x
image
alex999
17 ცრურწმენა და ტრადიცია, რომელიც დღემდე არის შემორჩენილი

შესაძლოა ვერც კი ვხვდებოდეთ, თუმცა ჩვენ ისევ გვჯერა ცრუ რწმენების და ამ ყველაფერს ტრადიცულად მივსდევთ. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ცრურწმენებსა და ტრადიციებზე, რომელიც დღემდე აქტიურია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში...


image









1. ტყვიის დაღვრა - ტყვიის დაღვრა შამანიზმის ერთ-ერთი ტრადიციაცაა. შამანიზმში ამას "გაწითლებას" უწოდებენ. არსებული ცრურწმენის თანახმად, ამ რიტუალის საშუალებით ადამიანის სხეულიდან ავ სულებს დევნიან.

image




2. წითელი ლენტი - ეს რიტუალი იღბალთან და ბედთან ასოცირდება. ისლამურ ქვეყნებში საქორწინო ტრადიციაა.

image




3. საფლავის ქვა - მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში მიცვალებულს უდგავენ საფლავის ქვას, თუმცა ეს ტრადიცია არ მოქმედებს აფრიკულ კონტინენტსა და ასევე აზიურ ქვეყნებშიც. ისინი თვლიან, რომ ეს უბრალოდ არასასურველი რიტუალია.

image




4. სურვილის ჩაფიქრება - სურვილების ჩაფიქრებაც ასევე შამანიზმიდან მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ბუნების სულები ადამიანს ჩაფიქრებული სურვილის ასრულებაში ეხმარებიან.


image




5. ძაღლის ყმუილი ცუდის ნიშანია - კიდევ ერთი ცრურწმენა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში თითქმის ყველას სჯერავს. შამანიზმის მიხედვით, ძაღლი ყმუის მაშინ, როდესაც ადამიანის სულს ხედავს, ამის დანახვა ადამიანს არ შეუძლია და თუ ამ "მოლანდებას" იხილავს, ესეიგი უახლოეს მომავალში მოკვდება.

image




6. ბოროტი თვალი - კიდევ ერთი ცნობილი ცრურწმენა, რომელიც აღმოსავლურ ქვეყნებში ტრადიციადაა ქცეული. ძალიან ბევრ ქვეყანაში ბოროტი თვალისგან თავის დასაცავად ადამიანები "თვალის მძივს" ატარებენ.

image




7. ხალიჩები და სპეციალური გადასაფარებლები - აზიურ ქვეყნებში თითქმის ყველა სახლშია ხალიჩა, ნოხი ან სპეციალურად დამზადებული მაგიდის გადასაფარებელი, რომელიც ოჯახს ბოროტი სულებისგან იცავს. ამ ტრადიციის მიმდევრები განსაკუთრებით თურქები, ქურთები, ტაჯიკები და თურქემენები არიან.

image




8. მავლიტი და საგალობელი - თითქმის ყველა რელიგიაშია მიცვალებულის "სიმღერით'' გაცილება, გარდა ისლამისა. თუმცა შიიტების რელიგურ დღესასწაულებზე გალობენ, რაც სუნიტებისთვის მიუღებელია.

image




9. წყლის დალევის დროს, თავის ხელით დაჭერა - მორიგი ცრურწმენა, რომლის თანახმადაც, წყლის დალევისას შესაძლოა ადამიანმა ჭკუა დაკარგოს.

image




10. საპნის ხელიდან ხელში გადაცემა - ამ ცრურწმენის თანახმად, საპნის ხელიდან ხელში გადატანით სიმწარე გადაგვაქვს, ანუ უმჯობესია დავდოთ სადმე და შემდეგ ავიღოთ ან აიღონ.

image




11. თმის შეჭრა კვირა დღეს - ხალხური რწმენის თანახმად, თმის შეჭრა კვირა დღეს კატეგორიულად იკრძალებოდა: მიიჩნეოდა, რომ ეს უარყოფით გავლენას ახდენდა ადამიანის იღბალზე. კვირა დღეს თმის მოკვეცა წარმატებისთვის „ფრთების დაჭრის“ ტოლფასი იყო.

