ტენდენციები 10 ფოტო, რომელიც დაგარწმუნებთ კავკასიელი ქალის განსაკუთრებულ სილამაზეში 2020, 13 ოქტომბერი, 15:52 კავკასია არა მხოლოდ კულტურული თავისებურებებითა და იშვიათი ბუნებით გამოირჩევა, არამედ ულამაზესი ქალბატონებითაც. ეს ითქმის როგორც მთლიანად რეგიონზე, ისე მასში შემავალ ნებისმიერ ქვეყანაზე, მათ შორის სომხეთზე. სტატიაში წარმოგიდგენთ სომეხი ქალბატონების ათეულს, რომლის წევრებიც სილამაზის თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ლიდერობენ. რეიტინგში შედიან ის ქალბატონები, რომლებმაც თავიანთი ნიჭის წყალობით მსოფლიო აღიარება მოიპოვეს და ამავდროულად, გარეგნობაც შესაშური აქვთ.1. ა ნ ჟ ე(ანჟელა სარაფიანი)ანჟელა სარაფიანი დიაბადა დედაქალაქში, ერევანში. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, მშობლებთან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, ლოს-ანჯელესში.სამსახიობო კარიერის დასაწყისში ანჟეს საყვარელი საქმიანობა იყო ბალეტი და პიანინოზე დაკვრა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მან არჩევანი შეაჩერა გაცილებით ბევრისმთქმელ, წარმატებულ მომავალზე.მსახიობის კარიერა მან აირჩია მხატვარი მამის გავლენით. მცირე ასაკის მიუხედავად, ანჟელა სარაფიანმა უკვე მოასწრო, ეთამაშა არაერთ ცნობილ, სახელოვან ფილმში და დღეისათვის ჰოლივუდის სამყაროსათვის კარგადაა ცნობილი.2.რუბი(რუბინა ხანზადიანი)რუბინა ხანზადიანი ცნობილია, როგორც გამორჩეული სომეხი მოდელი, რაც მისი გარეგნობის დამსახურებაა. 3 წლის ასაკიდან, ოჯახთან ერთად, იგი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში და იქ იზრდებოდა.ესპანეთში რუბინა ხანდაზიანი ცხოვრობდა 13 წლამდე, ხოლო მერე გადავიდა აშშ-ში. დღეისათვის იგი ცხოვრობს და მოდელად მუშაობს ნიუ-იორკში. მას აქვს დიდი შესაძლებლობა, გახდეს "ვიქტორია სეკრეტის" ანგელოზი, თავის გარეგნულ მონაცემებს იყენებს კიდეც წარმატებისათვის.3.კიმი(კიმ კარდაშიანი)კიმ კარდაშიანი გამოირჩევა ქალური მიმზიდველობით, რაც მისთვის დამახასიათებელი მკვეთრი ინდივიდუალიზმით აიხსნება. ის ყველაზე ლამაზი ცნობილი სომეხი ქალბატონია, რომელიც მუშაობს ამერიკაში.კიმმა აღიარება მოიპოვა რეალითი შოუდან "კარდაშიანების ოჯახი". აღნიშნული სატელევიზიო პროგრამა აშშ-ში მიიჩნევა ყველაზე მოთხოვნად შოუდ. კიმის პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ ინსტრაგრამში მას 121 მილიონი გამომწერი ჰყავს. იგი აწარმოებს თავის პარფიუმერიასა და სუნამოებს.4.ვარდა(ვარდანუშ მარტიროსიანი)წარმოშობით სომეხი ლამაზმანი, ვარდა მარტიროსიანი დღეისათვის მიმზიდველი უკრაინელი მოცეკვავე, მომღერალი და მოდელია. იგი დაიბადა უკრაინაში, თუმცა აქვს სომხური ფესვები.ახლა ის ცხოვრობს რუსეთში და ამბობენ, რომ ყველაზე ლამაზი სომეხია იმათ შორის, ვინც კი მოსკოვში ცხოვრობს.