x
image
ლანა92
".. და რა ქალი?! ხელის გულით სატარები.. რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი.."

image



ბოშა ქალი




და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...

რა თვალები? ! ელვის ცეცხლის დამჭერი...



image




ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...

შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...



image




მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,

ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...

ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:

-მხოლოდ ერთხელ მაკოცეო,

სულიკო !..

ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,

განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?



image

მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი

სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...


(ავტორი: ანა კალანდაძე)

0
185
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0