სხვა ამერიკაში კაცს ძეგლი უსახლკარო ადამიანი ეგონა და პოლიციას გამოუძახა 2020, 19 ოქტომბერი, 18:33 კურიოზული შემთხვევა აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ქალაქ კლივლენდის მახლობლად, წმ. ბარნაბას ეკლესიასთან მდებარე პარკში მოხდა. სკამზე მწოლიარე ადამიანის ძეგლი, რომლის სახელია "უსახლკარო იესო" ეკლესიის მიმდებარედ, პარკში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და მალევე ეკლესიის წინამძღოლს, ალექს მარტინს პოლიციიდან დაუკავშირდნენ. ალექსი მარტინს სტატუას დადგმიდან 20 წუთის შემდეგ მას პოლიციელთან საუბარი მოუწია ... რადგან ვიღაცას ის ნამდვილი ადამიანი ეგონა. სტატუა სახელწოდებით "უსახლკარო იესო" მდებარეობს წმინდა ბარნაბას საეპისკოპოსო ეკლესიის ეზოსთან მდებარე პარკში, კლივლენდთან ახლოს, ქალაქში უსახლკაროების პრობლემის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და..როგორც ჩანს იმუშავა ... რადგან ვიღაცამ მაშინვე მოახსენა ამის შესახებ პოლიციას. სტატუა ეკლესიის ეზოში დეკემებრამდე იქნება. 103 5-ს მოსწონს
|