სხვა რონი და დონი- ყველაზე ასაკოვანი სიამის ტყუპები 2020, 16 ოქტომბერი, 11:39 სიამის ტყუპები რონი და დონი გეილიონები მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან სიამის ტყუპებად ითვლებიან. მათ 69 წლის ასაკამდე მიაღწიეს და მსოფლიო რეკორდი მოხსნეს სიამის ტყუპებს შორის. ძმებს ორი წყვილი ხელი, ფეხი ჰქონდათ, ასევე საკუთარი გული და კუჭი. საერთო მათ საჭმლის მომნელებელი სისტემა და პენისი ჰქონდათ, რომელსაც დონი მართავდა. ძმები დეიტონში, ოჰაიოს შტატში დაიბადნენ 1951 წლის ოქტომბერში, საავადმყოფოში კი პირველი 2 წელი გაატარეს, რადგან ექიმები მათ გაყოფას ცდილობდნენ. 4 წლის ასაკიდან მათ საკუთარი შემოსავალიც გამოუჩნდათ ცირკში მონაწილეობით, სკოლაში კი არ უვლიათ, რადგან მასწავლებელი თვლიდა, რომ სხვა ბავშვბს ყურადღებას უფანტავდნენ. ამიტომაც გააგრძელეს ცირკში მოღვაწეობა და ხალხის გართობა სხვადასხვა ფოკუსებით.
39 წლის ასაკში მათ საცირკო კარიერა მიატოვეს და უმცროს ძმასთან და მის ცოლთან ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ტყუპებისთვის ცხოვრება გაემარტივებინათ. ტყუპები ყველანაირად ცდილობდნენ სრულფასოვნად ეცხოვრათ, ჯარშიც მოინდომეს წასვლა, მაგრამ არ მიიღეს. ძმები 2020 წლის 4 ივლისს, გულის უკმარისობით გარდაიცვალნენ. 445 შეფასება არ არის
|