პოეზია "შენ ნუკრი ხარ შვლისა, ეგ ნუკრობა გშვენის.." 2020, 22 ოქტომბერი, 14:10 მარტის თვეა შენიმარტის თვეა შენი, შენს ხასიათს შვენის,აპრილი სულ აგაჭრელებს ფერებით,შენ ნუკრი ხარ შვლისა, ეგ ნუკრობა გშვენის,გაწყენინე და მაინც მეფერები.შემოდგომა შენთვის, შორეულ წლებს ერთვის,ჩამოგშორდნენ ავდრიანი მდევრები,ვინაიდან ჩემთვის შენ ხარ ერთადერთი,თავს გიხრიან იასამნის მტევნები.საყვედურებს ვიტან, გააჩნია ვისგან,სხვას სიტყვაში ერთ ასოს არ შევარჩენ... შენი სითბო მინდა, მოფრენილო ციდან,საუბრის დროს გულწრფელ ღიმილს რომ აჩენ.მინდვრის ყვავილები, როგორც კელაპტრები,გიღიმიან, თავს მიწაზე გიდებენ,გრძნობებს ნუ აჰყვები, თორემ დაიბნევი,დროს კარგავენ, მის ფასს მერე იგებენ.მარტის თვეა შენი, შენს ხასიათს შვენის,აპრილი სულ აგაჭრელებს ფერებით,შენ ნუკრი ხარ შვლისა, ეგ ნუკრობა გშვენის,გაწყენინე და მაინც მეფერები.(ოთარ რამიშვილი)113 შეფასება არ არის
|