კულტურა ბრუნეის სულთნის ოქროსგუმბათიანი სასახლე, პატარძლის ოქროსქუსლიანი ფეხსაცმელი, ოქროს მანქანა და ა.შ. 2020, 21 ოქტომბერი, 10:43 მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ბრუნეის სულთნის, ჰასანალ ბოლკიაჰის ქონება 27, 7 მილიარდ დოლარს შეადგენს. აბსოლუტური მონარქი ტახტზე უკვე 53 წელია. ოჯახთან ერთად იგი ცხოვრობს სასახლეში, რომლის ფართიც ვატიკანის ტერიტორიას უტოლდება. დღესასწაულებზე მსოფლიო ვარსკვლევებს იწვევს და დროს ატარებს თავისი ჰარემის მხევლებთან. ბრუნეის მოსახლეობა კანონის მორჩილია: მათ მონარქის და მისი ოჯახის წევრების გაკრიტიკების უფლება არა აქვთ. ქორწილების მოყვარული2017 წელს, ბრუნეის სულთანს ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი ეწვია. ისინი ერთად გაემართნენ პოლოს სათამაშოდ. უეცრად აზიელმა ლიდერმა დისკომფორტი იგრძნო–მისი ფეხსაცმელი მოუხერხებელი აღმოჩნდა თამაშისთვის. მაშინ მმართველმა, მიუხედავად იმისა, რომ სასახლიდან ახლოს იმყოფებოდა, ახალი ფეხსაცმლის მოსატანად ვერტმფრენი გამოიყენა. ეს ისტორია აიტაცეს დასავლეთის ტაბლოიდებმა და სულთნის ექსტრავაგანტული ჩვეულებები გააკრიტიკეს. პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი სტუმრად ბრუნეის სულთანთანმონარქის გარემოცვაში ჰყვებიან, რომ თავის საყვარელ ბარბერისთან იგი თვითმფრინავით დაფრინავს, ამასთან რომელ ქვეყანაში ცხოვრობს სპეციალისტი, არ აზუსტებენ. ცნობილია, რომ ერთი თმის შეჭრა მონარქს 21 ათასი დოლარი უჯდება, მისი ბადმინტონის მწვრთნელი კი წელიწადში 1, 42 მილიონ დოლარს იღებს, ამდენივეს ხარჯავს სულთანი აკუპუნქტურულ და ჩვეულებრივ მასაჟებზე. ბრუნეის ლიდერს ძალიან უყვარს ქორწილები. თვითონ სამჯერ იყო დაქორწინებული და თითოეულ ცერემონიაზე მილიონობით დოლარს ხარჯავდა. არანაკლებ ფუფუნებით იხდის შვილების ქორწილებს, რომლებიც ხანდახან ერთი კვირა გრძელდება. მონარქს სულ 12 შვილი ჰყავს, აქედან 5 დაქორწინებულია. როცა ტახტის მემკვიდრე, ალ-მუხთადი ბილა ბოლკიაჰი დაქორწინდა, მისი 17 წლის პატარძალს ოქროსქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, რომელიც ბრილიანტებით იყო გაწყობილი. სულთანმა ერთ-ერთი ქალიშვილის ქორწილზე უიტნი ჰიუსტონი მოიწვია, მეორე ქალიშვილს კი საჩუქრად 100 მილიონი ღირებულების თვითმფრინავი Airbus A340 მიართვა. პრინც დარუსალამას ქორწილი 2004წ.პატარძლის ფეხსაცმელი ბრილიანტებით არის გაწყობილიმმართველს არანაკლებ უყვარს თავისი იუბილეების აღნიშვნა. მის ხელქვეითებს განსაკუთრებით დაამახსოვრდათ მონარქის 50 წლის იუბილე. ამისთვის მან დედაქალაქში გასართობი პარკი და სტადიონი ააშენა, რომელზეც მმართველის მიწვევით მომღერალი მაიკლ ჯეკსონი გამოდიოდა. მას ამ გამოსვლაში 17 მილიონი დოლარი გადაუხადეს. სადღესასწაულო ბანკეტზე, სადაც 3 ათასი სტუმარი იყო მიწვეული, განსაკუთრებული კერძები მოჰქონდათ. დღესასწაულის ბოლოს ყოველ სტუმარს სუფთა ოქროს მედლები დაურიგეს. შემდგომში სულთანმა წესად შემოიღო თავის ოჯახურ წვეულებებზე მსოფლიო ვარსკვლავების მოწვევა. ასე მას, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ართობდნენ ელტონ ჯონი, დაინა როსი, სტივ უანდერი, ბონ ჯოვი და თინა თერნერი. პლანეტაზე ყველაზე დიდი სასახლე20 წლის ბოლკიაჰი უკვე სახელმწიფოს ჩაუდგა სათავეში. მამამისმა ნებაყოფლობით უარი თქვა ტახტზე, ამიტომ ახალგაზრდა პრინცს მოუწია სწავლის შეწყვეტა ბრიტანულ სამხედრო აკადემიაში და სამშობლოში დაბრუნება. მანამდე მან კარგი განათლების მიღება მოასწრო-ევროპის გარდა