x
image
ლანა92
15 ყველაზე ლამაზი არსება ფრინველთა და ცხოველთა სამყაროში

image

image













ფრინველთა და ცხოველთა სამყარო მდიდარია სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებით, რომელთაც ახასიათებთ თავისებური გარეგნული შტრიხები (შეფერილობა, სხეულის, კონკრეტული ნაწილების: კუდის, თავის, ფრთების, ნისკარტის და ა.შ. ზომა). აქედან გამომდინარე, ფრინველებსა და ცხოველებს შორისაც შეიძლება, თამამად გამოირჩეს განსაკუთრებით ლამაზი სახეობები. წარმოგიდგენთ 15 ყველაზე ლამაზ არსებას ფრინველებსა და ცხოველებს შორის :

1.მანდარინკა

(იხვის სახეობა)

მანდარინკა პატარა იხვის სახეობაა, რომელიც იწონის მაქსიმუმ ნახევარ კილოგრამს (500 გ). იგი ყურადღებას იპყრობს უპირველესად თავისი ფერადი და ლამაზი ბუმბულით. მანდარინკას შეფერილობა სხვადასხვაგვარია, დაწყებული წითელი და ნარინჯისფერი თავიდან ლურჯი და მეწამული სხეულით დამთავრებული.


image


მანდარინკა, სხვა სახეობის იხვებისაგან განსხვავებით, კარგად ეგუება და კომფორტულად გრძნობს თავს ხის ტოტებზე, რაც თათებზე პატარა, მოქნილი ბრჭყალების დამსახურებაა.

მანდარინკა იხვი გვხვდება ჩინეთში, იაპონიაში, ასევე, სახალინში.

ჩინეთში მანდარინკების წყვილი მიიჩნევა ერთგულების სიმბოლოდ.

2.გვირგვინოსანი მტრედი

(მტრედის სახეობა)

image

როგორც ირკვევა, მტრედების ოჯახის ყველა წარმომადგენელი სადა მორთულობის როდია და ამას ამტკიცებს გვირგვინოსანი მტრედი, რომელიც ახალი გვინეის ბინადარია.

გვირგვინოსანი მტრედის სამეფო მორთულობის, ბუმბულის ფერებია ლურჯი და ცისფერი, ხოლო მის განსაკუთრებულ მახასიათებლად მიიჩნევა ელეგანტური თაღოვანი გვირგვინი. ულამაზესი ფერისა და აღნაგობის გვირგვინი ფრინველს მეფურ იერს აძლევს.

სამწუხაროდ, გვირგვინოსანი მტრედების რიცხოვნება საგანგაშო მაჩვენებლით იკლებს, რამდენადაც მისი ლამაზი ბუმბულის ხელში ჩაგდების მსურველი ძალიან ბევრია.

3.პატარა პანდა

(დათვის სახეობა)

image

პატარა პანდა, მხეცი მოთეთრო-მოწითალო შეფერილობითა და ენოტის მომხილავი სახით ბინადრობს სამხრეთ ჩინეთის პროვინციაში, ბუტანსა და ნეპალში. მიუხედავად იმისა, რომ პანდა შედის ხორცისმჭამელთა რიგში, პატარა პანდას ძირითადი საკვებია ბამბუკის ფოთლები.

კატისებრი დათვი, პატარა პანდა ნახევარ დღეს უთმობს საკვების მიღებას, ხოლო დღის მეორე ნაწილს ძილს უთმობს. არც ისე მოსახერხებელი გარეგნობის მიუხედავად, პატარა პანდა ადვილად ადის ხეებზე, მოიპოვებს იქ საკვებს (ფოთლებს) და საფრთხესაც კარგად ემალება.

4.დიდი პანდა

(დათვის სახეობა)

image

ჩინეთის ეროვნულმა საგანძურმა, მომხიბვლელმა შავ-თეთრმა ბამბუკის დათვმა უკვე მოასწრო, დაეპყრო დანარჩენი სამყაროც, მსოფლიოც თავისი სილამაზითა და ფოტოგენურობით. საშუალოდ დიდი პანდა იწონის 100 კილოგრამს და არის 150 სმ. სიმაღლის. შეუძლებელია, პანდა არ იწვევდეს ღიმილსა და სინაზის განცდას ადამიანში.

