ტენდენციები 10 "შეშლილი" იდეა უცნაური, სასაცილო და ორიგინალური საცურაო კოსტიუმებისათვის 2020, 19 ოქტომბერი, 19:17 გოგონები ყოველ სეზონზე ცდილობენ, გამოირჩეოდნენ ნათელი, მხიარული ფერებითა და ცოტათი გიჟური იდეებით. ეს ეხება საცურაო კოსტიუმებსაც. ამიტომაც კრეატიული დიზაინერები მომხმარებლებს, ლამაზ ქალბატონებს სთავაზობენ სხვადასხვა საინტერესო, არასტანდარტულ და ზოგჯერ სასაცილო იდეასაც კი. გოგონებსა და ქალბატონებს უცნაური და ორიგინალური საცურაო კოსტიუმი აძლევს შესაძლებლობას, იყვნენ განსხვავებულნი, მიმზიდველნი და სექსუალურნი, გამოირჩნენ სხვებისაგან ჩაცმის კულტურით. ლამაზმანების ეს მცდელობა ყოველთვის წარმატებული შეიძლება, არც იყოს და საცურაო კოსტიუმი რამდენადმე სასაცილოც კი იყოს.მაშ, ასე, წარმოგიდგენთ 10 გიჟურ იდეას საცურაო კოსტიუმებისათვის, რომელიც უცნაურობით, არასტანდარტულობით ხასიათდება:1.საცურაო კოსტიუმებირუჯის ეფექტით
თამამ, ექსპერიმენტის მოყვარულ გოგონებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს მზის ტატუ, კანის გარუჯული ნაწილები, რომელზეც გამოსახულია ნაცნობი სიმბოლოები, ან სასაცილო სურათები. საცურაო კოსტიუმების დიზაინერებმა იზრუნეს, ამ მხრივაც დაეკმაყოფილებინათ მომხმარებელთა ინტერესები. სხვადასხვა ბრენდმა შესთავაზა გოგონებს საცურაო კოსტიუმები, რომლებიც იძლევა სხეულის სასურველ ნაწილას შერჩეული ფორმის, ფიგურის რუჯის მიღების შესაძლებლობას. გოგონები ირჩევენ საცურაო კოსტიუმებს, ამოჭრილს ისეთ ფორმაზე, როგორი რუჯის მიღებაც სურთ.2. საცურაო კოსტიუმებიჯინსის ეფექტითცნობილმა ამერიკულმა ბრენდმა "Guess" ქალბატონების გაოცება გადაწყვიტა და გამოუშვა ორიგინალური საცურაო კოსტიუმები ჯინსის პრინტით. ამ სტილისა და დიზაინის ტრუსები უფრო მოკლე ჯინსის შორტებს ჰგავს. ლამაზმანები ამ საინტერესო საცურაო კოსტიუმით უდავოდ იპყრობენ ზღვაზე მამაკაცთა ყურადღებას.ქალბატონები ძალიან კმაყოფილი დარჩნენ ჯინსის საცურაო კოსტიუმებით და აქტიურად დაიწყეს საზაფხულო გარდერობის ამ მოდური სიახლით გამდიდრება.საცურაო კოსტიუმებისათვის ჯინსის იმიტაციის მრავალი ვარიანტი არსებობს. ქალბატონები, რომელთაც აქცენტი გარუჯვაზე აქვთ, ირჩევენ მინიატურული ბანდოსა და ბიკინის ნაკრებებს.ქალბატონები, რომლებიც აფასებენ რთულ და უჩვეულო გადაწყვეტილებებს, ირჩევენ ჯინსის საცურაო კოსტიუმებს ღია ზურგითა და მუცლით, ღრმად დეკოლტირებული დიზაინით, გვერდებში ამოჭრილი სტილით და ა.შ.ჯინსის ეფექტის შემთხვევაშიც რეტროს თაყვანისმცემელი ქალბატონები უპირატესობას ანიჭებენ კლასიკურ ბიუსტჰალტერებს, ერთიან, დაუნაწევრებელ, დახურულ საცურაო კოსტიუმებს, რომელიც დახვეწილად და ელეგანტურად გამოიყურება.3.