x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ამ სასტუმროში ერთი ღამე 15,000 დოლარი ღირს, თუმცა ვერც კი წარმოიდგენთ ის სად მდებარეობს

image


ოდესმე გიოცნებიათ წყალქვეშა სამყაროს ბინადრებთან ერთად ღამის გატარება? თუ ასეა, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კუნძულ პოსეიდონზე მდებარე 5 ვარსკვლავიან წყალქვეშა სასტუმრო - "Poseidon Undersea Resort"-ში, სადაც თქვენ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელით. უნიკალური წყალქვეშა სასტუმრო 2011 წელს კუნძულ ფიჯიზე, 15 მეტრის სიღრმეზე აიგო, რომელიც ყველანაირი გემოვნებისა და ბიუჯეტის მქონე დამსვენებელზეა გათვლილი, სასტუმროში როგორც სტანდარტულ ასევე სამეფო ნომრებსაც შეხვდებით. კაფსულას ტიპის ოთახები ყველა საჭირო ნივთითა და ავეჯით არის აღჭურვილი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პირველი ათასი დამსვენებლის სახელი როგორც სანაპიროზე, ასევე წყლის ქვეშ სპეციალურ ფილებზეა ამოტვიფრული. სასტუმროში ყველა უსაფრთხოების ნორმაა დაცული, წნევის დონე კი ყოველ საათში კონტროლდება, რის გამოც დამსვენებლები არც თავის ტკივილს და არც ტემპერატურის ცვლილებებს უჩივიან. აქ ძირითადი წყალქვეშა გასართობი - თევზების თვალიერებაა, რომელთა გამოკვებაც ვიზიტორებს სპეციალური დისტანციური პულტის საშუალებით, ნომრიდან გაუსვლელად შეუძლიათ. "Poseidon Undersea Resort" - ში თქვენი სანუკვარი ოცნების ასასრულებლად ერთი ღამეში სულ რაღაც - 15 000 დოლარის გადახდა დაგჭირდებათ.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






0
1267
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1267