გიგანტური "პლუშის" დათვი, თვალების გარშემო შავი წერტილებით, ლაქებით, დასპეცებულია ბამბუკით კვებაზე და ამ თავისი საყვარელი საქმიანობით შეუძლია, დაკავდეს ღამის 12 საათამდეც კი და მიირთვას 30 კგ.-მდე მცენარე, ბამბუკის ფოთლები.

5.ლემური

(ნახევრად კატა, ნახევრად მაიმუნი)

image

საკვირველად გაფართოებული თვალების გამო ლემური თავისუფლად შეიძლება, მივიჩნიოთ უცხო პლანეტიდან მოვლენილ არსებად. უფრო მეტიც, მისი სახელწოდება "ლემური" ლათინურიდან ითარგმნება, როოგრც "მოჩვენება".

ლემური სახლობს კუნძულ მადაგასკარზე.

ლემური არა მხოლოდ თვალების უცნაური გამომეტყველებით, გაკვირვების, დაბნეულობისა თუ შიშის გამომხატველი მზერით გამოირჩევა, არამედ მდიდრული გრძელი კუდითაც.

სხეულის დაბოლოებით, კუდით ლემური მარტივად ურთიერთობს თავისიანებთან და ოსტატურად უჭირავს სხეული ტოტებზე ხტომისას, რამდენადაც დროის მნიშვნელოვან ნაწილს ხეებზე ატარებს.

6.ფენეკი

(მელიის სახეობა, მინიატურული მელა)

image

ფენეკი, პატარა მელა ბინადრობს აფრიკის უდაბნოებში. მისი გარეგნობის მომხიბლავი შტრიხია დიდი, 15 სმ-მდე სიგრძის ყურები, როცა მისი სხეულის საშუალო სიგრძე მხოლოდ 2-ჯერ მეტი, 30 სმ-ია და მასა - 1.5 კგ.

ფენეკის "ლოკატორები", დიდი ყურები ასრულებს ცხოველისათვის 2 მნიშვნელოვან ფუნქციას: 1. გრძნობს ოდნავ გაფაჩუნებას, მცირე ხმაურსაც კი და 2. ტემპერატურას არეგულირებს.

ფენეკები ცხოვრობენ მცირე, 10-წევრიან ჯგუფებად, არიან ყველაფრისმჭამელნი და დიდხანს ძლებენ წყლის გარეშე.

სხვათა შორის, მობილური მოწყობილობებისათვის განკუთვნილი ბრაუზერის Mozilla Firefox-ის სახელწოდება უკავშირდება სწორედ ამ პატარა, მინიატურულ მელია ფენეკს.

7.თეთრი მელია

(არქტიკული მელია)

image

არქტიკული მელია მფლობელია უნაკლო, ხშირი, თეთრი ბეწვის. იგი კარგად ეგუება და ადაპტირებულია ტუნდრასა და ტყე-ტუნდრას ზონებში. მკაცრი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, იგი ყველაფრისმჭამელია, იკვებება ძირითადად მღრღნელებითა და თევზით, თუმცა არც ბალახსა და კენკრაზე ამბობს უარს.

თეთრი მელიის ბუნაგი მოგაგონებთ ურთულეს ლაბირინთს, რომლით სარგებლობაც საუკუნეთა განმავლობაში შეიძლება.

თეთრი მელია ზამთარში ეწევა მომთაბარულ ცხოვრებას და საკვების ძიებაში შეუძლია, გადალახოს ათასობით კილომეტრი.

8.თეთრი ლომი

(ლომის სახეობა)

image

თვით მხეცთა მეფის, ლომის ოჯახის წარმომადგენლებს შორისაც გამოირჩევიან ინდივიდები სისხლისა და შეფერილობის მიხედვით. ასეთია თეთრი დათვი, რომლის იშვიათი და შთამბეჭდავი შეფერილობა აიხსნება ლეიკიზმით, ან კანის საფარის არასაკმარისი ოდენობის პიგმენტით.