საცურაო კოსტიუმი"მამაკაცის ხელები"იუმორით გამორჩეულმა დიზაინერებმა ხუმრობის მოყვარული მომხმარებლებისათვის შექმნეს არასტანდარტული საცურაო კოსტიუმის ზედა ნაწილი. იგი გამოიყურება, როგორც მამაკაცის ორი ხელი, ქალბატონის სხეულზე უკნიდან ვნებიანად შემოხვეული. ყველა მოდური ქალბატონი როდი ბედავს, გავიდეს ზღვის სანაპიროზე საცურაო კოსტიუმით "მამაკაცის ხელები", თუმცა ეპატაჟისა და არასტანდარტული ლუქის მოყვარულებს ეს სასაცილო მოდელი ძალიან მოეწონათ და წარმატებით იყენებენ.4.საცურაო კოსტიუმი"ფოთლების" ეფექტითჩინელმა დიზაინერებმა არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიმდევრებს შესთავაზეს სასაცილო საცურაო კოსტიუმები ფოთლებით. მსუბუქი, ნაზი მწვანე ელფერის ბიუსტჰალტერები გაფორმებულია მინიატურული ფოთლებით, რომლებიც მოხდენილადაა გადაწნული ერთმანეთზე. საცურაო კოსტიუმის ეს ორიგინალური სტილი ხაზს უსვამს მისი მფლობელის ინდივიდუალურობას, სწრაფვას გამორჩეულობისაკენ.5."მიკრო მონოკინი"(მინი ბიკინი)მიმზიდველი ქალის მონოკინი შეიძლება, იყოს არა მხოლოდ კლასიკური, არამედ უკიდურესად ღიაც. ვნებისამღძვრელ მიკრო მონოკინს არ აქვს ფართო დეტალები, იგი შემოისაზღვრება წვრილი, სუსტი თოკებითა და მცირე, პატარა კვადრატებით, რომელიც ძლივს ფარავს ქალის სხეულის ყველაზე დელიკატურ ადგილებს.6.ნაქსოვი საცურაო კოსტიუმებიქალბატონების ნაწილს შეიძლება, უცნაურად მოეჩვენოს და მოერიდოს ამ სტილის საცურაო კოსტიუმით ზღვაზე წასვლას, თუმცა ნაქსოვი ბიკინები გამოსაყენებლად ძალიან პრაქტიკულია, მალე შრება.7. საცურაო კოსტიუმები"ძვირფასი ქვების" ეფექტითქალბატონებს არ შეუძლიათ, თვალები მოწყვიტონ საცურაო კოსტიუმს, რომელიც დამზადებულია მთლიანად ძვირფასი ქვებისაგან. საცურაო კოსტიუმების "ძვირფასი ქვები" დიდი ნაწილი წარმოებულია "ვიქტორია სეკრეტის" ბრენდის მიერ. ასეთი მდიდრული სამოსით არ ღირს ბანაობა, მფლობელს ის სჭირდება სხვების დასანახად, ან ძვირადღირებულ იახტაზე სასეირნოდ.8.საცურაო კოსტიუმიფილტრის ეფექტითამერიკელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, გაეკვირვებინათ მოდის მიმდევრები და გამოუშვეს არასტანდარტული საცურაო კოსტიუმები, რომლებიც აღჭურვილია წყლის გაფილტვრის საშუალებით და შთანთქავს ყველა მავნე ნივთიერებას. საცურაო კოსტიუმის ეს ჭკვიანი მოდელი არა მხოლოდ უსაფრთხო და სასიამოვნო დაბანას უზრუნველყოფს, არამედ ეფექტურადაც გამოიყურება.9. საცურაო კოსტიუმისხეულის ორგანოების პრინტითორიგინალურია საცურაო კოსტიუმები სხეულის ორგანოების გამოსახულებით. საცურაო კოსტიუმების სხეულის ორგანოების პრინტებით ანატომიის სახელმძღვანელოს მოგაგონებთ და იწვევს სიცილს, ინტერესს, განცვიფრებას, გაკვირვებას, თუმცა გულგრილს არავის ტოვებს.10.საცურაო კოსტიუმი"ზვიგენის" ეფექტით
თამამ, გაბედულ მოდის მიმდევრებს უყვართ ეფექტური საცურაო კოსტიუმები, აგრესიული პრინტით. დიდი პოპულარობით სარგებლობს "საშიში" საცურაო კოსტიუმები, შეტევისათვის გამზადებული ზვიგენის გამოსახულებით. დიზაინერები უფრო შორსაც მიდიან და გვთავაზობენ ორიგინალურ მონოკინებს, რომელთაც ამოჭრილ ადგილას ამშვენებს უზარმაზარი ზვიგენის კბილები.
288 1-ს მოსწონს
|