x
image
ლანა92
"... თუ პირველობა მე არ მაღირსე, ვიქნები მაინც უკანასკნელი ..."

image






შენ გაირყვნები


შენ გაირყვნები ... აშკარა არი...

ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.

შენი სხეული ნაქანდაკარი,

ხელიდან ხელში წავა ფარულად.

შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა,

მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა...

შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად,

როგორც არავინ გარყვნილა ჯერა!

შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,

დაგეწურება მკერდი მტევნებად -

და სადაც წახვალ - ვით ქუჩის ძაღლი,

სიძვა, მრუშება აგედევნება.

მოგენატრება ეს სიყმაწვილე,

როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად,

და იტყვი: რისთვის დავანაწილე

მე სიყვარული ხარისხეულად!

რა მომელოდა და რა დამარქვეს!

ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები?

სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს,

რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?"

მაგრამ თუ შემხვდი, ო, სულის მეფევ,

სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს -



image



მოვალ და ჩემი კოცნით ავკრიფავ

მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს.

არც ჩამოკრული, არც საყვედური,

მკერდში ჩაგიკრავ, გულს დაგპირდები.

მე, ბედნიერი და უბედური -

წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები.

გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ,

მომიახლოვდი... მომეცი ხელი...

თუ პირველობა მე არ მაღირსე,

ვიქნები მაინც უკანასკნელი...

(ავტორი: იოსებ გრიშაშვილი)

0
154
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0