მუსიკა აი, როგორ ცხოვრობდნენ ნამდვილი ჰიპები შორეულ 60-იანებში 2020, 20 ოქტომბერი, 21:42 ჰიპების სუბკულტურას შეიძლება სხვადასხვაგვარად შევხედოთ: ზოგს თავისუფლებისმოყვარე "ყვავილების ბავშვები" საგმირო საქმეების ჩადენას შთააგონებდნენ, აი ზოგს კი, მათ მიერ საყოველთაოდ აღიარებული წესების სრული უგულვებელყოფა მეტისმეტად აღიზიანებდა, თუმცა ერთი რამ ცხადია: 60-იან წლებში ჰიპების მოძრაობამ საზოგადოებაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ჰიპური სუბკულტურის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარიც სწორედ ის არის რომ მათ მსოფლიო აიძულეს ომისთვისა და ნებისმიერი ფორმის ძალადობისთვის უარი ეთქვა. სიტყვა "ჰიპი" პირველად 1965 წელს გაჩნდა. ასე უწოდებდა ამერიკელი ჟურნალისტი მაიკლ ფელონი ბიტნიკების (საზოგადოებრივი და ლიტერატურული მოძრაობა XX საუკუნის 40-70-იან წლებში. ბიტნიკები ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდნენ და თავისუფალი იყვნენ ყოველგვარი საზოგადოებრივი პირობითობებისგან. მათი შემოქმედება სპონტანური, თითქმის ავტომატური იყო. ბიტნიკები უარს ამბობდნენ ტაბუებზე, ორგანიზებულ და კორუმპირებულ საზოგადოებაზე, ტრადიციულ ღირებულებებზე. გამოდიოდნენ მატერიალიზმის, ერთფეროვნებისა და ზედაპირულობის წინააღმდეგ. მათი სურვილი იყო შექმნათ მარტივი, ყოველგვარი ცრურწმენებისგან თავისუფალი საზოგადოება) ახალ თაობას. დღემდე ამ ფილოსოფიას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არაერთი მიმდევარი ჰყავს. წარმოგიდგენთ იშვიათ ფოტოსურათებს, რომლებიც დასავლეთის 60-იანი წლების ატმოსფეროთია გაჯერებული.მუსიკალური ფესტივალი ლივერმორში, კალიფორნია, 1969 წელინახევრად შიშველი გოგონა მუსიკალურ ფესტივალზე "Led Zeppelin" - ის სიმღერებით ტკბება, დიდი ბრიტანეთი, 1979 წელიმარცხნივ: "The Rolling Stones"- ის ფანები ჰაიდ - პარკში, 1969 წელი. მარჯვნივ: ნათელ ფერებში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგონა ყვავილით ხელშიმარცხნივ: ახალგაზრდა ჰიპი ნიუ – იორკის ცენტრალურ პარკში ისვენებს, 1969 წელი. მარჯვნივ: შეყვარებული წყვილი პოპ - ფესტივალზე, მონტერეიში, კალიფორნია, 1967 წელივუდსტოკის ფესტივალზე ახალგაზრდა მამაკაცი მზეს ეფიცხება, 1969 წელიმუსიკალური ფესტივალი, დიდი ბრიტანეთი, 1970 წელიჰიპების ჯგუფი და ორ მოცეკვავე მამაკაცი, 1969 წელიმარცხნივ: შეყვარებული წყვილი კარავში დროს უქმად არ კარგავს, 1969 წელი. მარჯვნივ: შიშველი გოგონა კონცერტზე ჰაიდ - პარკში, 1970 წელიჰიპების ჯგუფი, ვუდსტოკის ფესტივალი, 1969 წელიჰიპები სანაპიროზე მზის აბაზანებს იღებენდედა - შვილი ვერმონტის ტბაში ბანაობსმარცხნივ: ჯორჯ ჰარისონი სან - ფრანცისკოში, 1967 წელი. მარჯვნივ: საპრტოტესტო აქცია ნარკოტიკების ლეგალიზაციისთვის, ლონდონი, 1967 წელიპოლიციამ ჰიპების ფილოსოფიის ახალგაზრდა მიმდევარი დააკავა, 1969 წელიჰიპების შეხვედრა სტოუნჰენჯის მახლობლად, 1972 წელიმარცხნივ: შეყვარებული წყვილი ვუდსტოკის ფესტივალზე, 1969 წელი. მარჯვნივ: ქაფის წვეულება მუსიკალურ ფესტივალზემანქანების კოლონა, რომელიც ვუდსტოკის ფესტივალზე მიემართება, 1969 წელიშესაძლოა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ჰიპური მოძრაობა არც ისეთი პოპულარული იყო, როგორც დასავლეთში, თუმცა თუკი უფროსს თაობას ჰკითხავთ, ბიტნიკების თავისუფლებისმოყვარე იდეებით გატაცებულები აუცილებლად მოგიყვებიან თავის დროზე როგორ გულმოდგინედ უსმენდნენ "ბითლზების" თითოეულ ჩანაწერს.868 2-ს მოსწონს |