კუალა-ლუმპურში სწავლობდა. თავიდან მისი ქვეშევრდომები ფიქრობდნენ, რომ ახალი მმართველის ხელში უფრო მეტი თავისუფლება ექნებოდათ, თუმცა 13 წლის წინ სახელმწიფოს მეთაურმა გადაწერა კონსტიტუცია. ახლა სულთანის და მისი ოჯახის წევრების არცერთი გადაწყვეტილების, სახელმწიფო იქნება ეს თუ პირადი, გაკრიტიკება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის დამრღვევს ციხე არ ასცდება. ბოლკიაჰს ერთდროულად რამდენიმე თანამდებობა უკავია: იგი სახელმწიფოს მეთაურია, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, უმაღლესი რელიგიური ლიდერი, ქვეყნის მთავარსარდალი და ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტის რექტორიც კი. სამუშაოდან თავისუფალ დროს ბრუნეის 29-ე სულთანს უყვარს ბადმინტონის და სკვოშის თამაში, აგრეთვე ვერტმფრენით გასეირნება. მონარქს ორი ვერტმფრენი ჰყავს, ორი Boeing 447-400 და ექვსი მცირე ზომის თვითმფრინავი. მის Boeing-ში განთავსებულია სასტუმრო, საძინებელი ოთახები და აბაზანა ოქროს პირსაბანებით. ავტოპარკში 9 ათასამდე ავტოკარია Mercedes, Ferrari, Bentley, Koenigsegg, Lamborghini, Aston Martin, Jaguar და BMW, საერთო ღირებულებით 6, 5 მილიარდი დოლარი. ყველაზე მდიდრულ ავტომობილად ითვლება Silver Spur Limo, ავტომობილი რომელიც ოქროთია გაწყობილი და სადღესასწაული ცერემონიებისთვის იყენებენ. სულთანს განსაკუთრებულად Rolls-Royce უყვარს. 90-იან წლებში კომპანია Rolls-Royce-ის შემოსავლების ნახევარი მოდიოდა სულთანსა და მის ძმაზე, რომლებიც მათგან ყიდულობდნენ ავტომობილებს: ისინი ქარხნის კონვეირიდან გადმოსვლის მეორე დღესვე იგზავნებოდა ბრუნეიში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბრუნეის გზების ნახევარზე მეტი არ არის მოასფალტებული. ბრუნეის სულთნის ავტოფარეხიოქროს როლს-როისისულთნის ოჯახი ფლობს The Dorchester-ის სასტუმროების დიდ ქსელს, 150 სახლს 12 ქვეყანაში. ამის გარდა ოჯახს აქვს მამულები ავსტრალიასა და აშშ (ლოს-ანჯელესსა და ლას-ვეგასში). ბოლკიაჰის ყველაზე მდიდრული ბრუნეის ოთხი რეზიდენციიდან არის ნურულ-იმანი (რწმენისა და სინათლის) სასახლე. იგი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე დიდი სასახლე მთელს პლანეტაზე. აქ ცხოვრობს მონარქი თავის დიდ ოჯახთან ერთად. ნურულ-იმანის სასახლე რეზიდენცია 490 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, მისი ღირებულება 1, 3 მილიარდი დოლარია. რეზიდენციაში 1788 ოთახია, 257 აბაზანა, 18 ლიფტი, 44 კიბე, 5 აუზი, საჯინიბე 200 ცხენზე (კონდიციონერებით), მეჩეთი და მიწისქვეშა ავტოსადგომი. სასახლის გუმბათი დაფარულია 22 კარატიანი ოქროთი. მასალა შენობის მშენებლობისთვის 30 ქვეყნიდან იქნა მოტანილი. ამ მშვენიერების ნახვა ხალხს წელიწადში მხოლოდ სამი დღე შეუძლიათ. რამადანის ბოლოს სულთანი ახლობლებთან ერთად 60 ათას ადამიანს მასპინძლობს. სატახტო დარბაზიბანკეტი ნურულ-იმანის სასტუმროში, დედოფალ ელისაბედ მეორის ვიზიტის აღსანიშნავადხალიჩა ოქროს ძაფებითბრუნეის სულთნის პირველი და მესამე ცოლებიასევე დაგაინტერესებთ:# მსოფლიოში ყველაზე მდიდარ პრეზიდენტს არ ახსოვს რამდენი სასახლე აქვს # ნარკომანი ბელადები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები... # ზოგიერთი სასახლის ეტიკეტი, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდა # ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი ორეული # "კრემლის პრინცესა" - გალინა ბრეჟნევა, ნაკლებად ძლიერი ქალი დიდი შესაძლებლობებით 877 6-ს მოსწონს
|