილა.

imageიტალიური ჭაღები

ოქროში იყო ამოვლებული საპირფარეშოს ოთახების ატრიბუტიკაც კი, ნაგვის ყუთებისა და უნიტაზის ჯაგრისების ჩათვლით. მხოლოდ ერთი ძვირფასი ქვებითა და ოქრის ძაფებით გაწყობილი ხალიჩა 12 მილიონ დოლარად გაიყიდა.

imageძვირფასი ქვებით და ოქროს ძაფებით გაწყობილი ხალიჩა

ორჯერ ძვირად გაიყიდა შირმა(ტიხარი), ასევე ძვირფასეულობით გაწყობილი. ამას გარდა იყიდებოდა 3 ათასზე მეტი სერვიზი, რომელიც გამოშვებული იყო, ცნობილი საიუველირო კომპანია Asprey (ბუკინგემის სასახლის ოფიციალური მომწოდებელი) მიერ. აუქციონი სულთნის უმცროს ძმას, ვალების მხოლოდ მცირე ნაწილის გასტუმრებაში დაეხმარა, ამიტომ მონარქს მოუწია სასამართლოსთვის მიემართა.

imageპრინცი ჯეფრი

სასამართლო ლონდონში მიმდინარეობდა და 10 წელი გაგრძელდა. შედეგად მან დაადგინა: პრინც ჯეფრიმ უნდა დააბრუნოს სხვადასხა ქვეყნებში არსებული ვილები და ხელოვნების ნიმუშები.

imageშუაში: პრინცი ჯეფრი

ძმები დღემდე არ შერიგებულან.

imageმარცხნივ: ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰი, მარჯვნივ: ბრუნეის პრინცი ჯეფრი ბოლკიაჰი

ადრე მონარქის ქონება ყოველ წამს იზრდებოდა 104 დოლარით. ნავთობზე მაღალი ფასების წყალობით, იგი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო მსოფლიოში, მის ქვეშევრდომებს კი შემოსავლის მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილი ეკავათ იაპონიის შემდეგ. ახლა ენერგორესურსების ღირებულება ორჯერ დაეცა, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა ბრუნეის მოსახლეობას. თუმცა თვითონ სულთანს ეს ყველაზე ნაკლებად შეეხო-მის ანგარიშზე კიდევ 27, 7 მილიარდი დოლარია.

imageბრუნეის სულთანი



ასევე დაგაინტერესებთ:



# ბრუნეის სულთნის ოქროსგუმბათიანი სასახლე, პატარძლის ოქროსქუსლიანი ფეხსაცმელი, ოქროს მანქანა და ა.შ.


# "კრემლის პრინცესა" - გალინა ბრეჟნევა, ნაკლებად ძლიერი ქალი დიდი შესაძლებლობებით


# მსოფლიოში ყველაზე მდიდარ პრეზიდენტს არ ახსოვს რამდენი სასახლე აქვს



# ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი ორეული


# ცნობილი მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟზე გიჟდებიან



0
666
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
666
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0