x
image
მაკუნა
Mediator image
მამუკა ღლონტის პოლიტიკური მონოლოგი_ "ჩვენი ბედი არც ამერიკას და არც ევროპას არ აინტერესებს"
imageპოლიტიზირებული ჟურნალისტიკა და ტენდენციური მაუწყებლობა, ეს ის ეპითეტებია რომელსაც არაერთხელ გაიგონებთ ქართულ არხებთან მიმართებაში. ოქროს შუალედის დაცვა და პოლიტიკურ მხარედ არ ყოფნა საკმაოდ რთულად მისაღწევია დღევანდელ ქართულ რეალობაში. ტელეკომპანია “მაესტრო” ამ ბალანსის შენარჩუნებას მეტ-ნაკლებად ცდილობს, თუმცა მაუწყებელს ოპოზიციური არხის იარლიყი კარგახანია მირტყმული აქვს.


სადაა ზღვარი პოლიტიკასა და ჟურნალისტიკას შორის, ამის გაგებას “ქართული სიტყვა” მაესტროს დამფუძნებლის მამუკა ღლონტის პლიტიკურ მონოლოგში შეეცდება.


უშუალოდ პოლიტიკურ შეფასებებზე გადასვლამდე მამუკა ღლონტი მონოლოგს არხის იდეური მრწამსის განსაზღვრებით იწყებს და ქართული ჟურნალისტიკის ანალიზს აკეთებს:


“მაესტროო არ ნიშნავს მხოლოდ ანტი მიშას და თუ ვინმე ასე ფიქრობს ძალიან შემცდარა, მაესტრო ობიექტური რეალობაა, კრიტიკაა, გინდა მიშა იყოს და გინდა გრიშა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ხელისუფლების კრიტიკა არ ნიშნავს ოპოზიციონერობას. ჟურნალისტს, პრინციპში, სხვა არც არაფერი ევალება, გარდა იმისა, რომ იყოს კრიტიკული, მოძებნოს პრობლემა, მუდმივად ძიებაში იყოს. აბა, ჟურნალისტობა რა არის _ დაწეროს, რამდენი კილომეტრი გზა გაიყვანა ხელისუფალმა?
თუ მეკითხებით ვთვლი თუ არა, რომ “იმედისა” და ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებად. გეტყვით რომ არა! არსებობს ასეთი პროფესია, რომელსაც ჰქვია პიარი და ამ საქმეს ისინი მშვენივრად ართმევენ თავს. ესენი არიან პიარკომპანიები, ამიტომ მათ თანამშრომლებზე, როგორც ჟურნალისტებზე, ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება ვითომ გადამღებ ჯგუფებს, რომლებიც ჟურნალისტებს დასდევენ, ესენი არიან ნაძირლებ, რომლებსაც ასევე ჟურნალისტებს ვერ ვუწოდებ. რაც შეეხება ჟურნალისტების სოლიდარობას ვინც ნამდვილი ჟურნალისტია, “მაესტროს” თეფშების დაყადაღებასთან მიმართულ პროტესტში დღეს ყველა გვერდით უდგას.
ხშირად მეკითხებიან რატომ ვაქციე “მაესტრო” პოლიტიკურ არხად?! გასართობი ტელევიზიის კეთებამ მიშას მოსვლისთანავე დაკარგა აზრი. რეკლამა არ იყო, შოუბიზნესი მოკვდა და ბუნებრივია გადავწყვიტე პროფილის შეცვლა. ასევე ჩვენს მიმართ განხორციელდა რამოდენიმე უკანონო ქმედება, რის შემდეგაც ხუთჯერ თუ ექვსჯერ უკანონოდ გაგვაკოტრეს. შემდეგ ლიცენზიის მოდიფიცირებაზე გვითხრეს საერთოდ უარი. არ მოგვცეს საშუალება, ისეთი გადაცემა გაგვეკეთებინა, როგორიც გვინდოდა. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემს პრობლემებზე. ნებისმიერ ბიზნესს, ტელლევიზია იქნება თუ სხვა რამ ხელისუფლებამ უდიდესი პრობლემები შეუქმნა.სადაც არ იყო მათი ინტერესები ფაქტიურად ასეთი ბიზნესი დაბლოკა. კრიტიკა მოდის მათი აბსურდული ნაბიჯებიდან და თუ ქვეყანა გიყვარს ეს აუცილებლად უნდა გააკეთო, ესაა ღირებული ჯურნალისტიკა.