ვარდას აქვს იდეალური სხეულის ფორმა, რის გამოც მისი ცეკვა განსაკუთრებით მომხიბვლელია. იგი აწარმოებს ტანსაცმლის საკუთარ ბრენდს, სახელწოდებით "ვარდა", სადაც ნებისმიერი ქალი იპოვის თავისი გემოვნების სამოსს.5.ქლოა კარდაშიანიქლოა კარდაშიანი კიმის დაა, რომელიც, ასევე, ცნობილი გახდა აშშ-ის ტელეშოუდან "კარდაშიანების ოჯახი".იგი ერთ-ერთი ყველაზე საქმიანი ქალია აშშ-ის ბიზნესის სამყაროში. ქლოა აწარმეობს ტანსაცმლის ბრენდს, ჯინსებსა და სპორტულ სამოსს.მანვე გამოსცა წიგნი-ბეტსელერები ჯანმრთელ კვებაზე, ვარჯიშსა და ბევრ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ეხმარება ადამიანს ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და სხეულის გაკაჟებაში. ქლოა უძღვება საავტორო გადაცემას, ტელეშოუს "კოქტეილი ქლოასთან".6.საფინაზი(საფინა გრიგორიანი)საფინა გრიგორიანი ცნობილია საფინაზის სახელით და განსაკუთრებით პოპულარულია არაბულ სმაყაროში, რამდენადაც იგი მიიჩნევა ფანტასტიკურ რუს-სომეხ მუცლის მოცეკვავედ. თავისი ნიჭის წყალობით, საფინაზმა მიაღწია დიდ წარმატებას. იგი, სანამ მუცლით ცეკვით დაკავდებოდა, იყო ბალერინა. გამომდინარე იქიდან, რომ არაჩვეულებრივი შემსრულებელია აღმოსავლური ცეკვისა, იგი ხშირად ირებს მონაწილეობას არაბულ ფილმებსა და ვიდეოკლიპებში.7.სირუშო(სირუჰი არუთინიანი)
სირუშო ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში.8.ალისა(ალისა პანიკიანი)წარმოშობით სომეხი ალისა პანიკიანი ცნობილი ბულგარო-კანადელი მოდელია, რომელიც დაიბადა ერევანში. 2006 წელს მას ჰქოდა შესაძლებლობა, გამხდარიყო მის სამყარო კანადა. ალისა გამოირჩევა უნიკალური გარეგნობით, განსაკუთრებით გრძელი ფეხებით, რის გამოც ძალიან უხდება საცურაო კოსტიუმი. სწორედ ამის წყალობით, მან მიიღო ტიტული "მის ბიკინი".ალისა არა მხოლოდ სამოდელო საქმიანობითაა დაკავებული, არამედ ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანიცაა.9.შერი(შერილინ სარქისიანი)შერი მიიჩნევა ნიჭიერ ამერიკელ მსახიობად და მომღერლად, რომელიც დაიბადა სომხეთში და აქვს ღრმა სომხური ფესვები. შერილინ სარქისიანი 16 წლის იყო, როცა საცხოვრებლად წავიდა ლოს-ანჯელესში და დაქორწინდა ჰოლივუდელ პროდიუსერ სონი ბონოზე. მათ დაიწყეს ერტად სიმღერა და სცენაზე გამოსვლა. აქედან იწყება, შერის, როგორც მომღერლის, კარიერა. შერილინ სარქისიანი უკვე 70-ს გადაცილებულია, თუმცა ბუნებრივი ქარიზმა და სილამაზე არ დაუკარგავს.10.ივეტა მუკუჩიანიივეტა მუკუჩიანმა მსოფლიო საზოგადოებას თავი დაამახსოვრა 2016 წლის ევროვიზიით. იგი დაიბადა სომხეთში, თუმცა გაიზარდა გერმანიაში. ივეტა არა მხოლოდ პოპულარული მომღერალია, არამედ მოდელიც, რომელიც ცნობილი სარეკლამო კომპანიების უცვლელი სახეა. მსახიობადაც მოსინჯა ძალები ფილმში "გაიქეცი, ან დაქორწინდი".დასთან, მარიანასთან ერთად, ივეტამ დაარსა ბრენდი "მუკუჩიანი", რომელიც აწარმოებს საიუბელირო ნაწარმს, ლამაზ სამკაულებს.1634 1-ს მოსწონს 1-ს არა
|