ვარსკვლავები მოდა და დრო - ვინ არიან ყველაზე ლამაზი სლავი ქალბატონები დღეს 2020, 12 ოქტომბერი, 16:28 1.ანასტასია ზავოროტნიუკიანასტასია ზავოროტნიუკი ცნობილი გახდა სერიალიდან "ჩემი მშვენიერი ძიძა".სერიალის რეჟისორი იყო სერგეი ჟიგონოვი, რომელიც, ამავდროულად, იყო ანასტასიას მეწყვილე ფილმში. ტელეეკრანებზე გამოჩენის დღიდან მოყოლებული ანასტასია ზავოროტნიუკის გარეშე რუსეთში არ გამოსულა არცერთი ბეჭდური თუ ონლაინ გამოცემა, იგი უცებ გახდა ძალიან პოპულარული. მსახიობი ხშირად ჩანს ეკრანებზე და ინტერესს აღძრავს თავისი სასიყვარულო ისტორიებით.2.ოქსანა ფიოდოროვა
ოქსანა ფიოდოროვა - მოდელი და იურისტი, დოქტორი და "მის სამყარო 2002", ერთ ადამიანში სილამაზის, ნიჭისა და ინტელექტის ასეთი შერწყმა გასაოცარია.ერთი რამ ცხადია, იგი დამსახურებულად მიიჩნევა ერთ-ერთ ულამაზეს სლავ ქალბატონად.3.კრისტინა ასმუსიმომავალი წარმატებისათვის ტრამპლინი კრისტინა ასმუსისათვის იყო სერიალი "სტაჟიორები". ამის შემდგომ იყო "ნაძვის ხეები", "კონკია".. და სხვა. მისი უძირო, ფირუზისფერი თვალები, სწორი სახის ნაკვთები, ნაზი კანი და იდეალური ფიგურა მილიონობით მამაკაცში აღძრავს შურს კრისტინა ასმუსის მეუღლის, გარიკ ხარლამოვის მიმართ.4. ნატალია ვოდიანოვა-გზა ხილის გამყიდველიდანსუპერმოდელამდე
სუპერმოდელმა თავისი კარიერა დაიწყო ბაზრის დახლიდან, კერძოდ, ის დედას ხილის გაყიდვაში ეხმარებოდა. 16 წლის ნატალია ვოდიანოვა ერთ-ერთი ადგილობრივი სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა შეამჩნია. ეს უკანასკნელი მოიხიბლა გოგონას ბუნებრივი სილამაზით, ყველაზე მეტად კი თმის ფერით. მალე ნატალია ვოდიანოვა დაკავდა სამოდელო საქმიანობით და მთელი თავისი დრო მიუძღვნა მსოფლის სხვადასხვა ცნობილი ბრენდის: "ვიქტორია სეკრეტის", "გუჩის", "კელვინ კლაინის" .. ჩვენებებზე გამოსვლას.5.რავშანა კურკოვაკარიერის დასაწყისში რავშანა კურკოვას ხშირად მოიხსენიებდნენ "რუს აიშვარია რაი"-დ, რამდენადაც შეძლო, გაესვა ხაზი აღმოსავლური სილამაზის, ფერადოვნებისათვის.
6.ვერა ბრეჟნევაჯგუფ "ვია გრას" ყოფილი წევრი, ვერა ბრეჟნევა დაიბადა უკრაინაში და მოღვაწეობს რუსეთში. იგი გამოირჩევა გაბედული, თამამი შეხედულებით, მიმზიდველობით.ვერა ბრეჟნევას რუსეთში არაერთხელ მიენიჭა ყველაზე სასურველი გოგონას ტიტული, მისი მონაწილეობით გადაცემების რეიტინგი კი მყისიერად იწევს მაღლა, "ცამდე".629 2-ს მოსწონს
|