ვარსკვლავები ყველაზე წარმატებული ბრაზილიელი მოდელების ცხელი ათეული 2020, 14 ოქტომბერი, 17:55 ბრაზილია არა მხოლოდ სპორტისადმი სიყვარულით, ნიჭიერი ფეხბურთელებით, საოცარი კარნავალებითა და სატელევიზიო შოუებით გამოირჩევა, არამედ ულამაზესი ქალბატონებითაც.ბრაზილიელი სუპერმოდელების ცხელი ათეული დღეისათვის ასე გამოიყურება:1.ადრიანა ლიმაბრაზილიელი სუპერმოდელების ცხელ ათეულს ხსნის ყველაზე ცნობილი ლამაზმანი ადრიანა ლიმა. იგი წლებია (1999 წლიდან), რაც "ვიქტორია სეკრეტის" ანგელოზია, ხოლო აღნიშნული ბრენდი მხოლოდ საუკეთესო სახეებს ირჩევს და იწვევს სათანამშრომლოდ.ადრიანა ლიმას, ასევე, აქვს მუშაობის გამოცდილება ისეთ ძლიერ და სახელოვან კომპანიებთან, როგორიცაა "Maybelline", "Versace", "Armani", "Louis Vuitton" და სხვები. ასაკის მატებასთან ერთად, მისი პოპულარობა არა თუ იკლებს, არამედ სულ უფრო მატულობს, ადრიანა ლიმა დღემდე საპატიო ადგილს იკავებს ყველაზე ლამაზი და წარმატებული მოდელების რეიტინგებში. ცნობილი ბრენდები ერთმანეთს ეჯიბრებიან და სთავაზობენ სუპერმოდელს კონტრაქტს, თანამშრომლობას.ადრიანა ლიმას წარმატებული კარიერა იწყება ჯერ კიდევ 15 წლის ასაკიდან, როცა მონაწილეობა მიიღო და გახდა ბრაზილიის სამოდელო კონკურსის, სააგენტო "ფორდ მოდელსის" გამარჯვებული.2.ჟიზელ ბუნდჰენიჟიზელ ბუნდჰენს შეუძლია, იამაყოს არა მხოლოდ იმით, რომ ჟურნალმა "ფორბსმა" იგი დაასახელა ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად, არამედ იმითაც, რომ მის თაყვანისმცემლებს შორის იყო შეუდარებელი ლეონარდო დი კაპრიო. სუპერმოდელი დაქორწინდა ფეხბურთელ ტომ ბრედიზე და ჰყავს 2 შვილი - ბენჯამენი და ვივიანი, ამავდროულად, აქტიურად განაგრძობს კარიერას.საინტერესოა, რომ ჟიზელ ბუნდჰენს არასოდეს უოცნებია პოდიუმზე გასვლასა და ამ გზით მილიონების გამომუშავებაზე. გარდა ამისა, სუპერმოდელს ჰყავს კიდევ 5 და, რომელთაც იგივე პროფესია აირჩიეს, თუმცა მისი წარმატება ვერცერთმა ვერ გაიმეორა.3.ალესანდრა ამბროსიოალესანდრა ამბროსიო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრაზილიელი სუპერმოდელია, ასევე, "ვიქტორია სეკრეტის" სახე. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ბრენდებთან: "რევლონთან", "არმანისთან", "როლექსისთან", "კელვინ კლაინთან", "რალფ ლაურენთან".ალესანდრა ამბროსიო ამშვენებს უთვალავ ჟურნალს, მის გარეკანს, მოდის ისტორიებს. წარმატებულ კარიერასთან ერთად, მის ოჯახს შეადგენს მეგობარი მამაკაცი, ბიზნესმენი ჯეიმი მაზური, შვილები: ანი ლუიზა და ნოა ფენიქსი.ალესანდრამ პირველი ნაბიჯები მოდის სფეროსაკენ ადრიანა ლიმასა და ჟიზელ ბუნდჰენზე ადრეც კი გადადგა. კერძოდ, 12 წლის ასაკში ის შევიდა სამოდელო კურსებზე. 15 წლის ასაკში ალესანდრა ამბროსიომ ბრაზილიაში მოიგო პროექტი "ელიტ მოდელ ლუქ" და მიიღო კონტრაქტი, რომელზეც მსოფლიოში მილიონობით გოგონა ოცნებობს.4.კამილა ალვესიკამილა ალვესი სანამ მეთიუ მაკკონაჰის, ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობისა და უსიმპათიურესი მამაკაცის გულს დაიპყრობდა, ამერიკაში წარმატებული მოდელი იყო. 19 წლის ასაკში გადაწყვიტა, საცხოვრებლად ბრაზილიიდან ნიუ-იორკში გადასულიყო, რადგან ძალიან უნდოდა, მსოფლიო პოდიუმი დაეპყრო. კამილა ალვესმა ეს შეძლო და უფრო მეტიც, ცნობილი მაღაზიის, "მაკისის" სახეც კი გახდა.2007 წელს იგი შეხვდა თავის სიყვარულს, ჰოლივუდელ მეთიუ მაკკონაჰს. შეყვარებულები 5 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და შემდგომ დაქორწინდნენ. კამილამ თავის რჩეულს არა მხოლოდ გული უძღვნა, არამედ მთელი ცხოვრების დრო და კარიერიდან მთლიანად ოჯახზე გადაერთო. მოდელს ჰყავს 3 შვილი: 1 ქალიშვილი და 2 ვაჟიშვილი.5.