საზოგადოება 13 წლის ძმა დედისგან უჩუმრად შპრიცით კვებავდა კარადაში ჩაკეტილ დას 2020, 12 ოქტომბერი, 15:35 ![]() როგორც ცნობილი გახდა, 37 წლის იულია მრავალშვილიანი დედაა. მას ჰყავს 13 წლის ვაჟი და 3 წლის ქალიშვილი. იანვარში იგი ქმარს გაშორდა, ხოლო აპრილის ბოლოს დაიბადა ალინა. ქალმა ყველას აუწყა, რომ ბავშვი გარდაიცვლა, სინამადვილეში კი გოგონა კარადაში ჩაკეტა, იმ იმედით, რომ იგი შიმშილით მოკვდებოდა. ახალშობილი გადარჩა უფროსი ძმის წყალობით, რომელიც პერიოდულად აჭმევდა დას. ![]() -ყოვლად წარმოუდგენელია, ჩემს გაგებას აღემატება ბავშვის კარადაში ჩაკეტვა და დაელოდო, როდის მოკვდება შიმშილით - ამბობს ანასტასია, იულიას მეგობარი - არ მჯერა, რომ იულიამ ეს გააკეთა . მას მთელი ცხოვრება ვიცნობ. ის ძალზე კეთილი, მგრძნობიარე ადამიანია. შესანიშნავ ოჯახში გაიზარდა, მას ძალიან კარგი მშობლები ჰყავს. ერთად ვსწავლობდით მე -5 სკოლაში, კარგი რეპუტაცია ჰქონდა . შემდეგ დაამთავრა მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი. ძმასთან მეგობრული იყო. მაგრამ მის ქმარს, ანდრეის, დალევა უყვარდა. სიმთვრალეში ის ხდებოდა უკონტროლო, ხანდახან ცოლზეც სწევდა ხელს. მეზობლებმა არაერთხელ დაინახეს, თუ როგორ გარბოდნენ ის და მისი შვილები ქუჩაში, რათა ანდრეის მუშტებს გაქცეოდნენ.... უმცროსი ქალიშვილი ანდრეის ასლია. იქნებ იულიამ ქმრის მიმართ მთელი სიძულვილი ბავშვზე გადაიტანა?. ან მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, რადგან ასე არაადამიანურად ექცეოდა თავის შვილს. ![]() - თავად მოზარდმა ინტერნეტში მოძებნა, როგორ უნდა გამოვკვებოთ ჩვილი. იგი ჯერ შპრიცით აძლევდა ნაზავს, შემდეგ კი რძეში დამბალ ორცხობილას და პურს აძლევდა-ამბობს ოჯახის ახლობელი. ![]() 16142 6-ს მოსწონს
|