ვარსკვლავები ბრიტანელი მოდელი სავსე ფორმებით, რომელსაც "მეორე კიმ კარდაშიანს" უწოდებენ 2020, 13 ოქტომბერი, 17:15 დემი როუზი ბრიტანული წარმოშობის ცნობილი მოდელი და დიჯეია, რომელიც გამოირჩევა თამამი, სკანდალური ფოტოსესიებით.
მას "მეორე კიმ კარდაშიანსაც" კი უწოდებენ, გამომდინარე იქიდან, რომ დემი როუზიც გამოირჩევა სავსე სხეულის ფორმებითა და სითამამით.
დემი როუზი თავის გულშემატკივრებს თამამი ფოტოებით სულ უფრო აკვირვებს და ანებივრებს. კერძოდ, მოდელმა 2018 წელს ერთ-ერთი ტანსაცმლის მაღაზიის რეკლამირებისათვის იბიცაზე იპოზიორა საცურაო კოსტიუმით და შედეგით თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ მოხიბლა. იბიცას ფოტოსესიაზე მან მოირგო რამდენიმე სახის საცურაო კოსტიუმი (ბიკინი).დემი როუზმა ჯერ მოირგო შავი საცურაო კოსტიუმი, ეთნიკურობაზე მიმანიშნებელი ზოლებით, რამაც ხაზი გაუსვა მის მადისამღვძრელ ფორმებს.
შავი საცურაო კოსტიუმის მორგების შემდგომ, ფოტოგრაფებმა გადაწყვიტეს, შეეცვალათ გადაღების ადგილი და ახლა უკვე დემი როუზი ზღვის სანაპიროსთან ახლოს თეთრი საცურაო კოსტიუმითა და თხელი ბადე-პულოვერით წარმოსდგა ფოტოსესიაზე.
დემი როუზის ფოტოები სწრაფად აიტაცეს ინსტრაგრამზე, მან საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
დენი როუზის სილამაზე და სავსე სხეულის ფორმები არცერთ მამაკაცს არ ტოვებს გულგრილს, თუმცა თვითონ მოდელი უკმაყოფილოა თავისი ფიგურით.
" ძალიან სწრაფად ვიმატებ წონაში. თუ ჯანმრთელობისათვის მავნებელ რამეს ვჭამ, ეს მაშინათვე აისახება ჩემს ფიგურაზე. ეს ნიშნავს, რომ არავითარი ტორტი დაბადების დღეზე!!!", - განაცხადა მოდელმა იბიცას ფოტოსესიაზე.
დემი როუზი არც წითელ ხალიჩაზე იჩენს მოკრძალებას და ზედმეტად თამამი კაბებით გამოდის. 2016 წელს მან მოირგო მუქი წითელი გამჭვირვალე მაქმანის კაბა, სხეულს, ფაქტობრივად, მხოლოდ საცვლები უფარავდა, რითაც იქ მყოფი საზოგადოება გააოცა.
ფიქრობენ, რომ დემი როუზი თავისი სავსე სხეულის ფორმებითა და თამამი ჩაცმულობით კიმ კარდაშიანს ბაძავს და მას უწევს მეტოქეობას. ამ ეჭვმა "ყვითელ პრესაში" გაიჟღერა.
173 1-ს მოსწონს
|