მაესტროს თეფშების დაყადაღების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ მაესტროს ეთერში გაჟღერებულ ბრალდებაზე, თითქოს მაესტრომ კარგად იცის ვისი ნაყიდია ეს სატელიტური ანტენები, მამუკა ღლონტი პასუხობს:


“ თუ ბიძინა ივანიშვილმა ან “ქართულმა ოცნებამ” გადმოურიცხა “მაესტროს” თანხა, ამაზე რეაგირებას მოგელაძეს ვინმე დაასწრებდა? მართალია, საკმაოდ დიდ თანხას, დაახლოებით 300 ათას ლარს, გვირიცხავს რეკლამისთვის “ქართული ოცნება”, ანუ ბიძინა ივანიშვილის ე. წ. დახმარება გამოიხატება იმაში, რომ მას რეკლამა მოაქვს ჩვენს ტელეკომპანიაში. იქნებ ესიც აგვიკრძალონ, გვითხრან ვისი რეკლამა გაუშვათ და ვისი არა.
ყველა საბუთი, ყველა დოკუმენტი ამ თეფშებთან დაკავშირებით, მიუთითებს იმას რომ ეს არის ტელეკომპანია მაესტროს საკუთრება და ამაში ჩვენ პირადი ფული გვაქვს გადახდილი, დასაბუთების გარეშე როცა ადამიანებს აბრალებენ რამეს და სჯიან, ეს არის ფაშისტური რეჟიმისთვის დამახასიათებელი. სწორედ ასეთ ფაშისტურ რეჟიმად ყალიბდება დღეს საქართველო. რაც შეეხება თამარ ჩერგოლეიშვილის აზრს მე მას ვურჩევდი, ღრმად ჩაიხედოს საკუთარ თავში, გააკეთოს ანალიზი და დაუსაბუთებელი ფრაზები, ” ეს ხომ ყველამ იცის, მე ასე მგონია” გამოიყენოს თავის თანამშრომლებთან. ასეთი ტიპის ადამიანებს მიყავთ საქართველო სწორედ ფაშისტური რვეჟიმისკენ რაც ძალიან გულდასაწყვეტია.


მაესტროს დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ქართული პოლიტიკური ვითარება და საერთაშორისო საზოგადოების სიყრუე სავალალოა და შექმნილი მძიმე ფონიდან გამომდინარე არადამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებს:


“ყოველდღიურად რაღაც საოცრებები ხდება, აბსურდები. ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ადამიანს პირადი ფულის გატანისთვის სჯიან და არ ამტკიცებენ რატომ სჯიან. პირიქით ითხოვენ დანახარჯის ჩამონათვალს, ეს ქვეყანა საკონცენტრაციო ბანაკების დონეზეა დასული.
მეორე და კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის სიჩუმე რაც საერთაშორისო საზოგადოებას აქვს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში. მე ისეთი განცდა მაქვს რომ საქართველო ყველამ მიატოვა, ჩვენი ბედი არც ამერიკას და არც ევროპას აინტერესებს. ალბათ ამ ქვეყნების პრეზიდენტებს, ელჩებს, სრულად არ ადარდებთ ქართული მძიმე ვითარება, რაც მიმყარებს ეჭვს რომ მათაც მხოლოდ ჩვენი ტერიტორია სჭირდებათ და მეტი არაფერი. არ გამოეხმაურო ისეთ აბსურდებს, რაც საქართველოში ხდება ეს დიდი ღალატია.
საერთაშორისო სიჩუმეს არ ვთვლი ოპოზიციის საგარეო პიარის სისუსტედ და არც ლობისტების სუსტ მუშაობად. ყველამ ყველაფერი კარგად იცის ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ხმას არ იღებენ.
მაგალითს მოვიყვან, სირიიდან საიდანაც ვიდეოს გადმოცემა და დარეკვაც კი ძალიან რთულია, ძალიან კარგად იცის ევროპამ და ამერიკამ რა ხდება იქ. საქართველოდან კი მათ აქვთ უამრავი ინფორმაცია, ჩვენც ვაწოდებთ, პოლიტიკური პარტიებიც აწოდებენ, მაგრამ მათმა სიყრუემ მე მართლა განმაცვიფრა. ასეთი სიყრუე არ დარჩება დაუსჯელი მათი ქვეყნებისთვისაც. ასეთი ორმაგი სტანდარტი საერთაშორისო საზოგადოსბის მხრიდან ძალიან სავალალო შედეგებს გამოიწვევს.
ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს ამ სიყრუის გამო, ევროპა მიიღებს მეზობლად ისევ ჩამორჩენილ ქვეყანას, სადაც რევოლუცია, სისხლისღვრა მოხდება, ან დიქტატურა საბოლოოდ დამყარდება. მიიღებს არეულლობას, ლტოლვილებს. თუ მათ უახლოეს მომავალში ხელისუფლების სითავხედეს რეაქცია არ მიცეს ნამდვილად იმსახურებენ ამას. მაგრამ რა დააშავა ჩვენმა ქვეყანამ ეგაა საკითხავი. უნდა გვემსახურებოდნენ ისინი ვინც ხელისუფლებაში მოდიან, ჩვენ ვირჩევთ მათ და მთავრობას კიდევ ქვეყანა თავისი გონია, ყველანაირი ბინძური მეთოდით ცდილობენ შეინარჩუნონ ხელისუფლება.