image




12. მარცხენა ფეხი - თუ თქვენ არ გწამთ შამანიზმის, მაშინ ნურასოდეს იტყვით ფრაზას: "რაიყო მარცხენა ფეხით ადექი?" მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ეს ცრურწმენა დღემდე საკმაოდ აქტიურია. ამ რიტუალის მიმდევრები ყოველთვის შესასვლელებში მარჯვენა ფეხით შედიან, ვინაიდან მარცხენა ფეხით შესვლა უიღბლობის ნიშანია.

image




13. იდუმალებით მოცული 13. პარასკევი - შეიძლება არც კი დამიჯეროთ, მაგრამ ნამდვილად მეცამეტეზე მოუწია ამ იდუმალებით აღსავსე 13, თუმცა დღეს ოთხშაბათია და არა პარასკევი, რამაც შედარებით დამამშვიდა(:D). თუ პარასკევი 13 რიცხვს ემთხვევა, ეს ბევრ ქვეყანაში ავის მომასწავებლად მიიჩნევა. ჯერ კიდევ ძველ დროში სჯეროდათ, რომ ასეთი დამთხვევა წელიწადში ყველაზე მისტიკური და საიდუმლოებით მოცული დღეა. ბევრის მოსაზრებით, ეს ცრურწმენა ბიბლიური დროიდან მოდის. მიიჩნევენ, რომ სწორედ 13 რიცხვში, პარასკევს გამოდევნეს პირველი ადამიანები სამოთხიდან და იესო ჯვარს სწორედ ამ დღეს გააკრეს.

image




14. გაცილება წყლის დასხმით - ამ რიტუალის თანახმად, შორ გზაზე წამსვლელს კეთილი ანგელოზები მუდად გვერდით ეყოლება და დაიცავს ავი სულებისგან.

image




15. ლოყების გაწითლება - ცრურწმენის თანახმად, თუ ადამიანს ლოყები უხურს, ესეიგი მას ვიღაცეები ახსენებენ, თუ სიმხურვალე დიდხანს გასტანს, გამოდის, რომ ვიღაც ძალიან ცუდს ლაპარაკობს ზურგს უკან.

image




16. შავი კატა - შამანიზმის თანახმად, თუ წინ შავმა კატამ გადაგირბინათ, ესეიგი დაითარსებით. ამის შემდეგ ხშირად ისმის შემდეგი ფრაზა: "ფუი ეშმაკს"

image




17. სარკე -შამანიზმის მიხედვით, სარკეებთან არასწორმა მოპყრობამ შესაძლოა გამოიწვიოს უბედურება და ავადმყოფობები. ყველაზე გავრცელებულია გატეხილი სარკის ცრურწმენა. თუ ვინმეს სარკე გაუტყდა, ეს ცუდის ნიშანია. ითვლებოდა, რომ გატეხილ სარკეს მოსდევს უბედურების შვიდი წელი. მაგრამ ამისგან თავის დაღწევაც შეიძლება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნამსხვრევებში ჩახედვა ან მათი აღება ხელში. ნამსხვრევები უნდა გადავაგდოთ წყალში,
რომელიც მიედინება (მდინარეში ან ნაკადულში) და ამ შემთხვევაში უბედურებას გვერდს ავუვლით.


image
























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!








<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



ერთი მეომარი არმიის წინააღმდეგ! - მებრძოლები, რომლებმაც ისტორია დაწერეს...

image



5 რამ, რაც ჩინელებმა ჭკვიანურად დააკოპირეს!

image



შეუდარებელი, დახვეწილი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი - გავიხსენოთ ანჯელინა ჯოლი(15 ფოტო)

image



უცნაური საკვები, რომელსაც ცხოვრებაში პირველად ნახავთ - გასინჯავდით?

image



მოემზადეთ! წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე არაჩვეულებრივ ავტომობილებს...

image



იცოდით, რომ მარტორქებს შეუძლიათ სპილოების, ბუფალოების და ასევე ლომების გამოწვევა

image



მეცნიერების მიერ აღმოჩენილი 5 ახალი სახეობა!

image



4 ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა ისტორიში, რომელიც ბოლო 50 წელში განვითარდა

image

0
393
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0