თეთრ ლომს ასეთი მუტაცია, გარეგნული შტრიხის (შეფერილობის) ამგვარი ცვლილება განასხვავებს ლომის ოჯახის სხვა წარმომადგენლებისაგან, რის გამოც ძნელდება მისი ბუნებრივ გარემოში არსებობა, კერძოდ კი ცოცხალი საკვების მოპოვება (სხვა ცხოველების განადგურება). ოჯახის სხვა წარმომადგენლებისაგან განსხვავებული ფერის გამო იგი ადვილად შესამჩნევია მსხვერპლისათვის და როგორც კი დაინახავს ნადავლი, მაშინათვე გაექცევა.

დღევანდელი მონაცემებით, 300-მდე თეთრი ლომი ბინადრობს. ისინი ძირითადად ცხოვრობენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იუარში. აქ დიდებული ლამაზმანები, ცისფერი და კრემისფერი თვალებით გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.

თეთრი (პოლარული) დათვი

image

პოლარული თეთრი დათვი ყველაზე დიდ ხორცისმჭამელ, მტაცებელ ძუძუმწოვრად მიიჩნევა მსოფლიოში. სახეობის გიგანტი წარმომადგენლები იზრდებიან 3 მეტრამდე სიმაღლისა და 1 ტონამდე (1000 კგ.) მასის. იგი კარგადაა შეგუებული ჩღდილოეთის ბუნების მკაცრ პირობებს.

თეთრი ხშირი ბეწვი პოლარულ დათვს იცავს სიცივისაგან, ყინვისაგან, ამასთანავე, შეუმჩნეველს ხდის მუდმივი ყინულისა და თოვლის პირობებში.

თეთრს დათვს კანქვეშ 10 სმ. სისქის ცხიმის ფენა და ბეწვით დაფარული თათები და ტერფები ეხმარება ცურვაში, იგი არ იძირება.

მტაცებელი პოლარული დათვი, სხეულის დიდი მასიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით, მოუხერხებელი და ზანტი ჩანს, თუმცა იგი საკმაოდ სწრაფად გადაადგილდება როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე.

10. თეთრი (პოლარული) მგელი

image

ძლიერი და ლამაზი მტაცებელი, ხშირი, სქელი მოთეთრო- მოვერცხლისფრო შეფერილობით საარსებოდ ირჩევს არქტიკისა და ტუნდრის მკაცრ გარემოს. მგლის ეს სახეობა ხასიათდება არაჩვეულებრივი ამტანობით, მას არ აფრთხობს უკიდურესად დაბალი ტემპერატურა, მზის სხივების ხანგძლივად არარსებობა და რამდენიმეკვირიანი შიმშილი.

პოლარული მგლები ცხოვრობენ ჯგუფებად, რომელსაც შეადგენს 20-მდე წევრი. ჯგუფის შიგნით იერარქია მკაცრადაა გაწერილი. თეთრი დათვები ძირითადად ნადირობენ ირემსა და მუშკის ხარზე. ისინი დიდი მოთმინების უნარით აირან შეიარაღებულნი და შეუძლიათ, მსხვერპლს საათობით სდიონ.

11. თოვლის ლეოპარდი - ირბი

image

თოვლის ლეოპარდის მეორე სახელია ირბი. იგი ბინადრობს ცენტრალური აზიის მაღალმთიანეთში. ამ ძლიერ და კეთილშობილ მტაცებელს ახასიათებს ღია ნაცრისფერი შეფერილობა, მუქი ლაქები და გრძელი კუდი, რომელიც შეადგენს მთელი სხეულის სიგრძის სამ მეოთხედს. ლეოპარდები უმეტესწილად მარტო ცხოვრობენ, მკაცრად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე.

თოვლის ლეოპარდი ნადირობს დიდ ჩლიქოსან ცხოველებზე, რომელთა სხეულის ზომაც თვით მტაცებლის, ირბისაზე გაცილებით დიდი შეიძლება, იყოს. ნადავლის მოსაპოვებლად იგი მიდის დილით ადრე, ან შებინდებისას, ხოლო დღისით დასვენებას, კლდეებზე, ქიმებზე ყოფნას არჩევს.

12. შავი პანტერა

(ღამისფერი მტაცებელი კატა)

image

შავი პანტერას, ამ იდუმალი და მოხდენილი კატის შეფერილობა აიხსნება კანსა და ბეწვში შავი პიგმენტის დიდი შემცველობით.