მამუკა ღლონტი გამოსავალს პოლიტიკურად მძიმე ვითარებიდან ნაწილობრივ საზოგადოების მობილიზებაში ხედავს, თუმცა კარგად ხვდება რა სირთულის წინაშეც დგას ქართველი ამომრჩეველი :


“ცოტა ტვინი უნდა გაანძრიოს ხალხმა, არ გაიყიდნონ ტომარა ფქვილზე, არაფერზე არ უნდა გაი ყიდნონ საერთოდ. ჩვენი ქართველობის სენი ისაა როცა გვგონია, რომ ჩვენი საკუთარი სახლის კარების იქეთ ოჯახი აღარ არის. ვერ ხვდებიან, რომ სახლიდან სადაც გადიხარ და სადაც მიდიხარ ისიც ზუსტად ისეთივე შენი ოჯახია. ეს დამოკიდებულება კარგად ჩანს დღეს, ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი ძალიან სუსტი და მყიფეა. იმ ადამიანებს კი ვისაც ინტელექტუალური დონე გაცილებით მეტი აქვს უჩნდება ვალდებულება, რომ გაცილებით მედგრად იბრძოლოს. შიშმა ადამიანების რაღაც ნაწილში მართლაც გადაიარა, მაგრამ სააკაშვილმა შეძლო 37 წლის დაბრუნება საქართველოში. მთავარი მაინც ისაა, რომ კი ბატონო გეშინია, კი ბატონო სახლში ზიხარ, და სხვისი ბრძოლის ხარჯზე ცდილობ მოიწყო მომავალი. იმდენი ნამუსი მაინც უნდა გეყოს, რომ როცა შეხვალ ხმის მისაცემად კაბინაში გადააგდო შიში და მიცე ხმა იმას ვისაც შენ გსურს. იმ ადამიანებს კი ვისაც ჰგონიათ, რომ გაიგებენ ვის მიცეს ხმა, გასასამართლებლად ჭირდებათ ამის თქმა და სინამდვილეში იმისთვის უნდოდათ ხმის მიცემა ვისაც მიცეს.


მამუკა ღლონტის თქმით, სიმართლე არ იკარგება, რაც ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებულმა სკანდალმაც კარგად გამოაჩინა, დღეს კი როცა ტელეკომპანია თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე რეიტინგულიც კი გახდა, მისთვის ეროსი განვლილი ეტაპია:


“ეროსისთან დაკავშირებული საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია. ბუნებრიავია არ ცდილობს სასამართლო დროულად განიხილოს “მაესტროს” საქმე. აბა რაიმე დანაშაული გვქონდეს ამოსუნთქვას ვინ დაგვაცდიდა?! მააგრამ ეროსის ქართულ სასამართლოშიც კი არ აქვს შანსი, თუმც რა არ ხდება ჩვენს ქვეყანაში და თუ ასეთი აფსურდიც მოხდა, აუცილებლად მივმართავთ ევროპულ სასამართლოს და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. სად არის ეს ნაძირალა არავინ არ იცის, მემგონი თბილისშია თუ არ ვცდები და დადის ჩუმჩუმათ, არ ჩნედება საზოგადოებრივ ადგილებში მაგრამ მისი ადგილი თავისუფალი ადამიანების გვერდით არა.


მაკა დეკანოსიძე/ გაზეთი "ქართული სიტყვა"

2
20
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
20
  
2012, 10 ოქტომბერი, 0:29
++++++
0 1 2