საზოგადოება ვინ არის და როგორ ცხოვრობს თურქული "დრამის დედოფალი" ნესლიჰან ათაგული - გოგონა მწვანე თვალებით, რომელმაც ათასობით ადამიანი "მოაჯადოვა" 2020, 15 ოქტომბერი, 10:42 თურქ მსახიობებს საქართველოში პოპულარობა აქამდეც არ აკლდათ, თუმცა პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის შემდეგ, ადამიანებს უფრო მეტი დრო გამოუჩნდათ სერიალებისთვის, მათ შორის, თურქული სერიალებისთვისაც და ახალი კერპებიც გაჩნდნენ. მეზობელი ქვეყნის მსახიობები ჩვენთან ისეთი პოპულარულები არიან, რომ სოციალურ ქსელების ქართულ საზოგადოებაში მათ "ფან გვერდებსაც" შეხვდებით, ათასობით გამომწერით. ერთ-ერთი ასეთი პოპულარული მსახიობი ნესლიჰან ათაგულია, რომელსაც ქართველი მაყურებელი სხვადასხვა სერიალით იცნობს. თუ თურქულ მედიას გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ათაგული თურქეთში თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ვარსკვლავად ითვლება, რომელსაც უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. განსაკუთრებული წარმატება და აღიარება კი მოუტანა ფილმმა Araf (განსაწმენდელი), სადაც ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში მყოფი მსახიობი (18 წლის ასაკში) ურთულეს როლს ასრულებს. ნესლიჰანის გმირი ფილმში აბორტს საკუთარი ხელით იკეთებს, ეს არის სცენა, რომელზეც დღემდე ბევრს საუბრობენ და რომელმაც ნესლიჰანს არა მარტო თურქეთის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მოუტანა აღიარება. ფილმი 2011 წელსაა გადაღებული და ნესლიჰანის გმირს ზეჰრა ჰქვია. ამ ფილმის შემდეგ რამდენიმე სერიალში შეასრულა მთავარი როლი და მათ შორის ყველაზე უფრო წარმატებული სერიალი Kara Sevda აღმოჩნდა, სადაც პარტნიორობა თურქული კინოინდუსტრიის ვარსკვლავს, ბურაქ ოზჩივიტს გაუწია. ეს ერთადერთი თურქული სერიალია, რომელმაც Emmy-ს დაჯილდოებაზე მთავარი ჯილდო აიღო. ნესლიჰანს თურქული დრამის დედოფალს უწოდებენ და ამბობენ, რომ ვერავინ ტირის კამერების წინ ისე გულწრფელად და არავის შეუძლია ემოციების ისე მკაფიოდ გადმოცემა, როგორც მას... განაგრძეთ კითხვა <<< 915 2-ს მოსწონს
|