შავი პანტერას სხეულის პარამეტრები საკმაოდ შთამბეჭდავია: სიგრძე 2 მეტრამდე, მასა - 60 კგ.-მდე. იგი ნამდვილი მტაცებელია, მონადირეა, რამდენადაც ძლიერი, სწრაფი და მოხერხებულია.

შავ პანტერას მსხვერპლის დევნისას შეუძლია, განავითაროს სიჩქარე 80 კმ/სთ-ში. იგი ძირითადად ნადირობს ღამით: შავი პანტერას შესანიღბად მოსახერხებელი ფერი (ღამისფერი - შავი) და ფრთხილი, უხმაურო მოძრაობა მსხვერპლს გადარჩენის არავითარ შესაძლებლობას არ უტოვებს.

დღისით შავ პანტერას დასვენება ურჩევნია, რისთვისაც კომფორტულად თავსდება ტოტებს შორის. მაგიური და დიდებული შავი პანტერა მარავალი კულტურის სიმბოლიკაში შედის.

13.ამურის (ციმბირული)

ვეფხვი

image

ამურის ვეფხვი, ეს ძლევამოსილი ჩრდილოელი, ხაბაროვსკისა და პრიმორსკის ბინადარი, ვეფხვის ეს სახეობა მცირერიცხოვნების გამო წითელ წიგნშია შეტანილი. მტაცებელი იზრდება სიგრძეში 3.5 მეტრამდე და 250 კგ.-მდე მასაში.

მკაცრი ამინდის პირობებში ამურის ვეფხვის ბეწვი გაცილებით სქელია, ვიდრე ვეფხვის სხვა სახეობებისა და მუცელზეც აქვს 5 სმ. სისქის ცხიმი ყინულოვანი ქარისაგან თავის დასაცავად.

ამურის ვეფხვს საკვების დღიურ ნორმად სჭირდება 10 კგ. ხორცი. დიდი კატა მუდამ ნადირობს, ხოლო ტერიტორიამ, რომელსაც იგი აკონტროლებს, შეიძლება, 800 კმ.-ს მიაღწიოს.

14.ზღვის ლეოპარდი (ბეჭედი)

image

ზღვის ლეოპარდი, ინგლისური ლეოპარდის ბეჭედი, ეს მომხიბვლელი თოვლის თეთრი ბავშვი ცნობილია გრენლანდიის, ან კასპიის ბეჭდის შთამომავლად.

ზღვის ლეოპარდი თავის მიმზიდველ ბეწვს ატარებს მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ დედის გვერდით იმყოფება და მისი რძით იკვებება. ზღვის ლეოპარდის სხეულში ცხიმის შემცველობა 50 %-ია და მას შეუძლია, ყოველდღიურად 3 კგ.-თ მოიმატოს.

ბევრი ადამიანის სიბრალულსა და სინაზეს იწვევს ცრემლები ზღვის ლეოპარდის, პატარა არსების თვალებში, თუმცა ეს მხოლოდ ბუნებრივი უნარია, რომელიც გამოწვეულია ტენიანობით, სისველით.

15.ვარდისფერი დელფინი



image

ვარდისფერმა დელფინმა, წყლის ამ ძუძუმწოვარმა თავის სამყოფლად აირჩია მდინარეები: ამაზონი და ორინოკო. იგი ვარდისფერ შეფერილობას იღებს უკვე ზრდასრულ ასაკში და ასე გამოიყურება ღრმა სიბერემდე.

ამაზონის დელფინები მარტოობას ამჯობინებენ, თუ არ ჩავთვლით სახეობის მდედრ წარმომადგენელს, თავისი მემკვიდრეებით.

ვარდისფერი დელფინები თანატომელებთან ურთიერთობისას ხშირად ავლენენ აგრესიას.

მდინარის დელფინები დღის ნებისმიერ მონაკვეთში აქტიურად არიან და მაშინაც კი, როცა ისინი, სხვა სახეობებთან შედარებით, პასიურად არიან, კარგი მადითა და მანევრირების გამორჩეული უნარით დანაკარგს უცებ და უფრო მეტით ინაზღაურებენ.

ვარდისფერ დელფინს შეუძლია, დღეში აითვისოს 12 კგ.-მდე მდინარის დანავლი.

0
795
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
795
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0