პოეზია ".. და როგორც გიჟი, ო, როგორც გიჟი, თმააწეწილი მოლი ხარხარებს... 2020, 14 ოქტომბერი, 21:18
=====
ო, მე კი არა, გული ხარხარებსროცა ნამიან ველზე გავივლი,ნამი ბალღივით მართობს, მახარებს...ქარო, მოიტა ატმის ყვავილი,ქარო, ფოთლებიც შემომაყარე...და როგორც გიჟი, ო, როგორც გიჟითმააწეწილი მოლი ხარხარებს...ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშითდა ხელუკუღმა შემომაყარეს...და მეც გავგიჟდი.. ო, მე კი არა,გული ხარხარებს, გული ხარხარებს...და შენ ქუჩაში, რომ გაიარო,ფოთლები წაღმა შემომაყარე...====ღრუბლებიმათ გადაიარეს ცა პირამიდების,ხეთა და მიდია...ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,კვლავ საით მიდიან?რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,კვლავ ფეხქვეშ რაოდენმწვერვალებს ითვლიანღრუბლები ...კვლავ საით მიდიან ღრუბლები?რა ვიცი... მიდიან...94 1-ს მოსწონს
|