იზაბელ გულარიიზაბელ გულარიც "ვიქტორია სეკრეტის" "ანგელოზია". გოგონას საუკეთესო ფიზიკური მონაცემები გენეტიკურად ერგო ბრაზილიელი და იტალიელი წინაპრებისაგან. იზაბელის სილამაზე და ზუსტი, მკვეთრი ფიგურა იპყრობს უთვალავი ადამიანის გულს, რომელთა შორისაა განთქმული დიზაინერებიც. სუპერმოდელს აქტიურად იწვევენ სათანამშრომლოდ: "ოსკარ დე ლა რენტა", "ვალენტინო", "დოლჩე და გაბანა", "რალფ ლაურენი", "სტელა მაკარტნი" და სხვები.6.ანა ბეატრის ბაროსიანა ბეატრის ბაროსის შეხედვისას იფიქრებთ, რომ მას ფესვები რუსეთიდან აქვს: დიდი მწვანე თვალები, ღია ფერის კანი და თმები, მაგრამ რეალურად მას ძარღვებში უჩქეფს ესპანური, იტალიური და პორტუგალიური სისხლი. ასეთი საინტერესო გარეგნობის გოგონა შეიძლება, არ შეემჩნიათ მხოლოდ იმიტომ, რომ ბრაზილიის ერთ პატარა ქალაქში დაიბადა და იზრდებოდა. მოგვიანებით, მშობლებთან ერთად, ანა ბეატრის ბაროსი გადავიდა საცხოვრებლად ჯერ რიო-დე-ჟანეიროში და მერე -ნიუ-იორკში, სადაც დაიწყო მისი კარიერა. სუპერმოდელი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა მსოფლიოს არაერთ ცნობილ ბრენდთან, რომელთა რიცხვში შედის "ვიქტორია სეკრეტიც".7.სინტია დიკერიწითური, ჭორფლიანი სინტია დიკერის თაყვანისმცემლების ოდენობის დათვლა შეუძლებელია. თავისი უჩვეულო, იშვიათი გარეგნობის, თმის ნათელი, კაშკაშა ფერისა და განსაცვიფრებელი ფიგურის დამსახურებით სინტიამ ადვილად მოიპოვა აღიარება ისეთი ძლიერი ბრენდებისაგან, როგორიცაა: "ლორეალი", "ენ ტეილორი", "გუჩი", "მაკისი", "დოლჩე და გაბანა" და სხვა.სინტია დიკერი არა მხოლოდ პოპულარულ ჟურნალებთან, ბრენდებთან და კომპანიებთან თანამშრომლობს, არამედ სერიალებშიც იღებს მონაწილეობას.8.იზაბელ ფონტანაიზაბელ ფონტანას პოდიუმზე გამოსვლა თავიდანვე იყო სკანდალური, ხმაურიანი. იგი 13 წლიდან ჩაერთო სამოდელო საქმიანობაში და 16 წლის ასაკში "ვიქტორია სეკრეტის" კატალოგშიც გამოჩნდა. აქამდე "ვიქტორია სეკრეტი" დებდა კონტრაქტს მხოლოდ 21 წელს მიღწეულ მოდელებთან, ხოლო იზაბელ ფონტანა ჯერ 16 წლის იყო, რის გამოც ეს ფაქტი გახდა საზოგადოების განხილვის, კამათის საგანი, თუმცა მოდელმა შეძლო, სახელი გაეთქვა.იზაბელ ფონტანამ ორჯერ ქორწინებაც მოასწრო. პირველად დაქორწინდა მოდელ ალვარო ჯაკომოსზე, ხოლო მეორედ -მსახიობ ჰენრი კასტელზე. იზაბელს პირველი მეუღლისაგან ჰყავს ზიონი, ხოლო მეორისაგან - ლუკასი.9.რაკელ ციმერმანირაკელ ციმერმანი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული მოდელია. ყველა მოდელს როდი შეუძლია, რაკელსავით იამაყოს, რომ 14 წლის ასაკში ჟურნალ "ვოგის" გარეკანზე გამოჩენა ეღირსა. ქერა ლამაზმანი გადაიღეს "ვოგი იტალიის" ერთ-ერთი ნომრისათვის, საიდანაც მოდელის კარიერა გასაოცარი სისწრაფით აეწყო.10.ფლავია დი ოლივეირაცხელი ათეულის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ფლავია დი ოლივეირა "ვიქოტრია სეკრეტის" ჩვენებების ხშირი მონაწილეა. მასზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ სუპერმოდელი თანამშრომლობდა ცნობილ ბრენდებთან: "დიორი", "ვალენტინო", "მისონი"-სთან და სხვებთან.262 2-ს მოსწონს
|